X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
ყველაზე მარტივი ტორტი-ზღარბი
  • ყველაზე მარტივი ტორტი-ზღარბი

    ინგრედიენტები

    მოხარშული შესქელებული რძე - 1 ქილა
    კარაქი - 150 გ
    ქარხნული ფხვიერი ნამცხვარი - 500 გ
    ნუში ან გარჩეული მზესუმზირა
    ქიშმიში


    მომზადების წესები
    ფხვიერი ნამცხვარი დავფხვნათ, შევურიოთ დარბილებული კარაქი და 1 ქილა შესქელებული რძე. მიღებული ცომით გამოვძერწოთ 1 დიდი ან რამოდენიმე პატარა ზღარბი, თვალებისა და ცხვირის ადგილას ქიშმიშები მივაწებოთ, ეკლების ადგილას ნუში ან გარჩეული მზესუმზირა.

    შევდოთ მაცივარში რამდენიმე საათი და ტორტიც მზადაა.
    22 ნახვა
    6-11-2019, 23:49