X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
ჩაშუშული ქათამი ბოსტნეულით და ბეკონით
  • ჩაშუშული ქათამი ბოსტნეულით და ბეკონით

    ინგრედიენტები
    თეთრი ღვინო - 50 მლ
    ქონდარი
    მარილი და პილპილი
    ნიორი - 4 კბილი
    დაფნის ფოთოლი - 1
    ჩილი წიწაკა - 1
    ხახვი - 1-2 თავი
    ტკბილი წიწაკა, სხვადასხვა ფერის - 2
    ბეკონი - 80 გ
    ქათმის ნაჭრები - 400 გ
    პამიდორი - 400 გ


    მომზადების წესები
    ბეკონი დაჭერით საშუალო ზომაზე, წიწაკა და ხახვი მსხვილად, ჩილი და ნიორი წვრილად.
    პამიდორს კანი გააცალეთ და გახეხეთ.
    შეწვით ქათმის ხორცი ტაფაში, დაამატეთ ნიორი და მოშუშეთ . გადმოიღეთ ცალკე, იგივე ტაფაში მოშუშეთ წიწაკა მაღალ ცეცხლზე, 30 წამის განმავლობაში. დაამატეთ ხახვი და ბეკონი. შემდეგ დაამატეთ დაფნა, პამიდორი და ადუღეთ 2 წუთი.
    შემდეგ დაამატეთ ქათამი, ჩილი, ღვინო, დააფარეთ თავზე და 15 წუთი კიდევ შუშეთ დაბალ ცეცხლზე. შემდეგ დაამატეთ მარილი, პილპილი და ქონდარი.
    კერძი მზადაა
    54 ნახვა
    22-11-2019, 23:47