X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
ლავაშის ღვეზელი ხორცის ფარშით
  • ლავაშის ღვეზელი ხორცის ფარშით

    ინგრედიენტები

    რძე - 200 მლ
    არაჟანი - 200 გ
    სტაფილო - 1-2
    გახეხილი ყველი - 150-180 გ
    კვერცხი - 3
    ფარში - 500 გ
    ლავაში - 1 შეკვრა
    ხახვი - 1
    მარილი და პილპილი

    მომზადების წესები
    წვრილად დაჭრილი ხახვი ზეთში მოვშუშოთ, დავამატოთ ფარში და გავაგრძელოთ შუშვა. შემდეგ დავამატოთ გახეხილი სტაფილო. მზა ფარშს დავამატოთ მარილი, პილპილი და სურვილის შემთხვევაში მწვანილი.

    კვერცხი რძესთან ერთად ავთქვიფოთ და გახეხილი ყველის ნახევარი დავამატოთ.

    ლავაშს წავუსვათ არაჟანი, ფარში ლავაშზე გავანაწილოთ, დარჩენილი ყველიც მოვაყაროთ და რულეტივით გადავახვიოთ, შემდეგ ცხიმწასმულ ფორმაში გადავიტანოთ და თან ისე დავკეცოთ/დავახვიოთ, რომ ფორმაში მჭიდროდ მოთავსდეს. ზემოდან სოუსი მოვასხათ. გამოვაცხოთ 200 გრადუსზე დაახლოებით 30 წუთი.
    52 ნახვა
    3-11-2019, 01:07