X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპისთვის - "უამრავ ადამიანს გაიცნობთ, შინ ჯდომას უნდა გადაეჩვიოთ..."
  • თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპისთვის - "უამრავ ადამიანს გაიცნობთ, შინ ჯდომას უნდა გადაეჩვიოთ..."

    და­ა­ფა­სეთ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც მუ­დამ თქვენ გვერ­დით არი­ან. თე­ბერ­ვალ­ში უამ­რავ ადა­მი­ანს გა­იც­ნობთ. აქე­დან უმე­ტე­სო­ბა თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა. ამი­ტომ, შინ ჯდო­მას უნდა გა­და­ეჩ­ვი­ოთ, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ცხოვ­რე­ბის უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვლას ვერ შეძ­ლებთ.

    ზო­გი­ერ­თე­ბი ახა­ლი ჰო­ბი­ში და­ა­ბან­დე­ბენ ფულს, დრო­სა და ენერ­გი­ას. ეცა­დეთ, ისე არ გა­და­ვარ­დეთ პი­რად საქ­მე­ებ­ში, რომ ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­ი­ვი­წყოთ. ნა­თე­სა­ვებ­საც უნდა გა­უ­წო­დოთ დახ­მა­რე­ბის ხელი. ზოგ­ჯერ მათ თქვე­ნი მზრუნ­ვე­ლო­ბა და რჩე­ვაც კი სჭირ­დე­ბათ.

    გულს ნუ გა­და­უშ­ლით ახალ­გაც­ნო­ბი­ლებს. გან­სა­კუთ­რე­ბით, თე­ბერ­ვლის ბო­ლოს. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ ურ­თი­ერ­თო­ბა ადა­მი­ან­თან, რომ­ლის მი­მარ­თაც დიდი ხა­ნია სიმ­პა­თი­ით ხართ გან­მსჭვა­ლუ­ლი.

    სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი
    ინ­ტერნ­რეტ ნაც­ნო­ბო­ბა შე­იძ­ლე­ბა რო­მან­ში გა­და­ი­ზარ­დოს. სწო­რედ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შეხ­ვდე­ბით ადა­მი­ანს, ვინც თქვენს გულს და­ი­პყრობს. იმ ტყუპს, რო­მელ­თა გუ­ლიც უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია, შე­იძ­ლე­ბა გა­უ­ჭირ­დეთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ თქვე­ნი მე­წყვი­ლე ჰა­ე­რის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია.

    მარ­ტო­ხე­ლა ტყუ­პი მან­დი­ლოს­ნე­ბი მა­მა­კა­ცე­ბის გა­და­მე­ტე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას იგ­რძნობთ. შე­იძ­ლე­ბა რო­მა­ნი გა­ა­ბათ იმ ადა­მი­ან­თან, ვის­თა­ნაც ადრე მე­გობ­რო­ბა გა­კავ­ში­რებ­დათ. იყა­ვით გულ­წრფე­ლი თქვენს მე­უღ­ლეს­თან, ემო­ცი­ე­ბი და გრძნო­ბე­ბი არ და­უ­მა­ლოთ. ამას­თა­ნა­ვე ისე­თი სი­ტყვე­ბი შე­არ­ჩი­ეთ, რომ გული არ ატ­კი­ნოთ.

    სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნან­სე­ბი
    თვის და­სა­წყის­ში და­ას­რუ­ლეთ და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი. აუ­ცი­ლებ­ლად და­ას­რუ­ლეთ საქ­მე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც და­წყე­ბუ­ლი გაქვთ. თე­ბერ­ვალ­ში სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებს გა­იც­ნობთ. მო­ი­პო­ვეთ მათი მხარ­და­ჭე­რა, რათა მე­ტად გა­ნა­ვი­თა­როთ თქვე­ნი იდე­ე­ბი. მო­ე­რი­დეთ სა­ეჭ­ვო საქ­მე­ებ­ში ჩარ­თვას, ნუ გა­ა­ფორ­მებთ დიდხ­ნი­ან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს, რად­გან თქვე­ნი ამ­ბა­ვი რომ იცით, შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი მა­ლე­ვე მოგ­ბეზ­რდეთ. მო­ე­რი­დეთ ფუ­ლის ფლან­გვას. მხო­ლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნივ­თე­ბი შე­ი­ძი­ნეთ. თვის ბო­ლოს თუ უფუ­ლო­ბა­ში დარ­ჩე­ბით, მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თავი უნდა და­ა­და­ნა­შა­უ­ლოთ. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ, თუ ახალ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­ერ­თვე­ბით, რა­საც თქვე­ნი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო უნდა შეს­წი­როთ.

    შუა თვე­ში კრე­ა­ტი­უ­ლი იდე­ე­ბი და­გე­ბა­დე­ბათ და მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მხო­ლოდ თქვენს მონ­დო­მე­ბა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. შე­გიძ­ლი­ათ დახ­მა­რე­ბის­თვის ნა­თე­სა­ვებ­საც მი­მარ­თოთ.

    გან­ვი­თა­რე­ბის­თვის და­ეს­წა­რით ტრე­ნინ­გებს, გახ­შირ­დე­ბა მცი­რეხ­ნი­ა­ნი მივ­ლი­ნე­ბე­ბი. ყუ­რა­დღე­ბა გმარ­თებთ დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სას. აგ­რეთ­ვე, თქვე­ნამ­დე მო­სუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი­სად­მი. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის დღეს ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ თქვენ­თან მო­სულ ინ­ფორ­მა­ცი­ებს; გა­ა­ან­ლი­ზეთ ისი­ნი, ყუ­რა­დღე­ბა მხო­ლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვანს მი­აქ­ცი­ეთ. გა­და­ა­მოწ­მეთ, რომ არა­ვინ მო­გა­ტყუ­ოთ.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ტუ­ი­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით უნდა იმოქ­მე­დოთ. ში­ნა­გა­ნი ხმა გი­კარ­ნა­ხებთ, რო­გორ უნდა მო­იქ­ცეთ რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რამ­დენ ხანს უნდა და­ის­ვე­ნოთ, ივარ­ჯი­შოთ. გახ­სოვ­დეთ, რომ ფსი­ქო­თე­რა­პია - გა­მარ­ჯვე­ბის სა­უ­კე­თე­სო გა­სა­ღე­ბია!

    შუა თვე­ში გა­მო­ნა­ხეთ დრო, რომ მეტი ისე­ირ­ნოთ სუფ­თა ჰა­ერ­ზე. ასე­თი სე­ირ­ნო­ბა გა­გი­უმ­ჯო­ბე­სებთ გან­წყო­ბა­საც და ფი­ზი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­საც. თა­ნაც, სე­ირ­ნო­ბის დროს შე­იძ­ლე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მა­ი­ნებს გა­ეც­ნოთ, გა­მო­ე­ლა­პა­რა­კოთ, ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი გაც­ვა­ლოთ.

    თვა­ლებს ნუ და­ხუ­ჭავთ ისეთ სიმპტო­მებ­ზე, რო­გო­რე­ბი­ცაა: წე­ლის ტკი­ვი­ლი, შე­ეხ­მი­ა­ნეთ მა­სა­ჟისტს. მო­ე­რი­დეთ ზედ­მეტ ფი­ზი­კურ დატ­ვირ­თვა, მო­ი­ცი­ლეთ ზედ­მე­ტი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. და­ი­წყეთ იმ ფსი­ქო­ლო­გი­უ­ტი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა, რომ­ლე­ბიც ფი­ზი­კურ ტკი­ვილს გა­ყე­ნებთ.

    თე­ბერ­ვლის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 11, 13, 14, 17.
    60 ნახვა
    6-02-2020, 23:46