X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
როგორ და სად ვაკოცოთ ზოდიაქოს ნიშანს, თუ მისი "გაგიჟება" და "სამარადისოდ დასაკუთრება" გვსურს
  • როგორ და სად ვაკოცოთ ზოდიაქოს ნიშანს, თუ მისი "გაგიჟება" და "სამარადისოდ დასაკუთრება" გვსურს

    ერთი კურ­სე­ლი მყავ­და, ზო­დი­ა­ქო­თი ტყუ­პი იყო, ძა­ლი­ან ჩახ­ლარ­თუ­ლი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და, დე­ტა­ლებს მი­ზი­ა­რებ­და ხოლ­მე. ვერ გა­ერ­კვა გრძნო­ბებ­ში, ახა­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი უყ­ვარ­და, თუ ძვე­ლი. ორ­ჭო­ფობ­და პირ­ვე­ლი კოც­ნის შემ­დეგ - გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ვე­რა­ფე­რი ვიგ­რძე­ნიო. სა­სა­ცი­ლოა, მაგ­რამ იმ ბიჭს რომ სწო­რად ეკოც­ნა, ალ­ბათ, დღეს კვლავ ერ­თად იქ­ნე­ბოდ­ნენ, რად­გან გო­გო­ნა ყო­ფილ შეყ­ვა­რე­ბულ­თან კი არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა, უბ­რა­ლოდ, მას და­შორ­და. ორი­ვე მხა­რემ რომ აი­რი­დოს იმედ­გაც­რუ­ე­ბა, გთა­ვა­ზობთ რჩე­ვებს - რო­გორ უნდა აკო­ცოთ ზო­დი­ა­ქოს თი­თო­ე­ულ ნი­შანს.

    1. თუ გულ­ში ვერ­ძი ჩა­გი­ვარ­დათ, კოც­ნამ­დე მისი ხა­სი­ა­თის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ: ის ენ­თუ­ზი­აზ­მი­თა და ენერ­გი­ით სავ­სეა. ნუ აკო­ცებთ ნა­ზად, რად­გან ამ შემ­თხვე­ვა­ში ვერძს მე­ო­რე დღეს­ვე და­ა­ვი­წყდე­ბით. მას თავი უნდა და­ა­კარ­გვი­ნოთ, რაც რთუ­ლი ამო­ცა­ნაა. სა­ი­დუმ­ლოს გა­გიმ­ხელთ, ვერ­ძი ყო­ველ­თვის ხვდე­ბა, გი­კოც­ნი­ათ თუ არა წარ­სულ­ში ვინ­მეს­თვის, ასე რომ, მის მო­ტყუ­ე­ბას ნუ შე­ეც­დე­ბით.

    2. თუ კუ­როს კოც­ნა მო­ინ­დო­მეთ, მზად იყა­ვით ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ინ­ტი­მუ­რი შეგ­რძნე­ბის­თვის, რაც კი ცხოვ­რე­ბა­ში და­გუფ­ლე­ბი­ათ. მის ტუ­ჩებს ნა­ზად და ნელა უნდა შე­ე­ხოთ და სიყ­ვა­რუ­ლის მო­რევ­ში გა­და­ეშ­ვათ, სა­დაც კურო ნამ­დვი­ლად დიდ­ხანს დაგ­ტო­ვებთ. თქვე­ნი ყვე­ლა მოძ­რა­ო­ბა მო­ზო­მი­ლი და ფრთხი­ლი უნდა იყოს, ისე თით­ქოს მსხვერ­პლს ეპა­რე­ბით.

    3. მო­სუ­ვე­ნა­რი და ანცი ტყუ­პის­თვის კოც­ნა გა­სარ­თო­ბია! მას­თან სი­ნა­ზეც სა­ჭი­როა და ვე­ლუ­რო­ბაც. ეს ნი­შა­ნი თქვენ­გან ელის ისეთ კოც­ნას, რო­მე­ლიც აქამ­დე არ გა­მო­უც­დია. ნუ შე­შინ­დე­ბით, მაგ­რამ უნდა გი­თხრათ, ტყუ­პი ის ნი­შა­ნია, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდო­ბა­ში­ვე ას­წრებს ყვე­ლაფ­რის და­გე­მოვ­ნე­ბას და ნამ­დვი­ლად გა­გი­ჭირ­დე­ბათ მისი დაბ­ნე­ვა. მოს­წონთ, როცა კოც­ნის პრო­ცეს­ში პარტნი­ო­რი იღი­მე­ბა, რად­გან ხვდე­ბა, რომ ის ბედ­ნი­ე­რია.

