X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
როცა კაცი ამას ავლენს, თავქუდმოგლეჯილი გაიქეცით მისგან - მიუტევებელი შეცდომები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
  • როცა კაცი ამას ავლენს, თავქუდმოგლეჯილი გაიქეცით მისგან - მიუტევებელი შეცდომები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

    იმის შემ­დეგ, რაც ას­ჯერ მა­ინც გაგ­ვაბ­რა­ზე­ბენ და გვა­წყე­ნი­ნე­ბენ, სა­კუ­თარ თავს ვე­კი­თხე­ბით, იმ­სა­ხუ­რებს კი­დევ ერთ შანსს? საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს ვპა­ტი­ობთ არა იმი­ტომ, რომ იმ­სა­ხუ­რებს, არა­მედ იმი­ტომ, რომ გვიყ­ვარს. გთა­ვა­ზობთ იმ და­ნა­შა­ულ­თა ჩა­მო­ნათ­ვალს, რო­მელ­ზეც თვა­ლის და­ხუჭ­ვა შე­იძ­ლე­ბა, ასე­ვე - იმ შეც­დო­მა­თა სიას, რო­მე­ლიც არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში უნდა მი­უ­ტე­ვოთ.

    მშვილ­დო­სანს უნდა აპა­ტი­ოთ თუ შე­ნიშ­ნავთ, რომ თქვენს ტყავ­ში შე­მოძ­რო­მას ცდი­ლობს, თქვენს ად­გი­ლას აყე­ნებს თავს და თქვე­ნი თვა­ლით აკ­ვირ­დე­ბა თა­ვის საქ­ცი­ე­ლებს. ეს ძა­ლი­ან და­სა­ფა­სე­ბე­ლია, რად­გან ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ კა­ცებს, ჩვე­უ­ლებ­რივ, სხვე­ბის გრძნო­ბე­ბი ოდ­ნა­ვაც არ აინ­ტე­რე­სებთ და არც მათი სამ­რეკ­ლო­დან ზა­რის და­რეკ­ვით იწუ­ხე­ბენ თავს. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში აპა­ტი­ოთ თქვე­ნი კა­რი­ე­რი­სად­მი შური და წინსვლის­თვის ხე­ლის შეშ­ლის სურ­ვი­ლი, რად­გან თა­ვად ყო­ველ­თვის წარ­მა­ტე­ბას აირ­ჩევს და არა სიყ­ვა­რულს.

    თევ­ზებს აპა­ტი­ეთ თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შე­გარ­ცხვი­ნეს ან სა­ხალ­ხოდ ჩხუ­ბი აგი­ტე­ხეს, მაგ­რამ არას­დროს მი­უ­ტე­ვოთ თქვე­ნი გა­სა­ჭირ­ში მი­ტო­ვე­ბა. თევ­ზებ­მა შე­საძ­ლოა ემო­ცი­ე­ბი ვერ და­ი­მორ­ჩი­ლონ, მაგ­რამ თქვე­ნი გუ­ლის­თვის პრობ­ლე­მე­ბის ში­შის დაძ­ლე­ვა უნდა შე­ეძ­ლონ!

    მერ­წყულს აპა­ტი­ეთ თუკი ის დაბ­ნე­უ­ლია და საქ­მეს თავს ვერ აბამს, მაგ­რამ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში მი­უ­ტე­ვოთ თქვე­ნი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბის სხვე­ბის­თვის გან­დო­ბა.

    ლომს აპა­ტი­ეთ თუ შე­უ­რა­ცხყო­ფას მო­გა­ყე­ნებთ ან მის­და­უ­ნე­ბუ­რად თქვენს თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბას შე­ლა­ხავს, მაგ­რამ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში შე­უ­რიგ­დეთ თუ გა­ტყუ­ებთ ხოლ­მე.

    ვერძს ნუ მოს­თხოვთ პა­სუხს წარ­სუ­ლის ცოდ­ვებ­ზე, მაგ­რამ არ აპა­ტი­ოთ თუ მისი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის სი­ა­ში პირ­ვე­ლი არას­დროს ხართ.

    მო­რი­ელს აპა­ტი­ეთ თუ ნერ­ვებს ხში­რად გიშ­ლით, მაგ­რამ და­ი­ვი­წყეთ ეს კაცი, თუ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბი­სა და გო­ნე­ბის მარ­თვას ცდი­ლობს.

    კირჩხიბს აპა­ტი­ეთ თუ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლია, ად­ვი­ლად ფეთ­ქდე­ბა და ზოგ­ჯერ სი­სუ­ლე­ლე­ებ­ზე გე­ჩხუ­ბე­ბათ, მაგ­რამ არ გა­ჩერ­დეთ ამ ნიშ­ნის გვერ­დით, თუ თქვენს შეც­ვლას ცდი­ლობს, არ მოს­წონს თქვე­ნი სტი­ლი, სა­უ­ბა­რი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თავ­და­ჭე­რა, მა­ნე­რე­ბი და ა.შ.

    თხის რქას აპა­ტი­ეთ, რომ ყვე­ლა­სა და ყვე­ლა­ფერ­ზე ეჭ­ვი­ა­ნობს, მაგ­რამ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში შე­უ­რიგ­დეთ თუ ლან­ძღავს თქვენ­თვის ძვირ­ფას ადა­მი­ა­ნებს ან ცდი­ლობს ფუ­ლით მო­გის­ყი­დოთ.

    სას­წორს აპა­ტი­ეთ, რომ ინ­ტე­რესს არ იჩენს თქვე­ნი ჰო­ბის ან სამ­სა­ხუ­რის მი­მართ, მაგ­რამ მის­კენ არას­დროს მიბ­რუნ­დეთ, თუ აზ­რით მა­ინც გღა­ლა­ტობთ.

    ტყუპს აპა­ტი­ეთ თუ ზედ­მე­ტად ცდი­ლო­ბენ თქვენს დაც­ვას, მაგ­რამ არ მი­უ­ტე­ვოთ, თუ შეგ­ნე­ბუ­ლად გა­ეჭ­ვი­ა­ნებთ.

    კუ­როს აპა­ტი­ეთ, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­რი­ღე­ბი ავი­წყდე­ბა, მათ შო­რის თქვე­ნი იუ­ბი­ლე, მაგ­რამ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში და­ხუ­ჭოთ თვა­ლი მის სი­ცი­ვე­სა და უყუ­რა­დღე­ბო­ბა­ზე.

    ქალ­წულს აპა­ტი­ეთ, რომ თა­ვის ცხოვ­რე­ბა­შია ჩაფ­ლუ­ლი, მაგ­რამ ნუ მი­უ­ტე­ვებთ თქვენ­და­მი ცი­ნიზმსა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თქვენს აბუ­ჩად აგ­დე­ბას.
    წყარო: ambebi.ge
    84 ნახვა
    11-02-2020, 23:28