X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბისთვის - "დაივიწყეთ ყველა შიში, წარმატება თქვენს მხარესაა"
  • თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბისთვის - "დაივიწყეთ ყველა შიში, წარმატება თქვენს მხარესაა"

    თვის მთა­ვა­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა თვით­გან­ვით­რე­ბა და თვითსრულ­ყო­ფაა. მხო­ლოდ წინ იყუ­რეთ და იყა­ვით მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი, რომ რა­საც ჩა­ი­ფიქ­რებთ, ყვე­ლა­ფე­რი აგის­რულ­დე­ბათ. და­ი­კა­ვეთ თქვე­ნი კუთ­ვნი­ლი ად­გი­ლი მზის ქვეშ და და­ი­ვი­წყეთ ყვე­ლა შიში. წარ­მა­ტე­ბა თქვენს მხა­რე­საა და ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ პა­ტა­რა ადა­მი­ა­ნე­ბის, რომ­ლე­ბიც გირ­ჩე­ვენ, უარი თქვათ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, წარ­მა­ტე­ბა­ზე.

    მის­ტი­კით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ნიშ­ნებს სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნე­ბის წა­კი­თხვა და ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბა ელით. ეცა­დეთ, და­უ­ახ­ლოვ­დეთ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც ნამ­დვი­ლი ცოდ­ნა აქვს და ვინც და­გეხ­მა­რე­ბათ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა­ში.

    თე­ბერ­ვა­ლი შეხ­ვედ­რე­ბი­სა და ნაც­ნო­ბო­ბის თვეა. გა­მო­ნა­ხეთ დრო ეწ­ვი­ეთ მუ­ზე­უ­მებს, კი­ნო­სა და სპექ­ტაკ­ლებს. თვალ­სა­წი­ე­რის გა­ფარ­თო­ე­ბა­ში თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქოს მე­გობ­რე­ბი და­გეხ­მა­რე­ბი­ან. თუ მხი­ა­რულ წვე­უ­ლე­ბა­ზე დაგ­პა­ტი­ჟე­ბენ, უარი არ თქვათ.

    თუ თა­ვი­სუ­ფა­ლი თან­ხა გაქვთ, სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ემ­გზავ­რეთ. ზო­გი­ერ­თი სა­კუ­თარ თავ­ში ახალ ნიჭს, შე­საძ­ლებ­ლო­ბას აღ­მო­ა­ჩენს. ნუ და­ხუ­ჭავთ თვა­ლებს სამ­სა­ხურ­ში და სახ­ლში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე. დახ­მა­რე­ბის­თვის მი­მარ­თეთ ოჯა­ხის წევ­რებს, ნა­თე­სა­ვებს, რომ­ლებ­საც ენ­დო­ბით.

    სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი
    ამ თვე­ში გარ­და­სახ­ვა­სა და იმი­ჯის შეც­ვლა­ში ფულს ნუ და­ი­ნა­ნებთ. ჩა­ი­ტა­რეთ სპა-პრო­ცე­დუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვებთ. თე­ბერ­ვა­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ის კარ­გი თვეა. ხში­რად გა­მოჩ­ნდით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. გა­ი­ცა­ნით სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბი. და­ეს­წა­რით კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს.

    გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან. იყა­ვით მის მი­მართ გუ­ლუხ­ვი, ხში­რად გა­ა­ნე­ბივ­რეთ სა­ჩუქ­რე­ბით. ერ­თად გა­ა­ტა­რეთ უქ­მე­ე­ბი. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბი­სას და­ი­ცა­ვით თავი სტრე­სი­სა და ნე­გა­ტი­ვის­გან. უფრთხილ­დით სა­კუ­თარ მავ­ნე ფიქ­რებს.

    სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის გამო ნუ იკა­მა­თებთ მე­უღ­ლეს­თან. უმ­ჯო­ბე­სია, ყვე­ლა­ფე­რი მე­გობ­რუ­ლად და შე­თან­ხმე­ბით მო­აგ­ვა­როთ. გან­სა­კუთ­რე­ბით ეს ეხე­ბათ მან­დი­ლოს­ნებს, რომ­ლებ­მაც ბედი და­უ­კავ­ში­რეს მო­რი­ელს, მშვილ­დო­სან­სა და თხის რქა. სიმ­შვი­დე და­ი­სად­გუ­რებს იმ კირჩხი­ბე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში, ვი­საც იღ­ბალ­მა კურო, სას­წო­რი და ვერ­ძი შე­ახ­ვედ­რა.

    სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნან­სე­ბი
    ვერ­ძის დახ­მა­რე­ბით კა­რი­ე­რის გა­კე­თე­ბას შეძ­ლებთ. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ეხე­ბათ მან­დი­ლო­სან ვერ­ძებს. თქვენ მზად ხართ ფლირ­ტის­თვი­საც და კა­რი­ე­რუ­ლი მიღ­წე­ვე­ბის­თვი­საც. მა­მა­კა­ცებს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა ელით. ზო­გი­ერთს შე­მო­სავ­ლის და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ. შე­იძ­ლე­ბა თან­ხა მო­ი­გოთ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ლა­ტა­რი­ით, ინ­ვეს­ტი­ცი­ით.

    მთა­ვა­რია, გა­ბე­დუ­ლად იმოქ­მე­დოთ და არ გა­უშ­ვათ შან­სი ხე­ლი­დან, რომ ერთი ნა­ბი­ჯი წინ გა­დად­გათ. ზო­გი­ერ­თი უფ­რო­სის ყუ­რა­დღე­ბას მი­იქ­ცევს, ზოგ­საც მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექტს ჩა­ა­ბა­რე­ბენ.

    თვის ბოლო და­ხუნძლუ­ლი გექ­ნე­ბათ საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბით, მი­მო­წე­რით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზა­რე­ბით. დი­ა­ლო­გი­სას ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ პარტნი­ო­რის მო­თხოვ­ნებს. მო­ე­რი­დეთ კონ­ფლიქ­ტურ სა­უბ­რებს, პო­ლე­მი­კა­ში ჩარ­თვას. ეცა­დეთ დიდი თან­ხით არ მოხ­ვდეთ ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში, რათა არ გახ­დეთ ჯიბ­გი­რე­ბის მსხვერ­პლი. მო­ე­რი­დეთ ფი­ნან­სურ ავან­ტი­უ­რა­საც.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    თე­ბერ­ვალ­ში დის­კომ­ფორ­ტი და და­ა­ვა­დე­ბე­ბი არ გე­ლით. მე­ტად უნდა იყოთ მო­მარ­თუ­ლი თქვენს ში­ნა­გან გან­წყო­ბა­ზე, ვიდ­რე ფი­ზი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. რე­გუ­ლა­რუ­ლად ისე­ირ­ნეთ სუფ­თა ჰა­ერ­ზე, გა­დით ქა­ლაქ­გა­რეთ. თუ კბი­ლის ტკი­ვი­ლი შე­გა­წუ­ხებთ, სტო­მა­ტო­ლოგ­თან ვი­ზიტს ნუ გა­და­დებთ. სა­სურ­ვე­ლია, ფორ­მა­ში მო­სას­ვე­ლე­ლად ჩა­ე­წე­როთ სპორტ დარ­ბაზ­ში ან ცეკ­ვებ­ზე.

    თე­ბერ­ვლის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 3, 16, 18, 21.
    53 ნახვა
    7-02-2020, 23:49