    4. არა­ფე­რი ათ­ბობს კირჩხი­ბის ისე, რო­გორც კოც­ნა - სხე­უ­ლის ყვე­ლა უჯრედს მო­ი­ცავს ხოლ­მე, მერე კი სულს ედე­ბა. თუ გინ­დათ, რომ კირჩხიბ­მა ვე­ღა­რა­ფერ­ზე იფიქ­როს თქვე­ნი ამ­ბო­რის გარ­და, ჯერ ლა­მა­ზი სი­ტყვე­ბით და­ახ­ვი­ეთ თავ­ბრუ და რო­მან­ტი­კუ­ლი ფილ­მის გმი­რად აქ­ცი­ეთ - წა­იყ­ვა­ნეთ სა­ნა­პი­რო­ზე ან მან­ქა­ნით ღია კი­ნო­თე­ატ­რში ფილ­მის სა­ყუ­რებ­ლად და­პა­ტი­ჟეთ, თუ ხარ­ჯე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად შეკ­ვე­ცა გა­წყობთ, შე­გიძ­ლი­ათ სა­ხუ­რავ­ზე აიყ­ვა­ნოთ და მას­თან ერ­თთად და­ით­ვა­ლოთ ვარ­სკვლა­ვე­ბი. მხო­ლოდ შე­სა­ბა­მი­სი გან­წყო­ბის შექ­მნის შემ­დეგ გა­და­ი­ხა­რეთ კირჩხი­ბის­კენ სა­კოც­ნე­ლად, სხვა შე­თხვე­ვა­ში სი­ლას გა­გაწ­ნით, შემ­დეგ კი, შე­საძ­ლოა, აღარ მო­ინ­დო­მოს თქვენ­თან სა­უ­ბა­რი.

    5. ლომს ისე უნდა აკო­ცოთ, თით­ქოს სამ­ყა­როს ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი შოუს ვარ­სკვლა­ვი ხართ და გა­და­ცე­მის რე­ი­ტინ­გი ამ კოც­ნა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი! იყა­ვით თა­ვა­წყვე­ტი­ლი, და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი, არ მო­გე­რი­დოთ და წელ­ზე შე­მო­ახ­ტით ან მსუ­ბუ­ქად კე­დელს მი­ა­ჯა­ხეთ. ბევრ ლომს ვამ­პი­რუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ფან­ტა­ზი­ე­ბი აქვს, ამი­ტომ შე­გიძ­ლი­ათ კი­სერ­შიც უკბი­ნოთ და ტუ­ჩებ­ზეც.

    6. ას­ტრო­ლო­გე­ბი ხუმ­რო­ბენ, რომ და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე, ჯერ ქალ­წუ­ლის კოც­ნა გინ­დე­ბა და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ - გაც­ნო­ბა. ქალ­წულ­მა ზუს­ტად იცის რო­გორ კოც­ნა­საც იმ­სა­ხუ­რებს. შე­ე­ცა­დეთ, თქვე­ნი ამ­ბო­რი სვე­ლი არ იყოს. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ სცა­დოთ ენით კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა, ქალ­წულს მსგავ­სი რამ ზი­ზღს მოჰ­გვრის. ძა­ლი­ან არ ააჩ­ქა­როთ, თო­რემ სას­წრა­ფოდ ტუ­ჩებს მო­გა­შო­რებთ, მაგ­რამ ნურც ზედ­მე­ტად ნელი იქ­ნე­ბით - ჩათ­ვლის, რომ ვნე­ბა გაკ­ლი­ათ. შე­იძ­ლე­ბა ჩათ­ვა­ლოთ, რომ ამ­დე­ნი წვა­ლე­ბა არ ღირს ქალ­წუ­ლის და­სა­უფ­ლებ­ლად, მაგ­რამ ცდე­ბით. თუ ამ ნიშ­ნის ადა­მი­ანს კოც­ნა­ში შე­ე­წყო­ბით, ის ამა­ღელ­ვე­ბელ შეგ­რძნე­ბებ­ში ჩა­გით­რევთ.

    7. ყო­ვე­ლი კოც­ნი­სას სას­წო­რი გაგ­რძნო­ბი­ნებთ, თით­ქოს ზღა­პარ­ში ამოჰ­ყა­ვით თავი და თქვე­ნი ე.წ. ბედ­ნი­ე­რი და­სას­რუ­ლიც ახ­ლოს არის. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში ეამ­ბო­როთ მშრა­ლად და მო­რი­დე­ბით, პი­რი­ქით, მის ტუ­ჩებს ფრან­გუ­ლად და­ე­უფ­ლეთ - არ მო­გე­რი­დოთ ენის გა­მო­ყე­ნე­ბა. აკო­ცეთ ხში­რად და დიდ­ხანს.

    8. მო­რე­ლი ის ნი­შა­ნია, რო­მე­ლიც კოც­ნის შემ­დეგ კვალს აუ­ცი­ლებ­ლად ტო­ვებს - შე­იძ­ლე­ბა ტუჩ­ზე სის­ხლჩაქ­ცე­ვაც კი აღ­მო­ა­ჩი­ნოთ. მო­რი­ელს უნდა აკო­ცოთ ისე ღრმად, რომ თქვე­ნი სუ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს შე­ე­ხოს. მას უნდა და­ა­ცხრეთ უეც­რად და ყველ­გან - სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ად­გი­ლე­ბით და­წყე­ბუ­ლი ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლი სა­დარ­ბა­ზო­თი დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ე.წ. ადა­მი­ა­ნი ობო­ბას კოც­ნა (გა­იხ­სე­ნეთ კად­რი, რო­დე­საც ფილმში პი­ტერ პარ­კე­რი შე­ნო­ბი­დან თავ­და­ყი­რა ეშ­ვე­ბა, მერი-ჯე­ი­ნი კი ნა­ხევ­რად მაღ­ლა უწევს ნი­ღაბს და წვი­მა­ში კოც­ნი­ან ერ­თმა­ნეთს) სწო­რედ ის არის, რაც გჭირ­დე­ბათ!

