X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
როგორ უტყდებიან სიყვარულში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
  • როგორ უტყდებიან სიყვარულში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

    სულ მალე წმინდა ვალენტინის დღეა. ამიტომ თავი მოვუყარეთ ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელ სიყვარულის ახსნის მეთოდს. გაითვალისწინე, თუ ამ ფრაზას გაიგებ შენი პარტნიორისგან, იცოდე: ეს ის არის!

    თხის რქა
    „საერთოდ წერილებს კითხულობ? ერთი კვირის წინ მოგწერე, რომ ხვალ გადაზიდვის სერვისიდან დავიბარე მუშები. ნივთებს რომ მოუყრი თავს - კატის ჯამი გადააგდე, ახალი ვიყიდე. რას ნიშნავს, სად გადადიხარ? რა თქმა უნდა, ჩემთან!“

    მერწყული
    „ნინიი! ეს მე ვარ, მარიი! გესმის? კი, ვიცი, რომ შუაღამის სამი საათია. განყოფილებაში გადამიყვანეს. მინდოდა მეთქვა, რომ
    ვიღაც დამპლებმა პოლიცია გამოიძახეს. ეს არ იყო ხმაური, უბრალოდ სერენადას ვუმღეროდი. მანდ სანაგვეში ყვავილების თაიგული მოისროლეს, წადი, წამოიღე.“

    თევზები
    „გიყვარვარ? მართლა გიყვარვარ? არ მატყუებ? სერიოზულად? და ყოველთვის ჩემს გვერდით იქნები? სულ ყოველთვის? და თუ ერთხელაც... ასეც ვიცოდი, შემეშვი რაა!

    ვერძი
    „მე გიყვირი? მე საერთოდ არ გიყვირი, ზოგადად რომ იცოდე! რას ჰქვია, ახლაც იმავეს ვშვრები? კარგი, მაპატიე, არასწორი ვიყავი.“

    კურო
    „მიირთვი უკვე? წამლის დალევა ხომ არ დაგავიწყდა? ფეხები გაგეყინება, მოდი, წინდებს მოგიტან. ნამდვილად მიირთვი?“

    ტყუპები
    „არა, ის არ მომწონს, მე შენ მომწონხარ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა გგონია, აქ ვიქნებოდი?“

    კირჩხიბი
    „საქმე იმაშია, რომ მარტო ყოფნაც მიყვარს ზოგადად, მაგრამ თუკი ძალიან გინდა... შეჩერდი! ღამით მარტო როგორ წახვალ, მეც მოვდივარ! ქუდი დაიფარე!“

    ლომი
    „რაზე ფიქრობ? რას ჰქვია, რატომ გეკითხები? მაინტერესებს.“

    ქალწული
    „დედაშენი? რა თქმა უნდა, მოვიდეს, ძალიან მიხარია მისი მოსვლა.“

    სასწორი
    „კარგი საკმარისია, თუკი ამის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია, მაშინ გეტყვი: მე შენ მიყვარხარ. კმაყოფილი ხარ?!“

    მორიელი
    „ვოუ, კაი, დამშვიდდი, სულაც არ მჭირდება ჩემ გამო სისულელეების ჩადენა.“

    მშვილდოსანი
    „იცი, რა მინდოდა მეთქვა... ის მინდოდა მეთქვა... ნუ, როგორც ამბობენ. მოკლედ, გამომყევი ცოლად.“



    წყარო: marao.ge
    77 ნახვა
    12-02-2020, 23:59