X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
ფრანგული ფენოვანი ფუნთუშა Pain au chocolat
  • ფრანგული ფენოვანი ფუნთუშა Pain au chocolat

    ინგრედიენტები
    ფქვილი - 500 გ
    წყალი - 300 გ
    შაქარი - 60 გ
    საფუარი - 2 ჩ.კ
    მარილი - 1 ჩ.კ
    კარაქი - 300 გ
    შავი შოკოლადი - 200 გ
    კვერცხის გული - 1
    რძე - 2 ს.კ


    მომზადების წესები
    ღრმა თასში მოვათავსოთ გაცრილი ფქვილი, შაქარი, საფუარი და მარილი, დავასხათ წყალი და ხის კოვზით ამოვურიოთ. ინგრედიენტები რომ კარგად შეერევა ერთმანეთს, ცომს გადავაფაროთ კულინარიული ცელოფანი და შევდოთ მაცივარში მთელი ღამით

    დარბილებული კარაქი ავტქვიფოთ ვანილიან შაქართან ერთად, გადავიტანოთ ასევე ცელოფანზე, მივცეთ ოტხკუთხა ფორმა გავაბრტყელოთ 1 სმ-ზე და შევახვიოთ. შევინახოთ მაცივარში.

    დილით გამოვიღოთ ცომი, გადავიტანოთ დაფაზე, მივცეთ კვადრატოს ფორმა. შუაზე დავადოთ გაბრტელებული ცივი კარაქი. თუ კარაქი ძალიან გაყინულია და გაბრტყელება გაჭირდება, რამდენიმე წუთით ოტახის ტემპერატურაზე გავაჩეროთ, მაგრამ ძალიან არ უნდა მორბილდეს.
    დავკეცოთ ისე როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.

    გავაბრტყელოთ და მივცეთ მოგრძო მართკუთხედის ფორმა. ავიღოთ ერთი ბოლო, გადმოვკეცოთ შუამდე, ასევე მეორე ბოლოც. შემდეგ ორივე მხარე ერთმანეთს გადავაკეცოთ, ისე რომ წიგნივით დაიხუროს.
    ცომი ისევ თასში ჩავდოთ, გადავაფაროთ ცელოფანი, შევდოთ მაცივარში 20 წთ-ით.
    შემდეგ ისევ იგივენაირად გავაბრტყელოთ კიდევ ორჯერ.

    მთელი ამ პროცესის დროს ბევრ ფქვილს ნუ გამოიყენებთ.

    ცომი მართკუთხედი ფორმით გავაბრტყელოთ (40x24სმ) და დავჭრათ 8x12სმ ზომის ნაჭრებად. დავადოთ შოკოლადი, გადავახვიოთ. დავალაგოთ საცხობ ფურცელზე და 2 საათით დავტოვოთ მაცივარში.

    შემდეგ გადავუსვათ რძეში გარეული კვერცხი და გამოვაცხოთ 210 გრადუსზე 20 წუთი
    44 ნახვა
    22-11-2019, 23:44