X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
როგორ მამაკაცს იმსახურებ, შენი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე
  • როგორ მამაკაცს იმსახურებ, შენი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე

    გაიგეთ, თუ როგორ მამაკაცს იმსახურებთ რეალურად.

    ვერძი: ინტელექტი
    ქალი ვერძი - არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი და რაციონალური ქმნილება. მათ მოსწონთ, როცა არიან დამოუკიდებლები. პერიოდულად უყვართ ჩაღრმავება და საკუთარი არსის გაანალიზება. ისინი ეძებენ ისეთ მამაკაცს, რომელიც მათ გაანებივრებს, ასევე, საინტერესო მოსაუბრე იქნება. ვერძი არასდროს კარგავს დროს სისულელეებზე.

    კურო: ნებისყოფა
    კუროს მოსწონს თავისი პატარა სისუსტეები. ურთიერთობაში კურო ძალიან ერთგულია.
    ქალი კურო - მას სჭირდება ვნებიანი და რომანტიკული პარტნიორი. მოსწონს ცოტა ჯიუტი მამაკაცები. მისთვის არაფერია იმაზე სექსუალური, ვიდრე მამაკაცი, რომელსაც
    აქვს ნებისყოფა.

    ტყუპი: პატიოსნება
    ტყუპები გიჟდებიან, გასინჯონ რამე ახალი. ისინი ავანტიურისტები და სოციალური პიროვნებები არიან, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ ყველაფერში მუდამ მხარს აუბამთ.
    ქალები, რომლებიც არიან ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები, ეძებენ მამაკაცს, რომელიც მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, პირდაპირ იტყვის, თუ რა აქვს გეგმაში. ასევე, ეს მამაკაცი უნდა იყოს ხალისიანი და მხიარული.

    კირჩხიბი: კეთილი გული
    რთულია, ნახო უფრო მგრძნობიარე და კეთილი ნიშანი, ვიდრე კირჩხიბია. ქალ კირჩხიბს თავისი პარტნიორისთვის მუდამ სურს მხოლოდ საუკეთესო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი გამოყენება უნდა დაიწყონ სხვა ზოდიაქოს ნიშანმა მამაკაცებმა.
    კირჩხიბი ეძებს თავისნაირ ადამიანს - პატიოსანს, გულწრფელს, რომელსაც შეუძლია ჯანსაღი ურთიერთობა.

    ლომი: ფლირტი
    ლომები ყველაზე ძალიან მამაკაცში აფასებენ ერთგულებას და მოტივაციას. თუ მეორე ნახევარი არ არის ასეთი, მაშინ მათი ურთიერთობა განწირულია.
    ქალი ლომი არის სერიოზული და მიზანდასახული. ის ეძებს მამაკაცს, რომელსაც შეუძლია ფლირტი და არის გულუხვი.

    ქალწული: მომთმენი
    ქალწული – ყველაზე ჩაფიქრებული და იდუმალი ნიშანია ზოდიაქოს ნიშნებში. მას ბევრი დრო სჭირდება იმისთვის, რომ ვინმეს გული გადაუშალოს. ეს თავისთავად ცოტა ართულებს ურთიერთობას. ამიტომ ქალწულები ეძებენ მომთმენ მამაკაცებს და თუ პარტნიორი მის იმედებს გაამართლებს, ის კარგად დასაჩუქრდება.

    სასწორი: ერთგულება
    სასწორები განთქმულები არიან საკუთარი გადაწყვეტილებით. ისინი ერთდროულად შეიძლება იყვნენ ძალიან ჯიუტებიც და ძალიან დამთმობებიც. მათ უყვართ მომხდარის გაანალიზება და რაციონალური აზროვნება.
    ასეთ ქალს კარგად ავსებს ერთგული და რბილი მამაკაცი. ასევე, სასწორი ითხოვს, რომ მისი პარტნიორი იყოს კონტაქტური და არ გაურბოდეს სერიოზულ თემაზე საუბარს.

    მორიელი: ვნება
    მორიელები ძალიან აქტიურები არიან სექსუალურად. ამიტომ შეიძლება ხშირად რაღაც ჯერ გააკეთონ, მერე გააანალიზონ.
    მხოლოდ ისეთი მამაკაცი სჭირდებათ, რომელიც მასავით ვნებიანი იქნება. მაშინ მათ შორის ღრმა ემოციური ჯაჭვი გარანტირებულია. ასევე, ქალი მორიელები ეძებენ მომთმენ და მხიარულ პარტნიორს.

    მშვილდოსანი: მგრძნობიარე
    ქალი მშვილდოსანი ერთდროულად არის ავანტიურისტი და ფრთხილი. ამიტომ ისინი ხელიდან არ გაუშვებენ შანსს, გასინჯონ რამე ახალი. ასეთ ქალებს მოსწონთ მგრძნობიარე მამაკაცები, რომლებიც მათ დაძაბულობას მოუხსნის იუმორის დახმარებით. ასევე, ისინიც ისეთივე აქტიურები უნდა იყვნენ, როგორც თავად არიან. სხვა შემთხვევაში, მათი რომანი მალე დასრულდება.

    თხის რქა: შრომისმოყვარე
    ქალი თხის რქა არის ძალიან ჭკვიანი და შრომისმოყვარე. ამიტომ მათ სჭირდებათ ისეთი მამაკაცი, რომელიც პერიოდულად იქნება ცოტა არასერიოზული. ამავდროულად, ისინი აფასებენ სერიოზულ მამაკაცებს, ისეთებს, როგორებიც თავად არიან. შრომისმოყვარე, მხიარული და ასევე, მის გვერდით თავი უნდა იგრძნოს უსაფრთხოდ.

    მერწყული: მომხიბვლელობა
    მერწყული – ხელოვანი პიროვნებაა. ამიტომ სექსუალური სიახლოვე მათთან მუდამ სასიამოვნოა. მათ მოსწონთ გამოიყენონ საკუთარი გონი როგორც საძინებელში, ასევე მის გარეთაც, რაც მათ ხდის არაჩვეულებრივ პარტნიორებად. მერწყული ეძებს ვნებიან და მომხიბლავ მამაკაცს. ასევე, ის უნდა იყოს კონტაქტური და გაუღრმავოს პარტნიორს თავდაჯერებულობა.

    თევზი: რომანტიკა
    ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები ძალიან ემოციურები არიან და უყვართ თვითანალიზი. მათ კარგად იციან, როგორ გამოიყენონ ეს ყველაფერი პრაქტიკაში. თევზი არ მოგცემს უფლებას, აწყენინო მას. ის მუდამ ამბობს, რა არ მოსწონს. ისინი აფასებენ რომანტიკულ ურთიერთობას და მგრძნობიარე კაცებს.

    თათა შენგელია
    40 ნახვა
    3-12-2019, 04:36