X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
ქათმის ფილე არომატულ სოუსში
  • ქათმის ფილე არომატულ სოუსში

    ინგრედიენტები

    ქათმის ფილე - 8 ნაჭერი
    ბეკონი - 8 ნაჭერი
    სულგუნი ან სხვა რბილი ყველი - 8 ნაჭერი
    მარილი და პილპილი
    პამიდორი - 350-400 გ
    ნიორი - 2 კბილი
    რეჰანი

    მომზადების წესები
    შეარჩიეთ საშუალო ზომის ქათმის ფილე. თუ დიდი ზომისაა, გაყავით შუაზე. თითოეული მათგანი დაბრაწეთ ტაფაზე ორივე მხრიდან. შემდეგ ყოველ ნაჭერს დაადეთ თითო ნაჭერი სულგუნი, გადაახვიეთ ბეკონის ფირფიტაში და დააფიქსირეთ ხის ჩხირით ან ძაფით.

    პამიდორი დაჭერით, შეურიეთ დაჭრილი ნიორი, რეჰანი, მარილი, პილპილი. გადაიტანეთ ცეცხლგამძლე ფორმაში , ზემოდან დაალაგეთ ქათმის ფილეს ნაჭრები და შედგით ღუმელში 200 გრადუსზე 20 წუთი.
    35 ნახვა
    27-11-2019, 23:44