X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
ლავაშის ღვეზელი ხორცით
  • ლავაშის ღვეზელი ხორცით

    ინგრედიენტები

    ლავაში - 2 ცალი
    საქონლის ფარში - 500 გ
    ხახვი - 1 თავი
    მარილი და პილპილი
    ქინძი ან ოხრახუში
    არაჟანი - 200 გ
    კვერცხი - 2
    კეტჩუპი - 2 ს.კ


    მომზადების წესები
    ფარშს დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მწვანილი, მარილი და პილპილი. გაშალეთ ლავაშები და გაანაწილეთ მათზე ფარში. გადაახვიეთ რულეტივით.

    საშუალო ზომის ფორმას (18-22 სმ) წაუსვით ცხიმი და სპირალურად დახვეული რულეტები ჩაალაგეთ.

    ათქვიფეთ არაჟანი (ან რძე) და კვერცხი, დაამატეთ კეტჩუპი, მარილი და პილპილი. მოასხით ეს სოუსი ლავაშებს და გამოაცხეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 30 წუთი.
    27 ნახვა
    28-11-2019, 23:56