GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
gzavnili
ალბათ არასოდეს მოგიმზადებიათ ქათამი ამ რეცეპტით! გარედან ხრაშუნა, გულში კი წვნიანი ნაგეთსები
  • ალბათ არასოდეს მოგიმზადებიათ ქათამი ამ რეცეპტით! გარედან ხრაშუნა, გულში კი წვნიანი ნაგეთსები

    მინიმალური ინგრედიენტებით მიიღებთ ნოყიერ და უგემრიელეს კერძს. და კიდევ: ის ფაქტობრივად წამში კეთდება!
    ინგრედიენტები
    ქათმის ფილე - 1 კგ
    სახამებელი - 1 ჩ/კ
    სოდა 0,5 ჩკ
    ლიმონის წვენი - 1 ს/კ
    მარილი - გემოვნებით
    ფქვილი - ამოსავლებად
    ზეთი შესაწვავად

    მომზადების წესები:
    ქათმის ფილე გარეცხეთ, გააშრეთ და დაჭერით სასურველი ზომისა და ფორმის ნაჭრებად. მოაყარეთ მარილი და სოდა და კარგად აურიეთ.
    მოასხით ხორცს ლიმონის წვენი, მოაყარეთ სახამებელი და კვლავ აურიეთ. გააჩერეთ 20 წუთი, შემდეგ ქათმის თითოეული ნაჭერი ამოავლეთ ფქვილში.
    შეწვით კარგად გახურებულ ზეთმოსხმულ ტაფაზე ყველა მხრიდან.
    ტაფაზე ფილე ფუვდება, გამოდიხ ხრაშუნა გარედან, გულში კი წვნიანი რჩება.
    22 ნახვა
    11-09-2019, 00:18