    9. მშვილ­დო­სა­ნი მა­ში­ნაც კი ჩაგ­კოც­ნით, როცა თქვენ­და­მი არა­ფერს გრძნობს. ამ შემ­თხვე­ვა­ში მისი კოც­ნა სწრა­ფი და მთელ სა­ხე­ზე მი­მო­ფან­ტუ­ლია - ზოგ­ჯერ ცხვი­რი, ზოგ­ჯერ შუბ­ლი, ტუჩი ან ნი­კა­პი. ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის კოც­ნით და­სა­კუთ­რე­ბა ძა­ლი­ან გა­გი­ჭირ­დე­ბათ. და­იხ­მა­რეთ იუ­მო­რი, რად­გან მშვილ­დო­სანს სი­ცი­ლი უყ­ვარს. თუ გა­და­წყვი­ტავთ, რომ ინი­ცი­ა­ტო­რი გახ­დეთ, ეამ­ბო­რეთ ისე, თით­ქოს თავ­გა­და­სა­ვალ­ში შე­ტყუ­ე­ბას უპი­რებთ. მთა­ვა­რია, კოც­ნის პრო­ცე­სი არ მო­ბეზ­რდეს, ამი­ტომ ძა­ლი­ა­ნაც ნუ გა­წე­ლავთ.

    10. თხის რქა ად­ვი­ლად არ დაგ­თან­ხმდე­ბათ კოც­ნა­ზე, მაგ­რამ მყა­რად იდე­ქით. ის, რაც რთუ­ლი მი­საღ­წე­ვია, სა­ბო­ლო­ოდ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ტკბი­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნო აღ­მოჩ­ნდე­ბა ხოლ­მე. თუმ­ცა, სი­სუ­ლე­ლეა მის­გან რო­მან­ტი­კუ­ლი სა­ხის კოც­ნას ელო­დოთ ან თა­ვად - შეს­თა­ვა­ზოთ, რად­გან სენ­ტი­მენ­ტე­ბი მის­თვის მე­ო­რე­ხა­როს­ხო­ვა­ნია. სა­მა­გი­ე­როდ, თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­ე­ცით ვნე­ბას. თა­ვი­დან მისი პა­სი­უ­რო­ბა და თქვე­ნი აქ­ტი­უ­რო­ბა, უხერ­ხულ­შიც კი ჩა­გა­ყე­ნებთ, მაგ­რამ რო­გორც კი ბა­რი­ერს გა­და­ლა­ხავს და თქვენს "მარ­წუ­ხებ­ში" აღ­მოჩ­ნდე­ბა, ვნე­ბი­ან პარტნი­ო­რად გა­და­იქ­ცე­ვა და თქვენ­გან წას­ვლა აღარ მო­უნ­დე­ბა.

    11. მერ­წყუ­ლე­ბი უც­ნა­უ­რე­ბი არი­ან და კოც­ნაც უც­ნა­უ­რი იცი­ან. მათ უნდა ეამ­ბო­როთ ისე, თით­ქოს სამ­ყა­როს და­სას­რუ­ლი გი­ახ­ლოვ­დე­ბათ და სხვა შან­სი აღარ მო­გე­ცე­მათ. ასე­ვე, კოც­ნა­ში კრე­ა­ტი­უ­ლო­ბა უნდა ჩარ­თოთ, მა­გა­ლი­თად, და­უს­ვა­როთ ტუ­ჩე­ბი შო­კო­ლა­დით და ამის შემ­დეგ და­ა­ცხრეთ. ნუ აკო­ცებთ მა­შინ, როცა ცუდ გუ­ნე­ბა­ზეა.

    12. თევ­ზებს შე­უძ­ლი­ათ უბ­რა­ლოდ კი არ გა­კო­ცონ, გა­დაგყლა­პონ! თქვენ­გა­ნაც იმა­ვეს მო­ე­ლი­ან, ასე რომ აკო­ცეთ დიდ­ხანს - კოც­ნის გა­რე­შე სან­ტი­მეტ­რიც კი არ და­ტო­ვოთ მის სა­ხე­სა და კი­სერ­ზე. თევ­ზებ­მა უნდა იგ­რძნონ, რომ მისი ამ­ბო­რი­სას თქვე­ნი ფიქ­რი სხვა­გან არ და­ფარ­ფა­ტებს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ძა­ლი­ან გულ­და­წყვე­ტი­ლე­ბი დარ­ჩე­ბი­ან.
    წყარო: ambebi.ge
    72 ნახვა
    14-02-2020, 00:19