GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
gzavnili
ფერადი ნამცხვრები ჩაისთვის
  • ფერადი ნამცხვრები ჩაისთვის

    ინგრედიენტები
    ფქვილი - 250 გ
    შაქარი - 100 გ
    მარილი - მწიკვი
    კარაქი - 125 გ
    კვერცხი - 1 ცალი
    საკვები საღებავი - რამდენიმე წვეთი

    მომზადების წესები
    ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, დაუმატეთ შაქარი და მარილი და აურიეთ. დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი დარბილებული კარაქი და ხელით ასრისეთ ფქვილში. შემდეგ დაუმატეთ კვერცხი და განაგრძეთ ცომის მოზელვა.
    მიღებული მასა გაყავით 2 თანაბარ ნაწილად. ერთ ნაწილს დაუმატეთ რამდენიმე წვეთი საკვები საღებავი (რა ფერიც გსურთ) და კარგად აურიეთ. გააბრტყელეთ ცომის ორივე ნაწილი თხელად, ერთ ფირფიტას დააფინეთ მეორე ფირფიტა, კვლავ გააბრტყელეთ და გადაახვიეთ რულეტად. შეახვიეთ საკვების ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში 1 საათით.
    შემდეგ მოხსენით რულეს ცელოდანი, დაჭერით 0,5 სმ სისქის წრეებად, გადაიტანეთ პერგამენტდაფენილ ღუმელის ფირფიტაზე და აცხვეთ 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 8-12 წუთის განმავლობაში.
    7 ნახვა
    6-09-2019, 00:14