GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
gzavnili
უგემრიელესი ,,ატრია" - აზიელების საფირმო კერძი
  • უგემრიელესი ,,ატრია" - აზიელების საფირმო კერძი

    ინგრედიენტები
    ქათმის ფილე - 500 გ
    მაკარონი - 300 გ
    მწვანე ხახვი - 6 ცალი
    ჩვილი სიმინდი - გ
    სტაფილო - 150 გ
    ქინძი - ნახევარი კონა
    ხმელი ქინძი, დაფქული - 2 ჩ/კ
    ძირა - 2 ჩ/კ
    კურკუმა - 1/2 ჩ/კ
    ზესუმზირის ზეთი ან ერბო - 2 ს/კ
    სატე სოუსი - 200 გ

    მომზადების წესები
    დაადგით ქვაბი და მოხარშეთ მაკარონი ინსტრუქციის მიხედვით; დაჭერით ქათმის ფილე პატარა კუბებად, ზომით 2*2 სმ. მოაყარეთ დაფქვილი ქინძი, ძირა და კურკუმა, აურიეთ კარგად; დაჭერით ბოსტნეული 2-3 სმ სიგრძის, თხელ, დიაგონალურ ნაჭრებად; გაახურეთ ტაფა, დაასხით ცხიმი და მობრაწეთ ხორცი, როცა მზადიქნება - ქაფქირით გადმოიღეთ ტაფიდან, რომ ცხიმი არ აყვეს; ამავე ტაფაში ჩაუშვით ჯერ სტაფილო და სიმინდი, მალევე ჩაამატეთ მწვანე ხახვიც, 2 წუთში ბოსტნეული მზად იქნება; მზა ბოსტნეულს დააყარეთ ხორცი, მოურიეთ და მოასხით სატე სოუსი, შეამატეთ 50-70 მლ.ლ წყალი, რომ კარგად, კრემისებურად მოედოს მთელ მასას (სოუსის სახლში მომზადებისას წყლის დამატება საჭირო არ არის); როცა სითხე ბუშტებს გაიჩენს - ჩაამატეთ მაკარონიც, კარგად მოურიეთ, მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი და ქინძი;
    სუფრასთან მიიტანეთ ოდნავ შეგრილებული.

    გემრიელად მიირთვი!
    37 ნახვა
    4-09-2019, 00:30