X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
შემწვარი თევზი - მსუბუქი და გემრიელი სადილი
  • შემწვარი თევზი - მსუბუქი და გემრიელი სადილი

    ინგრედიენტები

    მოზრდილი ქორჭილა ან კალმახი - 1
    ლიმონი - 1
    ხახვი - 1 თავი
    ოხრახუში - 1 კონა
    სხვადასხვა ბოსტნეულის მიქსი გარნირისთვის


    მომზადების წესები
    თევზი გამოშიგნეთ და კარგად გარეცხეთ, გაამშრალეთ. მუცელში და ლაყუჩების ადგილას ჩაუდეთ მწვანილის ტოტები და დაჭრილი ხახვის რგოლები. გარედან გაუკეთეთ ჭრილები და მოასხით ლიმონის წვენი. შედგით მაცივარში 1-2 საათი. შემდეგ წაუსვით მარილი და პილპილი, შეწვით ტაფაზე ორივე მხრიდან, საშუალო ცეცხლზე. შემდეგ ამოაცალეთ ხახვი და მწვანილები.
    სუფრაზე მიიტანეთ სხვადასხვა სახის ბოსტნეულის გარნირთან ერთად, რომელთაც წინასწარ მოხარშავთ ან ღუმელში შეწვავთ.
    45 ნახვა
    20-11-2019, 23:51