X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
როგორ უნდა დაუმეგობრდე ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშანს - დაიმახსოვრეთ ეს ოქროს წესები
  • როგორ უნდა დაუმეგობრდე ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშანს - დაიმახსოვრეთ ეს ოქროს წესები

    ალ­ბათ ნე­ბის­მი­ერ ჩვენ­განს შეხ­ვედ­რია ცხოვ­რე­ბა­ში ერთი ადა­მი­ა­ნი მა­ინც, რო­მელ­თა­ნაც ძალ­ზე რთუ­ლია სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა. ზოგ­ჯერ იგი ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლია, ზოგ­ჯერ - თა­ნამ­შრო­მე­ლი, ხან კი სუ­ლაც უფ­რო­სი. ჰოდა, რა უნდა ვქნათ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში? სა­კუ­თარ პრინ­ცი­პებს ავ­ყვეთ, ვი­ჩხუ­ბოთ "თავ­ზე და­ვა­ხუ­როთ" და შემ­დეგ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სა­ხით დავ­ტო­ვოთ ბრძო­ლის ველი? არამც და არამც! აჯო­ბებს უთან­ხმო­ე­ბის მი­ზე­ზე­ბი ოპო­ნენ­ტის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მო­აგ­ვა­როთ და კომ­პრო­მი­სის ხარ­ჯზე, დღე­ვან­დე­ლი მტე­რი ხვა­ლინ­დელ მე­გობ­რად და მო­კავ­ში­რედ გა­და­აქ­ცი­ოთ. მაშ ასე, რო­გორ მო­ვიქ­ცეთ, თუ სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა გვიძ­ნელ­დე­ბა:

    ვერძთან სი­ჯი­უ­ტე მო­თო­კეთ. არა­სო­დეს გა­ე­ჯიბ­როთ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ მიღ­წე­ვებ­ში, თუკი რა­ი­მეს კე­თე­ბა მას­ზე უკეთ გა­მოგ­დით ნუ გა­ა­კე­თებთ ამის აფი­ში­რე­ბას სა­ჯა­როდ. ჰკი­თხეთ რჩე­ვა და ამ ჟეს­ტით მო­ხიბ­ლულს სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა და პრე­ტენ­ზი­აც დე­ლი­კა­ტუ­რად შე­ა­პა­რეთ. თუკი ვერძს ჯიბრში არ ჩა­უდ­გე­ბით, იგი ყო­ველ­თვის გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს თქვენს აზრს.

    კუ­როს­თან უყუ­რა­დღე­ბო­ბას, უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და სი­ზარ­მა­ცეს ნუ მის­ცემთ ინ­ტენ­სი­ურ ხა­სი­ათს. თუ ის თქვე­ნი უფ­რო­სია შე­საძ­ლოა პირ­ვე­ლი­ვე ჯერ­ზე არ მი­გი­თი­თოთ ნაკლზე, მაგ­რამ ეს იმას როდი ნიშ­ნავს, რომ მან რამე ვერ შე­ამ­ჩნია. იყა­ვით მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და სა­ი­მე­დო. ასე კურო სა­კუ­თარ მო­კავ­ში­რედ ჩაგ­თვლით. თუკი ყვე­ლა­ფერ ამას­თან ერ­თად ერთი ორ­ჯერ გემ­რი­ელ ლანჩზეც მი­ი­პა­ტი­ჟებთ, ჩათ­ვა­ლეთ, რომ მისი გული მო­გე­ბუ­ლი გაქვთ.

    ტყუ­პთან მეტი გახ­სნი­ლო­ბა, კო­მუ­ნი­კა­ცია და ნაკ­ლე­ბი პრე­ტე­ნი­ზუ­ლო­ბა მო­გე­თხო­ვე­ბათ. თუკი თქვე­ნი ნაც­ნო­ბი ტყუ­პი ნერ­ვებ­ზე მოქ­მე­დებს სა­კუ­თა­რი ცვა­ლე­ბა­დო­ბი­თა და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­ცი­ე­ლით, მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ე­რი­დეთ მას­თან ერ­თად სა­ერ­თო საქ­მის კე­თე­ბას. მაგ­რამ აგ­რძნო­ბი­ნეთ, რომ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბის კუ­თხით მას­ზე უკე­თეს "რე­სერ­ჩერს" ვერ­სად იპო­ვით. ტყუ­პი აფა­სებს ამ­გვარ ნდო­ბას და ყო­ველ­თვის მო­გა­მა­რა­გებთ ცხელ-ცხე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით.

