X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
სტაფილოს რულეტი
  • სტაფილოს რულეტი

    ორიგინალური, ეფექტური და გემრიელი რეცეპტი
    ინგრედიენტები
    კრემ-ყველი - 175 გ
    კარაქი - 1 ს.კ
    კვერცხი - 4
    სტაფილო - 450 გ
    კამა - 1 კონა
    ნივრის კბილი - 1
    მარილი და პილპილი


    მომზადების წესები
    სტაფილო გავასუფთაოთ და გავხეხოთ. მოვშუშოთ კარაქში 5 წუთით.
    გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსზე, საცხობ ფურცელზე (ზომა 20*30 სმ) დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი.
    გაციებულ სტაფილოს დავამატოთ კვერცხის გულები, მარილი, პილპილი და ავურიოთ. ცილა ცალკე ავთქვიფოთ ღრუბელივით, დავამატოთ სტაფილოს და ფრთხილად გადავურიოთ.
    მიღებული ცომი დავასხათ ფორმაში და დაახლოებით 10-15 წთ ვაცხოთ.
    გამომცხვარი ფირფიტა გადავაბრუნოთ პერგამენტის ქაღალდზე, ის ქაღალდი კი, რომელზეც გამოცხვა, ფრთხილად ავაძროთ. ზემოდან ნამიანი პირსახოცი დავაფაროთ და გავაციოთ.
    მოვამზადოთ გულსართი: მწვანილი (მხოლოდ ფოთლები) და ნიორი წვრილად დავჭრათ. შევურიოთ ოთახის ტემპერატურის კრემ-ყველს, დავამატოტ მარილი და პილპილი. მიღებული კრემი წავუსვათ ბისკვიტს და იმ ქაღალდის დახმარებით, რომელზეც გადმოვიღეთ, რულეტივიტ გადავახვიოთ. შემოვაკრათ კულინარიული ცელოფანი და გავაციოთ მაცივარში.
    36 ნახვა
    30-10-2019, 00:18