X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
როგორ უნდა განიტვირთონ ზოდიაქოს ნიშნები
  • როგორ უნდა განიტვირთონ ზოდიაქოს ნიშნები

    ყველა ჩვენგანს გვაქვს ჩვენი მეთოდი, თუ როგორ უნდა განვიტვირთოთ. ჩვენ შევადგინეთ საუკეთესო რჩევები ასტროლოგებისა, თუ რა უნდა გააკეთოთ, როცა ძალიან დაიღლებით.

    ვერძი
    რომელი სპორტია შენი შესაფერისი: შეჯიბრება, სპორტის ყველა სახეობა, სადაც კი შეიძლება შეეჯიბრო სხვას.
    როგორ მოუწყო საკუთარ თავს «გადატვირთვა»: ვოლონტიორობა. შენ ხარ თბილი გულის ადამიანი და სხვების დახმარება უანგაროდ თავს კარგად გაგრძნობინებს.
    თუ გსურს უფრო მძაფრი შეგრძნებები: ამერიკული მთები და გასართობი პარკი; შიშის ოთახი, სადაც რეალურად საშიშია.
    აკრძალული სიამოვნება: მთელი დღე ლოგინში, არაფერი დაშავდება
    ამით.

    კურო
    რომელი სპორტია შენი შესაფერისი: მძიმე წონითი ვარჯიშები. შენი ტოტემური ცხოველი არის ხარი. ბუნებით ხარ ძლიერი და ყველაზე კარგია ვარჯიში, სიმძიმეების ზიდვა.
    როგორ მოუწყო საკუთარ თავს «გადატვირთვა: შენ გმართავს ვენერა, სიამოვნებისა და ვნების ქალღმერთი...
    თუ გსურს უფრო მძაფრი შეგრძნებები: შოპინგი. შენ ძალიან გიყვარს ფულის დახარჯვა. ასე რომ, წინ!
    აკრძალული სიამოვნება: საჭმელი, რომელსაც მოგიტანენ სახლში.

    ტყუპები
    რომელი სპორტი მოგიხდება: იოგა. საკმაოდ ხშირად ნერვიულობ, ამიტომ იოგა დაგამშვიდებს.
    როგორ მოიწყო «გადატვირთვა»: მწერლობა. შენთვის აუცილებელია, სადღაც გადმოვიდეს შენი ფიქრები.
    თუ გსურს უფრო მძაფრი შეგრძნება: მოგზაურობა, ახალი კულტურის შეცნობა, ახალი ადამიანების გაცნობა.
    აკრძალული სიამოვნება: ფლირტი. არანირი ვალდებულება და სერიოზული ურთიერთობა.

    კირჩხიბი
    რომელი სპორტი მოგიხდება: ღამის ცურვა. შენ გმართავს მთვარე და ღამე ცურვა ეს ისაა, რაც ძალიან გჭირდება და აგავსებს ენერგიით.
    როგორ მოვიწყოთ «გადატვირთვა»: ფსიქოთერაპია. შენ ხარ ემპათიური და თავდაჯერებული, სხვები ხშირად გიმხელენ თავიანთ საიდუმლოებებს. დროა, შენც გაუზიარო შენი სხვას.
    თუ გსურს უფრო მძაფრი შეგრძნება: მთელი დღე სპა-სალონში, მასაჟი, სურნელოვანი ზეთები.
    აკრძალული სიამოვნება: სევდიანი სერიალები. შეგიძლია იტირო კიდეც.

    ლომი
    რომელი სპორტი მოგიხდება: ინტერვალური ვარჯიშები, აერობიკა, ფიტნესი. ისეთი დატვირთვის, რომ სხვა არაფერზე იფიქრო და რეალურად გათიშო ტვინი.
    როგორ მოიწყო «გადატვირთვა»: სიმღერა. თუ სმენა არ გაქვს, იმღერე მარტო.
    თუ გინდა მეტი შეგრძნებები: მოაწყვე წვეულება. დაპატიჟე ყველა, ვისაც იცნობ.
    აკრძალული სიამოვნება: თმები. არავინ იცის, რამდენ ფულს ხარჯავ თმის მოვლაზე. მოიწყვე სილამაზის დღე.

