X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
ლუდში დამარინადებული ქათამი- წვნიანი და არომატული
  • ლუდში დამარინადებული ქათამი- წვნიანი და არომატული

    ინგრედიენტები

    ზეითუნის ზეთი - 50 მლ
    ნივრის კბილი - 5
    ხახვი - 1 დიდი თავი
    ლუდი, ღია ფერის - 2 ჭ
    ქათამი - 1 კგ
    მარცვლოვანი მდოგვი - 2 ს.კ
    მარილი და პილპილი


    მომზადების წესები
    ქათამი ბასრი დანით ან მაკრატლით ჩავჭრათ ხერხემალში, კარგად გადავხსნათ, მკერდი არ დავუზიანოთ. ქათმის ასეთ დაჭრას ''პეპელა'' ეწოდება, ამ დროს მკერდი მთლიანინ რჩება და შწვისას მთელ წვენს ინარჩუნებს.

    მარინადისთვის დავჭრათ ხახვი და ნიორი, დავასხათ ლუდი და ზეთი, დავამატოთ მდოგვი, მარილი და პილპილი გემოვნებით.

    მარინადი დავასხათ ქათამს და მაცივარში 1 ღამე გავაჩეროთ. შწევამდე 30 წუთით ადრე გამოვიღოთ ოთახის ტემპერატურაზე. თან ღუმელიც გავახუროთ 200 გრადუსზე.

    ქათამი ჩავდოთ ფორმაში, დავასხათ მარინადის ნახევარი და შევდგათ ღუმელში, ნახევარ საათში, თუ საჭიროა მარინადი კიდევ დავასხათ, დაჭრილი ხახვი და სოკოც დავამატოთ. მომზადებამდე 10 წუთით ადრე კი დავამატოთ დაჭრილი პამიდორი. მთლიანობაში, დაახლოებით 1 საათი სჭირდება ღუმელში.
    33 ნახვა
    2-11-2019, 00:39