X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
ყველაზე მარტივი ვაშლის ნამცხვარი
  • ყველაზე მარტივი ვაშლის ნამცხვარი

    ინგრედიენტები

    მომჟავო ვაშლი - 1-1.5 კგ
    გამაფხვიერებელი - 1 ჩ.კ
    დარიჩინი - 1 ჩ.კ
    სახამებელი - 2 ჩ.კ
    ფქვილი - 1 ჭიქა
    მანანის ბურღული - 1 ჭიქა
    შაქარი - 1 ჭიქა
    ნიგოზი და ქიშმიში - სურვილით


    მომზადების წესები
    შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები.

    ვაშლი გავხეხოთ, წვენს ნუ გადავასხამთ.

    ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი და ძალიან მარტივად ავაწყოთ ნამცხვარი: რიგრიგობით გავანაწილოთ მშრალი ინგრედიენტები, შემდეგ ვაშლი, კვლავ მშრალი ინგრედიენტები, ისევ ვაშლი. ბოლო ფენა მშრალი მასა უნდა იყოს. შეგვიძლია შევურიოთ ნიგოზი ან ქიშმიში.

    ვაცხობთ 180 გრადუსზე 50-60 წუთი. გავაციებთ და დავჭრით. რაც უფრო დიდხანს გავაჩერებთ ამ ნამცხვარს გრილ ადგილას, მით უფრო გემრიელი გახდება, ამიტომ უკეთესია მეორე დღეს მივირთვათ, კარგად გაცივებული.
    49 ნახვა
    8-11-2019, 23:51