    კირჩხი­ბი ალ­ბათ გულს გა­მუდ­მე­ბუ­ლი წუ­წუ­ნი­თა და ოჯა­ხის წევ­რებ­ზე მრა­ვალ­სა­ა­თი­ა­ნი სა­უბ­რე­ბით გი­წყა­ლებთ. მაგ­რამ სა­ი­მი­სოდ რომ ამ ადა­მი­ა­ნის მე­გობ­რო­ბა და­იმ­სა­ხუ­როთ, სა­სურ­ვე­ლია, პე­რი­ო­დუ­ლად ყუ­რა­დღე­ბით მო­უს­მი­ნოთ მის მო­ნა­თხრობს და მხა­რიც აუ­ბათ სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რე­ბის შე­სა­ხებ მო­ყო­ლი­ლი ის­ტო­რი­ე­ბით. კიბო თა­ვის­ნა­ი­რად ანუ "ში­ნა­უ­რად" ჩაგ­თვლით და მას­ზე კარ­გი და­საყ­რდე­ნი სამ­სა­ხურ­ში ან მე­გობ­რო­ბა­ში არა­ვინ გე­ყო­ლე­ბათ.

    ლომი სხვე­ბის ნევრვებ­ზე მე­დი­დუ­რო­ბი­თა და ტრა­ბა­ხი­სად­მი ქრო­ნი­კუ­ლი მიდ­რე­კი­ლე­ბით მოქ­მე­დებს. მაგ­რამ თუკი თქვენ ამის გამო მას­ხრად აიგ­დებთ მის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, შე­საძ­ლოა, სა­მუ­და­მოდ გა­და­იმ­ტე­როთ იგი. აღი­ა­რეთ მისი უპი­რა­ტე­სო­ბა, თუნ­დაც სა­ერ­თოდ არ თვლი­დეთ ასე. ხში­რად შე­უ­ქეთ ლა­პა­რა­კის მა­ნე­რა, ჩაც­მუ­ლო­ბის სტი­ლი ან სუ­ნა­მო რო­მელ­საც ხმა­რობს. იგი მალე ოთხ თათ­ზე დამ­დგარ მოთვი­ნი­ე­რე­ბულ ფი­სუ­ნი­ას და­ემ­სგავ­სე­ბა თქვენ წი­ნა­შე მო­რი­გი კომ­პლი­მენ­ტის მო­ლო­დინ­ში.

    ქალ­წუ­ლი გარ­შე­მო მყოფ­თა გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას ზედ­მე­ტი კრი­ტი­კუ­ლო­ბით, სი­ძუნ­წი­თა და პე­დან­ტიზ­მით იწ­ვევს. ნუ აუ­შარ­დე­ბით მას ამის გამო. თო­რემ გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სას აღ­მოჩ­ნდეს, რომ დამ­ღუპ­ვე­ლი შეც­დო­მე­ბი გა­გე­პა­რათ სა­დღაც. ქალ­წუ­ლის სი­სუს­ტე თა­ვის მოვ­ლის, დი­ე­ტო­ლი­გი­ი­სა და კვე­ბის სა­კი­თხე­ბია. ხში­რად გა­უ­ზი­ა­რეთ თქვე­ნი მო­საზ­რე­ბე­ბი ამ მხრივ და კომ­პე­ტენ­ტუ­რი რჩე­ვაც ჰკი­თხეთ. იგი ძა­ლი­ან და­ა­ფა­სებს ამას.

    სას­წო­რი იშ­ვი­ა­თად იწ­ვევს ვინ­მეს გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას იმ უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გამო, რომ ღი­მი­ლი­სა და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბაა. თუმ­ცა ზოგ­ჯერ სწო­რედ ამ "ქრო­ნი­კუ­ლად ტკბი­ლი" იმი­ჯის გა­მოც შე­იძ­ლე­ბა გული მო­გი­ვი­დეთ მას­ზე. არა­სო­დეს უე­ხე­შოთ სას­წო­რის. აჯო­ბებს სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სფე­რო­ებ­ზე, მო­და­სა და დი­ზა­ინ­ზე ესა­უბ­როთ. იგი გიჟ­დე­ბა ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ თე­მებ­ზე და სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ა­ტა­რებს თქვენ­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე სა­ათს ჭიქა ჩაის თან­ხლე­ბით, სა­სი­ა­მოვ­ნო სა­უ­ბარ­ში.

    მო­რი­ელს საკ­მა­რის­ზე მეტი მი­ზე­ზი გა­აჩ­ნია სა­ი­მი­სოდ, თუ რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა გულ­ზე არ ეხა­ტე­ბო­დეს ვინ­მეს. თუმ­ცა, ვერ ვი­ტყვით, რომ თა­ვად მას ეს ფაქ­ტი დი­დად ადარ­დებს. მტრე­ბის მი­მართ გულ­გრი­ლო­ბა მო­რი­ე­ლის სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბაა. სა­ი­მი­სოდ, რომ ეს ადა­მი­ა­ნი თქვენს მო­კავ­ში­რედ აქ­ცი­ოთ, ზედ­მე­ტი ფა­მი­ლა­რო­ბა და გა­და­მე­ტე­ბუ­ლი ენის მო­ჩლე­ქით სა­უ­ბა­რი არ და­ი­წყოთ მას­თან. და­ა­ნახ­ვეთ, რომ პა­ტივს სცემთ, თუმ­ცა მო­ნუ­რად არ ემორ­ჩი­ლე­ბით. მო­რი­ელს სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნის მქო­ნე და სა­მარ­თლი­ა­ნი ხალ­ხი იზი­დავს. თუ მან და­ი­ნა­ხა, რომ მის ტე­რი­ტო­რი­ას და­უ­კი­თხა­ვად არ კვეთთ, შე­საძ­ლოა და­დე­ბი­თად გა­ნიმსჭვა­ლოს თქვენ მი­მართ.

