GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
gzavnili
მერენგი კენკრითა და ნაღებით - ღრუბელივით ნაზი და ჰაეროვანი დესერტი!
  • მერენგი კენკრითა და ნაღებით - ღრუბელივით ნაზი და ჰაეროვანი დესერტი!

    ინგრედიენტები
    ბეზე:
    კვერცხის ცილა 3
    შაქარი - 150 გ
    სახამებელი - 1 ჩ/კ (სავსე)
    ლიმონის წვენი - 1/2 ჩ/კ
    ვანილის ექსტრაქტი - 1 ჩ/კ
    კრემი:
    ათქვეფილი ნაღები - 200 გ
    შაქრის პუდრა - გემოვნებით
    სხვადასხვა კენკრა - 300 გ


    მომზადების წესი:
    ათქვიფეთ 3 კვერცხის ცილა მკვრივი ქაფის მიღებამდე, დაუმატეთ 75 გ შაქარი და კვლავ ათქვიფეთ. დაუმატეთ დარჩენილი შაქარი, ჩაის კოვზი სახამებელი და ნახევარი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. ათქვიფეთ კიდევ 5 წუთი მკვრივი მასის მიღებამდე.
    გადაიტანეთ ბეზე საკონდიტრო ტომარაში და დაასვით ფორმები ღუმელის ფირფიტაზე, რომელზეც პერგამენტი იქნება დაფენილი.
    აცხვეთ 150 გრადუსზე 10 წუთი, შემდეგ კი 100 გრადუსზე 50 წუთი კრემისფერის მიღებამდე. გაავსეთ გამომცხვარი ბეზეები ათქვეფილი ნაღებით და მორთეთ კენკრით.
    56 ნახვა
    1-09-2019, 23:51