GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
gzavnili
ხაჭოს პასკა
  • ხაჭოს პასკა

    ინგრედიენტები
    ხმელი ხილი - 200 გ
    ნუში( ან ნიგოზი) - 100 გ
    ქიშმიში - 100 გ
    ნაღები 33% - 0.5 ლ (ან არაჟანი)
    კვერცხის გული - 3
    შაქარი - 400 გ
    კარაქი - 200 გ
    ხაჭო - 1 კგ
    კონიაკი - 2 ს.კ
    ფორთოხლის ცედრა - 1


    მომზადების წესები
    ხაჭო ორჯერ გავქნათ წმინდა საცერზე - ასე იგი ჟანგბადით გამდიდრდება, პასკა უფრო ნაზი გამოვა.

    ცალკე გავთქვიფოთ შაქრის პუდრა და დარბილებული კარაქი, სათითაოდ დავუმატოთ კვერცხის გულები, ბოლოს ფორთოხლის ცედრა და კონიაკი.

    ქიშმიში გავრეცხოთ და გავამშრალოთ, ხმელი ხილი და ნიგოზი დავჭრათ, რამდენიმე მოვიტოვოთ მოსართავად.

    ცალკე ავთქვიფოთ ნაღები.

    ხაჭოიან მასას დავუმატოთ ნაღები ან არაჟანი და ფრთხილად ამოვურიოთ კოვზით.

    დავუმატოთ ქიშმიში, ხმელი ხილი, ნიგოზი.

    სუფთა, განიერი დოლბანდი დავასველოთ, კარგად გავწუროთ და ჩავაფინოთ საწურში, რომელიც, თავის მხრივ, თასზე ზემოდან უნდა მოვათავსოთ, რომ პასკიდან გამოჟონილი სითხე მოგროვდეს.

    ხაჭოს მასა გადავიტანოთ დოლბანდჩაფენილ საწურზე, ზემოდანაც დოლბანდი გადავაფაროთ, თეფში დავადოთ და ზედ რამე სიმძიმე დავდოთ.

    საწური თავის თასიანად 12 საათი შევდგათ მაცივარში.

    12 საათის შემდეგ ჭურჭელი გამოვიღოთ, დაწრეტილი სითხე გადავაქციოთ, პასკას კი დავაფაროთ თეფში და ფრთხილად ამოვატრიალოთ.

    ხაჭოს პასკა მოვრთოთ ხმელი ხილით, ნიგვზით, კაკაოთი ან გახეხილი შოკოლადით.

    ამ რეცეპტისთვის მშრალი, ცხიმიანი ხაჭოა საჭირო. თუ ხაჭო სველია, სასურველია, წინასწარ გავახვიოთ დოლბანდში, ჩავდოთ საწურში, დავადოთ ზემოდან სიმძიმე, ქვემოდან კი თასი შევუდგათ, რომ ზედმეტი სითხისგან დაიწრიტოს და მხოლოდ ამის შემდეგ მივყვეთ ჩვენს რეცეპტს.
    22 ნახვა
    8-09-2019, 00:52