X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
ხილის ნამცხვარი ბეზეს კრემით
  • ხილის ნამცხვარი ბეზეს კრემით

    უნაზესი ნამცხვარი ხილის არომატით, რომელიც პირში დნება
    ინგრედიენტები
    ცომისთვის
    კვერცხი - 3
    შაქარი - 50 გ
    ფქვილი - 60 გ
    გულსართისთვის
    კვერცხის ცილა - 3
    შაქარი - 150 გ
    ჟოლო, ალუბალი, მოცხარი მაყვალი და სხვ - ცოცხალი ან გაყინული

    მომზადების წესები
    კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ მუსისმაგვარი კონსისტენციის მიღებამდე. დავამატოთ გაცრილი ფქვილი. გადავურიოთ და ჩავასხათ კარაქწასმულ ფორმაში. გამოვაცხოთ 160 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთი, სანამ ოქროსფერს მიიღებს.

    პარალელურად ავთქვიფოთ ბეზე შაქართან ერთად. მზა ბისკვიტზე დავალაგოთ ნებისმიერი სასურველი ხილი, გადავუსვათ ბეზე და შევაბრუნოთ ღუმელში 10-15 წუთით, თან ტემპერატურას დავუწიოთ.

    ბეზე რომ ოქროსფერს მიიღებს, გამოვიღოთ .
    42 ნახვა
    20-11-2019, 00:04