X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
gzavnili
თევზი პამიდვრის სოუსში
  • თევზი პამიდვრის სოუსში

    ინგრედიენტები
    ბულიონი - 1 ჭიქა
    პამიდორი საკუთარ წვენში - 1 ქილა
    ხახვი - 1
    ტკბილი წიწაკა, მწვანე - 1/2
    ტკბილი წიწაკა, წითელი - 1/2
    თევზის ფილე - 4 ულუფა
    კარაქი - 4 ჩ.კ
    მარილი და პილპილი
    ოხრახუში

    მომზადების წესები
    ხახვი წვრილად დავჭრათ და მოვშუშოთ ტაფაზე. ჩავამატოთ დაჭრილი წიწაკა, წითელი და მწვანეც. ვშუშოთ 5 წუთი, შემდეგ დავამატოთ პამიდორი და ბულიონი. ვშუშოთ კიდევ 5 წუთი.
    ამასობაში, თევზის ფილე დავჭრათ ულუფებად. ჩავალაგოთ სოუსში, ზემოდან კი კარაქის ნაჭრები დავადოთ. დავახუროთ თავსახური და 10 წუთი დავტოვოთ ცეცხლზე.

    მზა კერძს მოვაყაროთ მწვანილი, მარილი, პილპილი და ბრინჯთან ერთად მივიტანოთ სუფრასთან.
    41 ნახვა
    5-10-2019, 00:33