X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
ატმის ტარტი
  • ატმის ტარტი

    ინგრედიენტები

    ფქვილი - 200 გ
    კარაქი - 120 გ
    კვერცხი - 1
    შაქარი - 100 გ
    ატამი - 1 კგ

    მომზადების წესები
    თასში ჩვაყაროთ ფქვილი, დავუმატოთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი და კვერცხი და მოვზილოთ ცომი. თუ კარაქი ძალიან ცივია, მაშინ დანით დავჭრათ ან სახეხზე გავხეხოთ. მიღებული ცომისგან გავაკეთოთ გუნდა, გავახვიოთ ცელოფანში და 30 წუთით შევდოთ საყინულეში.
    სანამ ცომი ცივდება, გავრეცხოთ, გავფცქვნათ და დავჭრათ ატამი. ცომი გამოვიღოთ და ფქვილმოყრილ დაფაზე გავაბრტყელოთ ისე, რომ მისი დიამეტრი საცხობი ფორმის დიამეტრს უტოლდებოდეს. საცხობ ფორმას წავუსვათ კარაქი, დავაყაროთ შაქარი, ლამაზად მოვაწყოთ ატმის ნაჭრები და დავაფინოთ ცომი. თუ ცომი ოდნავ განიერია, კიდეებში ლამაზად ჩავკეცოთ. ტარტი 30 წუთის განმავლობაში უნდა გამოვაცხოთ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. მზა ტარტი ოდნავ შევაგრილოთ, საცხობ ფორმას ზემოდან დავაფაროთ განიერი თეფში და ფრთხილად ამოვაბრუნოთ. ამ დესერტს ძალიან უხდება ვანილის ნაყინი, ამიტომ უმჯობესია, თუ ულუფებად დაჭრილ ტარტს ნაყინის ბურთულებთან ერთად მიიტანთ სუფრასთან.
    23 ნახვა
    3-11-2019, 01:04