X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
gzavnili
ქათმის ღვიძლი ყველით
  • ქათმის ღვიძლი ყველით

    ინგრედიენტები
    ქათმის ღვიძლი - 450 გ
    ხახვი - 1
    მუსკატის კაკალი (ჯავზი) - 1/3 ჩ.კ
    არაჟანი - 4 ს.კ.
    ყველი გაუდა - 80 გ
    მარილი და პილპილი


    მომზადების წესები
    ღვიძლი გავრეცხოთ და შევაშროთ. ხახვი დავჭრათ ალყა-ალყად და ზეთში მოვშუშოთ. გადავიტანოთ თასში და იმავე ზეთში ღვიძლი შევბრაწოთ. ჩავაბრუნოთ ხახვი, დავამატოთ მუსკატი, მარილი, პილპილი და ვშუშოთ 4-5 წუთი.
    გავანაწილოთ პორციულ ფორმებში, დავადოთ 1 ს.კ არაჟანი და მოვაყაროთ გახეხილი ყველი
    შევდგათ მიკროტალღურში 1 წუთით ან 190-200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 5 წუთით, სანამ ყველი დადნება
    24 ნახვა
    5-10-2019, 00:34