X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
სპაგეტი მიდიებითა და ლიმონით
  • სპაგეტი მიდიებითა და ლიმონით

    ინგრედიენტები

    სპაგეტი - 1 შეკვრა
    მიდიები - 300 გ (გარჩეული და გაყინული)
    ლიმონი - 1 ცალი
    ნაღები - 1-2 ს/კ
    ხახვი - 1 თავი
    ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ
    მარილი
    თეთრი პილპილი


    მომზადების წესები

    სპაგეტი მოვხარშოთ მდუღარე მარილიან წყალში შეფუთვაზე მითითებული წესის მიხედვით და გადავწუროთ. ხახვი წვრილად დავჭრათ და ზეთში მოვშუშოთ, დავუმატოთ ნაღები, მარილი, პილპილი და მიდიები. ვშუშოთ 1-2 წუთი და შევურიოთ სპაგეტი. ბოლოს მოვაწუროთ ლიმონი და მოვახეხოთ ცედრა.
    18 ნახვა
    27-11-2019, 23:47