GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
gzavnili
ჩემი საყვარელი ქათმის სალათა პურის ორცხობილებით - გემრიელია და მარტივი!
  • ჩემი საყვარელი ქათმის სალათა პურის ორცხობილებით - გემრიელია და მარტივი!

    ინგრედიენტები
    ქათმის ფილე - 2 ცალი
    კვერცხი - 1 ცალი
    ტკბილი წიწაკა - 1 ცალი
    პურის ორცხობილები - 1 ჭიქა
    გახეხილი ყველი - 100 გ
    მაიონეზი - 100 გ
    მარილი და პილპილი
    ზეთი შესაწვავად

    მომზადების წესები:
    ვამზადებთ კლიარს ქათმის ფილესთვის: კვერცხი ჩაახალეთ ჯამში. დაუმატეთ პილპილი და მარილი და ათქვიფეთ.
    ქათმის ფილე დაჭერით მოგრძო ნაჭრებად და ამოავლეთ კლიარში.
    შეწვით გახურებულ ზეთმოსხმულ ტაფაზე და გააცივეთ. შემდეგ კი დაჭერით კუბიკებად.
    ბულგარული წიწაკაც დაჭერით კუბიკებად, ხოლო ყველი გახეხეთ წვრილად.
    ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთში და მოასხით მაიონეზი.
    სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ პურის ორცხობილები.

    გემრიელად მიირთვით!
    21 ნახვა
    10-09-2019, 11:18