X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
gzavnili
ფხვიერი კალათები ხაჭოთი და კენკრით
  • ფხვიერი კალათები ხაჭოთი და კენკრით

    ინგრედიენტები
    ცომისთვის
    კვერცხის გული - 3
    შაქარი - 3/4 ჭ
    დარბილებული კარაქი - 130-150გ,
    არაჟანი - 1 ს.კ
    მარილი
    ვანილი
    სოდა - 1/4 ჩ.კ
    ფქვილი - რამდენსაც შეიზელს
    გულსართისთვის
    ხაჭო - 500 გ
    კვერცხი - 2
    შაქარი - 4 ს.კ
    ვანილი
    კენკრა - მოსართავად

    მომზადების წესები
    კარაქი და შაქარი კარგად გავთქვიფოთ.

    დავუმატოთ კვერცხი, არაჟანში არეული სოდა, მარილი, ვანილი და იმდენი ფქვილი, რომ მივიღოთ ნაზი ცომი. ცომი ხელს ოდნავ უნდა ეკრობოდეს.

    გავახვიოთ ცელოფანში და შევდოთ მაცივარში 30 წუთი. ხაჭოში ავურიოთ შაქარი, კვერცხი და ვანილი.

    ცომი გავაბრტყელოთ და თხელ ფენებად მოვათავსოთ ტარტალეტის ფორმებში. ცომის კალათებში ჩავდოთ ხაჭოს გულსართი და საშუალოდ გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ. როდესაც ნამცხვარი გაოქროსფერდება, ფრთხილად ამოვიღოთ ფორმებიდან და კენკრით მოვრთოთ.



    თუ სილიკონის ან ტეფლონისზედაპირიანი ფორმები არ გვაქვს, თავის დაზღვევის მიზნით ტარტალეტის ფორმებში საცხობი ქაღალდის ნაჭრები ჩავაფინოთ.
    19 ნახვა
    10-10-2019, 00:39