    ქალწული
    რომელი სპორტი მოგიხდება: ჩოგბურთი. ელეგანტური და ბევრი მოძრაობით. აბა, რა სჯობს ამას?
    როგორ მოიწყო «გადატვირთვა»: სახლის გენერალური დალაგება. დალაგებულ სახლში ფიქრებიც ლაგდებიან.
    თუ გინდა მეტი შეგრძნებები: ქვესტი. ისეთი სირთულის, სადაც საჭიროა დაკეტილი ოთახიდან ერთ საათში დააღწიო თავი.
    აკრძალული სიამოვნება: ჭორები. მერკურის მმართველობის ქვეშ მყოფთ ძალიან უყვართ წაჭორავება. მთავარია, ძალიან არ გაუტიო.

    სასწორი
    რომელი სპორტი შეგეფერება: ცეკვები. სატრენაჟორო დარბაზი არ არის საშენო. შენ გჭირდება, რომ ყველაფერი იყოს ლამაზად.
    როგორი «გადატვირთვა» მოიწყო: მედიტაცია.
    თუ გინდა მეტი შეგრძნებები: საკუთარ თავთან ვახშამი, ძვირფას რესტორანში. უცნაურია, მაგრამ საჭიროა. გახსოვდეს, მხოლოდ შენ და შენ.
    აკრძალული სიამოვნება: მთელი დღე არაფრის კეთება.

    მორიელი
    რომელი სპორტი შეგეფერება: კრივი. შენ გჭირდება ვინმეზე გადმოაფრქვიო შენი სიბრაზე, ის გაბრაზება, რომელიც ახლა გხრავს. კრივი საუკეთესო გამოსავალია.
    როგორ მოვიწყოთ გადატვირთვა: კითხვა. კრივის მერე ძალიან კარგია წიგნის კითხვა.
    თუ გსურს უფრო მძაფრი შეგრძნებები: სექსი. სექსი — ყველაფრის წამალია.
    აკრძალული სიამოვნება: სოციალურ ქსელებში მეტად გააქტიურება.

    მშვილდოსანი
    რომელი სპორტი შეგეფერება: ველოტრეკი. შენში იმდენი ენერგიაა, საჭიროა მათი გვარიანად გამოხარჯვა.
    როგორ მოვაწყოთ «გადატვირთვა»: გასეირნება. სადმე სკვერში, გამწვანებულ პარკში. იქ, სადაც ბევრი ხეა და ბუნებასთან ახლოს იგრძნობ თავს.
    თუ გსურს უფრო მძაფრი შეგრძნება: ცხენით ჯირითი.
    აკრძალული სიამოვნება: კლუბში გართობა. სასმელი და ბევრი ცეკვა.

    თხის რქა
    რომელი სპორტი შეგეფერება: სირბილი. გაექეცი ყველა პრობლემას, ირბინე ბევრი.
    როგორ მოვაწყოთ «გადატვირთვა»: გაანებივრე საკუთარი თავი, მასაჟი, სახის გაწმენდა.
    თუ გსურს უფრო მძაფრი შეგრძნება: იყიდე რამე ძალიან დიდი: მანქანა, ცხენი, დიდი სათამაშო.
    აკრძალული სიამოვნება: ჩაუჯექი ყველა ფილმს, რომელიც გაინტერესებდა.

    მერწყული
    რომელი სპორტი შეგეფერება: პილატესი. გაწელვა და ძალა, ეს ის არის, რაც ახლა გჭირდება.
    როგორ მოვაწყოთ «გადატვირთვა»: დეტოქსი. გამორთე ტელეფონი, კომპიუტერი და წაიკითხე წიგნები, ან უბრალოდ, ხატე.
    თუ გინდა უფრო მეტი შეგრძნება: უყურე ვარსკვლავებს.
    აკრძალული სიამოვნება: თამაში. როდის ითამაშე ფერმა ან Sims?

    თევზები
    რომელი სპორტი შეგეფერება: სინქრონული ცურვა შენი სიმბოლოა. ან აკვააერობიკა.
    როგორ მოვიწყოთ «გადატვირთვა»: გაშალე ტაროს კარტი, გადაიკითხე ჰოროსკოპები.
    თუ გინდა უფრო მძაფრი შეგრძნება: პიკნიკი. შეიძლება ამწუთას ვერა, მაგრამ აუცილებლად გადი ქალაქგარეთ.
    აკრძალული სიამოვნება: მთელი დღე დივანზე წოლა.

    თათა შენგელია
    წყარო: marao.ge
    51 ნახვა
    12-02-2020, 23:54