    მშვილ­დო­სა­ნი გარ­შე­მო მყოფ­თა გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ლაქ­ლა­ქი­სა და ბა­ქი­ა­ო­ბის სიყ­ვა­რუ­ლით, ცვა­ლე­ბა­დი ხა­სი­ა­თით და მო­უ­ხე­შა­ვო­ბით იწ­ვევს. იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი თუ მან აი უკვე მე­ხუ­თედ გა­და­ას­ხა თქვენს სა­მუ­შაო მა­გი­და­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­ბუ­თებს ცხე­ლი ყავა, ნუ გაბ­რაზ­დე­ბით მას­ზე. იმი­ტომ რომ მას­თან შე­სა­ნიშ­ნა­ვად შე­გიძ­ლი­ათ ისა­უბ­როთ ისეთ თე­მებ­ზე რო­გო­რი­ცაა: სპორ­ტი, ლაშ­ქრო­ბა და მოგ­ზა­უ­რო­ბა. მას მერე კი, რაც თავს თქვენ მე­გობ­რად ჩათ­ვლის, ყა­ვის ჭიქა უბ­რა­ლოდ ცხვირ­წინ აა­ცა­ლეთ ხოლ­მე მა­გი­დას­თან მო­ახ­ლო­ვე­ბი­სას.

    თხის რქა სნო­ბიზ­მით, გა­და­მე­ტე­ბუ­ლი სიმ­კაც­რი­თა და ვორ­კოჰო­ლი­კო­ბით აღი­ზი­ა­ნებს ბევ­რს. ამ ადა­მი­ა­ნებს ძალ­ზე მყა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი გა­აჩ­ნი­ათ ყვე­ლა­ფერ­ზე და იშ­ვი­ა­თად იც­ვლი­ან აზრს ამ მხრივ. სა­ი­მი­სოდ, რომ თხის რქა თქვენს მო­კავ­ში­რედ აქ­ცი­ოთ, ხში­რად ისა­უბ­რეთ პრო­ფე­სი­ულ მიღ­წე­ვებ­ზე და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე. სთხო­ვეთ კომ­პე­ტენ­ტუ­რი რჩე­ვა ან რე­კო­მენ­და­ცია ამ კუ­თხით. იგი აუ­ცი­ლებ­ლად და­ა­ფა­სებს თქვენს საქ­ცი­ელს და ნელ-ნელა ნაკ­ლე­ბად ოფი­ცი­ა­ლუ­რი გახ­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა­ში.

    მერ­წყუ­ლი ექ­სცენ­ტრი­კუ­ლო­ბით, თვით­ნე­ბუ­რად მოქ­ცე­ვის სიყ­ვა­რუ­ლი­თა და არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დო­ბით ხდე­ბა გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი სხვის­თვის. თუმ­ცა თუ ამ ადა­მი­ა­ნის მი­მართ მე­გობ­რუ­ლად გა­ნე­წყო­ბით, იგი აუ­ცი­ლებ­ლად გად­მოდ­გამს სა­პა­სუ­ხო ნა­ბიჯს. სა­უ­კე­თე­სო თემა მას­თან და­სა­ახ­ლო­ვებ­ლად არის მფრი­ნა­ვი თეფ­შე­ბი, მის­ტი­კა, ფენ-შუი და ას­ტრო­ლო­გია.

    თევ­ზე­ბი ზედ­მე­ტად გულ­ჩვი­ლი, ბუ­ტია და წყე­ნია ინ­დი­ვი­დე­ბი არი­ან. ამას­თან ერ­თად, ხში­რად სი­ტყვა­ძუნ­წე­ბი და ასო­ცი­ა­ლუ­რე­ბი. მათ­თან კონ­ტაქ­ტში შეს­ვლას დრო და მოთ­მი­ნე­ბა სჭირ­დე­ბა. თუ გსურთ თევ­ზი თქვე­ნი პი­როვ­ნე­ბით მო­ი­ხიბ­ლოს, ხში­რად და­პა­ტი­ჟეთ ჭიქა ჩა­ი­ზე რო­მან­ტი­კულ გა­რე­მო­ში. ასე იგი სა­სა­უბ­როდ გა­ნე­წყო­ბა და შე­ეც­დე­ბა გა­იხ­სნას თქვენ­თან.
    49 ნახვა
    5-02-2020, 23:34