X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
gzavnili
სწრაფი პიცა
  • სწრაფი პიცა

    ეს ერთგვარი სახელდახელო პიცაა, სწრაფად მზადდება და იდეალურია პიკნიკზე წასაღებად.
    ინგრედიენტები

    ფენოვანი ცომი - 1 შეკვრა
    ყველი - 200 გ
    ბეკონი - 150 გ
    ხახვი - 1
    ორეგანო - 1 ს.კ

    მომზადების წესები
    ცომი გავადნოთ, დავდოთ ცხიმწასმულ საცხობ ქაღალდზე და თხლად გავაბრტყელოთ. შემდეგ ქაღალდიანად გადავიტანოთ თუნუქის ფურცელზე.

    ყველი გავხეხოთ, ხახვი რგოლებად დავჭრათ, ბეკონი კი პატარა ნაჭრებად.

    დავალაგოთ ცომზე ფენებად ყველი, ხახვი და ბეკონი, მოვაყაროთ ორეგანო და შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. დაახლოებით 20 წუთში, როცა ცომი შეიფერება და ზემოდანაც მოიბრაწება, მზადაა.

    დავჭრათ კვადრატებად. შეგვიზლია მივირთვათ თბილიც დ ცივიც
    38 ნახვა
    7-10-2019, 00:19