X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
იდეალური ქმარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
  • იდეალური ქმარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

    რას უნდა ელოდეთ ქალწული ქმარისგან ან კირჩხიბისგან? ნუთუ ყველა თხის რქა მოკლებულია რომანტიკას? გავერკვეთ თანმიმდევრულად.

    თქვენ შეგიძლიათ მისთხოვდეთ ვერძს და კმაყოფილი დარჩეთ თქვენი არჩევანით, თუ კარგად ერთობით სკოლის ასაკის ბავშვებთან ერთად და უგებთ რთულად აღსაზრდელ მოზარდებს. იყავით მზად, რომ პენსიამდე მისი აღზრდა მოგიწევთ და შეიძლება არც მერე დაჭკვიანდეს.
    თქვენ შეგიძლიათ მისთხოვდეთ კუროს, თუ აფასებთ სხვების სურვილებს. სასურველია, ინტუიციაც კარგად გქონდეთ განვითარებული, რადგან ხშირად მოგიწევთ იმის გამოცნობა, რატომაა უკმაყოფილო. ამავე დროს, ის თქვენს პრობლემებს მოაგვარებს, რით
    არაა იდეალური ქმარი?..
    თქვენ შეგიძლიათ მისთხოვდეთ ტყუპს, თუ მოგწონთ გადაწყვეტილებების სწრაფი ცვლა და სიახლეების მიღება. ასე უნდა შეეგუოთ, რადგან ასეთი სიტუაციები ხშირად გექნებათ. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ტყუპი მეუღლეა, მაგრამ აბა, ამას როგორ აღიარებს?!
    თქვენ შეგიძლიათ მისთხოვდეთ კირჩხიბს, თუ გიყვართ გულახდილი საუბრები. კირჩხიბს ბავშვობიდან უყვარს ემოციური კავშირები, მაგრამ აქვს ერთი პრაქტიკული ნიჭი: ფულის დაგროვება, მოკრძალებით ცხოვრება, კომფორტულად დასვენება. ცუდად არ ჟღერს, არა?
    თქვენ შეგიძლიათ მისთხოვდეთ ლომს, თუ მოგწონთ სელფების გადაღება, საზოგადოების ყურადღების ქვეშ ყოფნა, ძვირფასი სამოსი, ავტომობილები. მეუღლე ხშირად გაგანებივრებთ საჩუქრებით, ძვირფასეულობით და ამ ყველაფრის ამსახველი ფოტოს სოციალურ ქსელში ატვირთვით. საინტერესოა, როდემდე გაძლებთ ასე საჯაროდ ბედნიერად ცხოვრებას?..
    თქვენ შეგიძლიათ მისთხოვდეთ ქალწულს, თუ ძალიან გინდათ. ის ხვეწნას არ დაგიწყებთ, რადგან პატივს სცემს სხვის მოსაზრებას. თქვენ უნდა იყოთ ოჯახში ადამიანი, რომელსაც ახსოვს ყველას დაბადების დღე, ყველა საქმეს იდეალურად აკეთებს. თქვენს მეუღლეს კი ისღა დარჩენია, ფინანსური და სტრატეგიული საკითხები მოაგვაროს.
    თქვენ შეგიძლიათ მისთხოვდეთ სასწორს, თუ გსურთ, ოჯახში ჰარმონია გქონდეთ. მათ ყველასთან დიპლომატიური ურთიერთობა სურთ და იმავეს ითხოვენ სხვებისგანაც. გახსოვდეთ, რომ ცვლილებების შემთხვევაში მხოლოდ თქვენ მოგიწევთ მოქმედება. ასე რომ, თუ ნატურით ლიდერი ხართ, იდეალურ ქმარს იშოვით.
    თქვენ შეგიძლიათ მისთხოვდეთ მორიელს, თუ კატასტროფებს მშვიდად ხვდებით; თუ შეგიძლიათ აიტანოთ უჟმურად მყოფი ადამიანი თქვენ გვერდით და თუ არ გაშინებთ ის ფაქტი, რომ ზოგიერთ მოვლენაზე, რომელთანაც შეხება საერთოდ არ გაქვთ, თქვენ მოგიწევთ განმარტების მიცემა. აგრეთვე, გახსოვდეთ, რომ მას თავისებური წარმოდგენა აქვს ცუდსა და კარგზე.
    თქვენ შეგიძლიათ მისთხოვდეთ მშვილდოსანს, თანაც ძალიან მარტივად. თუ მან ასე გადაწყვიტა, რადგან ყველა გადაწყვეტილებას ის დამოუკიდებლად მიიღებს, თქვენთან დაკავშირებულსაც კი, რადგან მიაჩნია, რომ თქვენც ის გინდათ, რაც მას.
    თქვენ შეგიძლიათ მისთხოვდეთ თხის რქას, თუ მან ჩათვალა, რომ თქვენ მისთვის შესაფერისი ცოლი იქნებით. ქორწინება გექნებათ სტაბილური და ჰარმონიული. ერთად შეადგენთ მომავლის გეგმებს და ზუსტად გეცოდინებათ, რას მიაღწევთ 10, 20 და 30 წლის შემდეგ და როგორ. ამასთანავე, თქვენ მოგეთხოვებათ, დააფასოთ და მოუფრთხილდეთ იმ ნივთებს, რომლებიც ათწლეულების წინ შეიძინეთ.
    თქვენ შეგიძლიათ მისთხოვდეთ მერწყულს, თუ შეგიძლიათ დააფასოთ ადამიანის მოსაზრებები, არ შეიჭრათ სხვის ტერიტორიაზე უნებართვოთ და არ შეუზღუდოთ თავისუფლება. არც ის შეგზღუდავთ და ჩაერევა თქვენს საქმეები. ერთი სიტყვით, ის იდეალური ქმარია ქალისთვის, ვისაც არ სურს, იდეალური ქმარი ჰყავდეს.
    თქვენ შეგიძლიათ მისთხოვდეთ თევზებს, თუ თავად იქნებით მისთვის საიმედო დასაყრდენი, რადგან მისი იმედი ხშირად ვერ გექნებათ. ქმარი გეყოლებათ რომანტიკული, მაგრამ საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება და ხშირ შემთხვევაში, ოჯახის მატერიალურად რჩენაც თავად მოგიწევთ. ის ხშირად მოგიწყობთ სიურპრიზებს, ამით იდეალური ქმარი იქნება, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ეს სიურპრიზი ყოველთვის სასიამოვნო იქნება.
    71 ნახვა
    7-02-2020, 23:47