X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
ყველიანი ფუნთუშები
  • ყველიანი ფუნთუშები

    ინგრედიენტები

    ზეთი - 2 ს.კ
    ფქვილი - 3-3.5 ჭ
    თბილი წყალი - 250 მლ
    შაქარი - 1 ჩ.კ
    საფუარი - 1 ჩ.კ
    მარილი - 1/2 ჩ.კ
    გახეხილი ყველი გაუდა - 250 გ


    მომზადების წესები
    წყალში გავხსნათ შაქარი და საფუარი, შემდეგ დავამატოთ მარილი და ფქვილის ნაწილი. ავურიოთ, დავამატოთ ზეთი და 150 გ ყველი.

    ნელ-ნელა ვამატოთდარჩენილი ფქვილიც. მოვზილოთ ერთგვაროვანი, პრიალა ცომი. დავდგათ ასაფუებლად სითბოში.

    შემდეგ დიდ ტაფას დავაფინოთ ქაღალდი, ცომისგან გავაკეთოთ 12 პატარა გუნდა და დავალაგოთ ერთმანეთისგან მოშორებით. ვაცადოთ 15-20 წუთი, რომ ხელახლა ამოფუვდნენ.

    ზემოდან გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხი და მოვაყაროთ დარჩენილი ყველი და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე დაახლოებით 30 წუთი
    41 ნახვა
    6-11-2019, 23:52