GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
gzavnili
ყველაზე გემრიელი და მარტივი მობრაწულა სოკოთი და ხორცის ფარშით
  • ყველაზე გემრიელი და მარტივი მობრაწულა სოკოთი და ხორცის ფარშით

    ინგრედიენტები
    ქამა სოკო - 300 გ
    გახეხილი ყველი - 200 გ
    არაჟანი - 2 ს/კ
    მაიონეზი - 2 ს/კ
    საქონლის ხორცის ფარში - 300 გ
    კარტოფილი - 5-6 ცალი, საშუალო ზომის
    ხახვი - 2-3 თავი
    მარილი და პილპილი

    მომზადების წესები:
    გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. წაუსვით ლითონის ფირფიტას ზეთი ან ზეითუნის ზეთი.
    დააწყვეთ ფენა-ფენა ინგრედიენტები.
    პირველი ფენა – ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი;
    მე-2 ფენა – მრგვალ, თხელ ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი, მარილი და პილპილი.
    მესამე ფენა – ხორცის ფარში – მარილი და პილპილი;
    მეოთხე ფენა – დაჭრილი ქამა სოკო;
    მეხუთე ფენა – გახეხილი ყველი;
    მეექვსე ფენა მაიონეზი და 2 კოვზი არაჟანი.
    აცხვეთ 30-40 წუთი.
    14 ნახვა
    9-09-2019, 00:35