X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნისთვის - "შეიცავლეთ იმიჯი, მეტად იაქტიურეთ..."
  • თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნისთვის - "შეიცავლეთ იმიჯი, მეტად იაქტიურეთ..."

    დაკ­ვირ­ვე­ბა გმარ­თებთ დე­ტა­ლე­ბი­სად­მი. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ თე­ბერ­ვალ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა. შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით, შინ ახა­ლი იდე­ე­ბი­თა და სა­ინ­ტე­რეს ნაც­ნო­ბო­ბით და­ხუნძლუ­ლი დაბ­რუნ­დე­ბით. თუ სა­ზღვარ­გა­რეთ გამ­გზავ­რე­ბას ვერ ახერ­ხებთ, უახ­ლო­ეს რე­გი­ონს მა­ინც ეს­ტუმ­რეთ. შინ დარ­ჩე­ნა თუ გსურ, ხში­რად მი­ი­პა­ტი­ჟეთ მე­გობ­რე­ბი.

    ოპ­ტი­მის­ტუ­რად ხართ გან­წყო­ბი­ლი და თე­ბერ­ვა­ლი კარ­გი გან­წყო­ბით და­გა­მახ­სოვ­რებთ თავს. გახ­შირ­დე­ბა მე­გობ­რებ­თან შეხ­ვედ­რე­ბი, სა­ინ­ტე­რე­სო სა­ღა­მო­ე­ბის მო­წყო­ბა. სა­სურ­ვე­ლია, ხში­რად გახ­ვი­დეთ ბუ­ნე­ბა­ში. გა­რე­მოს ხში­რი შეც­ვლა სა­სარ­გებ­ლოა თქვენ­თვის.

    მო­ე­რი­დეთ და­პი­რის­პი­რე­ბას ასა­კით უფ­როს ადა­მი­ა­ნებ­თან. გან­სა­კუთ­რე­ბით, ნა­თე­სა­ვებ­თან, თუ მათი აზრი თქვენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, მშვი­დად აუხ­სე­ნით სი­ტუ­ა­ცია, ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­კვე­ვა და და­ძაბ­ვა სი­კე­თეს არ მო­გი­ტანთ.

    სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი
    და­ქორ­წი­ნე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო თვეა. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ეს თქვე­ნი მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბაა. თუ თქვე­ნი გული თა­ვი­სუ­ფა­ლია, მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს მე­ტად და­აკ­ვირ­დით სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს. ზო­გი­ერ­თი სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ა­ბამს რო­მანს უცხო­ელ­თან. ნაც­ნო­ბო­ბის­თვის კარ­გი ად­გი­ლე­ბია, საკ­ველ­მოქ­მე­დო წვე­უ­ლე­ბა, კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი და ლექ­ცი­ე­ბი. იმი­სათ­ვის, რომ სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცი­ოთ, შე­ი­ცავ­ლეთ იმი­ჯი, მე­ტად იაქ­ტი­უ­რეთ. სხვა­თა შო­რის, კო­ლე­გებ­თან და დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლებ­თა­ნაც შეძ­ლებთ რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გაბ­მას.

    კარ­გად წა­რი­მარ­თე­ბა თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ვერ­ძებ­თან. რო­მა­ნი ელ­ვი­სე­ბუ­რად გან­ვი­თარ­დე­ბა. ერ­თად ვნე­ბის ცე­ცხლს და­ან­თებთ. სა­სურ­ვე­ლია, გარ­შე­მო მყო­ფე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ხში­რად გა­ა­ნე­ბივ­როთ კომ­პლი­მენ­ტე­ბით. მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც კი შე­იძ­ლე­ბა მარ­ტი­ვად გა­და­ი­ზარ­დოს რო­მან­ტი­კულ­ში. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი მშვილ­დოს­ნე­ბი ერ­თად და ხში­რად და­ეს­წა­რით კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს.

    სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნან­სე­ბი
    თე­ბერ­ვალ­ში ხში­რად უნდა და­ეს­წროთ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კურ­სებს. უარი არ თქვათ სა­ზღვარ­გა­რეთ სტა­ჟი­რე­ბა­ზე. ზო­გი­ერთს უცხო­ურ კომ­პა­ნი­ა­ში შეს­თა­ვა­ზე­ბენ მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბას. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ პი­რა­დი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გა­ქი­რა­ვე­ბა. მო­ე­რი­დეთ ურ­თი­ერ­თო­ბის და­ძაბ­ვას თევ­ზებ­თან, არ გა­ე­ბათ მათ მიერ გო­ნივ­რუ­ლად და­გე­ბულ ავან­ტი­უ­რა­ში.

    კარ­გი მუ­შა­ო­ბით ავ­ტო­რი­ტეტს მო­ი­პო­ვებთ კო­ლე­გებ­ში. იყა­ვით ლი­დე­რი, ამის ენერ­გია ნამ­დვი­ლად გაქვთ. აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­მო­წე­რეთ მიზ­ნე­ბის სია და იმოქ­მე­დეთ მათ გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    ენერ­გი­უ­ლად აქ­ტი­უ­რი ხართ, მაგ­რამ სა­კუ­თარ თავ­ზე ზედ­მეტ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას ნუ აი­ღებთ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, თვის ბო­ლოს მე­დი­კა­მენ­ტე­ბით მო­სა­სუ­ლი­ე­რე­ბე­ლი გახ­დე­ბით. და­აკ­ვირ­დით კუჭ-ნაწ­ლა­ვის მუ­შა­ო­ბას, არ გა­ა­ღი­ზი­ა­ნოთ და არ გატ­ვირ­თოთ იგი. მო­ე­რი­დეთ შემ­წვარს, შე­ბო­ლილს, ფასტ-ფუ­დებ­სა და ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბის ჭა­მას. ნუ ისა­დი­ლებთ სა­ეჭ­ვო კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ში.

    თვის ბო­ლოს ისე­თი გან­წყო­ბა გექ­ნე­ბათ, რო­გო­რი ხალ­ხიც იქ­ნე­ბა თქვენ გარ­შე­მო. მო­ე­რი­დეთ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბულ, უსი­ა­მოვ­ნო, აგ­რე­სი­ულ და პე­სი­მისტ ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქტს.

    თე­ბერ­ვლის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 2, 9, 14, 17.
    წყარი: ambebi.ge/astrology
    41 ნახვა
    10-02-2020, 00:06