X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
"ბედნიერების პლანეტა" პოზიციას იცვლის - რომელ ზოდიაქოს ნიშნებს მოუტანს იღბალს 2020 წელი და რაში
  • "ბედნიერების პლანეტა" პოზიციას იცვლის - რომელ ზოდიაქოს ნიშნებს მოუტანს იღბალს 2020 წელი და რაში

    ასტროლოგი ხათუნა ნოელი მომდევნო კვირისა და წლის ასტროლოგიურ ტენდენციებთან დაკავშირებით წერს და რეკომენდაციებს გვთავაზობს:


    "მომდევნო კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა 2 დეკემბერს იუპიტერის მიერ ზოდიაქოს ნიშნის შეცვალაა.


    დიდი ბედნიერების პლანეტად წოდებული იუპიტერი ტოვებს თავის საკუთარი მმართველობის ნიშანს, სადაც გასული წლის 8 ნოემბრიდან იმყოფებოდა და თხის რქის ზოდიაქოში გადადის.


    აქედანვე უნდა ითქვას, იუპიტერისათვის ეს ტერიტორია არაა იოლი მდებარეობა. ასტროლოგიური თვალსაზრისით, ის აქ დაცემულია, ანუ ძალიან შევიწროვებულ მდგომარეობაში იმყოფება. იუპიტერი არის ზრდა და გაფართოვება, ხოლო თხის რქა საზღვრების, შეზღუდვების დაწესება, ჩარჩოებში მოქცევა.


    საკუთარ ტერიტორიაზე მთელი წლის მანძილზე სილაღეს და თავისუფლებას მიჩვეული იუპიტერი აქ იძულებული ხდება ფრთები შეკვეცოს და სატურნის მიერ დაწესებულ წესრიგს დაემორჩილოს.


    მოვლენები შესაძლოა ორი სხვადასხვა სრულიად განსხვავებული სცენარით განვითარდეს:


    იმ შემთხვევაში, თუ მოვლენების განვითარების ყველაზე უარეს სცენარს განვიხილავთ, შესაძლოა დაცემულმა პლანეტამ მაქსიმალურად ნეგატიური თვისებები გამოავლინოს და თავგასულად შეეცადოს მოიგოს ეს კანონები საკუთარ ინტერესებზე, რაც დესპოტიზმში და განსხვავებული აზრის ჩახშობაში შეიძლება გამოიხატოს.


    იუპიტერი მართავს ჩვენს რწმენას, იდეოლოგიას, შესაბამისად რელიგიური თემები შესაძლოა კიდევ უფრო გამწვავდეს, ხოლო რაღაც განსაკუთრებულობის პრეტენზიის მქონე იდეის ერთგულებამ ფანატიზმს მიაღწიოს.


    თუმცა არის უკეთესი ვარიანტიც - და ეს მაშინ ხდება, როდესაც ჩვენი ქმედებების პასუხისმგებლობას ვაცნობიერებთ. ამ შემთხვევაში იუპიტერის თხის რქაში ტრანზიტი სახელწიფო სისტემის მოწესრიგებას და დალაგებას მოემსახურება.


    ასეთი გახლავთ ამ ტრანზიტის მოკლე შეფასება გლობალური თვალსაზრისით. ახლა კი მოდით, იმაზე ვისაუბროთ, თუ რას მოუტანს ეს ცვლილება თითეულ ზოდიაქოს ნიშანს:


    ყველაზე კარგი შედეგები, რასაკვირველია, თხის რქებს ექნებათ მთელი ერთი წლის განმავლობაში, იუპიტერი კი მათთან 2020 წლის 19 დეკემბრამდე დარჩება, თხის რქები შეძლებენ დასახული მიზნების მაქსიმალურ განხორციელებას. წარმატების და მაღალი სოციალური მდგომარეობის მოპოვებას.


    მაღალი შანსები მიეცემათ კუროებსა და ქალწულებს. კუროებისათვის უცხოეთთან დაკავშირებული საკითხები წარიმართება ძალიან ხელსაყრელად. ასევე იოლად გადაიჭრება განათლების მიღებასთან დაკავშირებული თემები. მათ ცხოვრებაში შესაძლოა გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც გურუს როლს შეასრულებს, დაეხმარება განვითარებაში და წინსვლაში.


    ქალწულებისათვის წარმატება სიყვარულთან, შვილებთან, გართობასთან და პრესტიჟთან იქნება დაკავშირებული. არაა გამორიცხული ლატარიაში დიდი თანხების მოგებამაც გაუზარდოთ სოციალური სტატუსი.


    თევზებს და მორიელებსაც საკმაოდ კარგი შანსები მიეცემათ და უნდა ყურადღებით იყვნენ, რომ არაფერი გამოეპაროთ. მორიელებისათვის ეს საჭირო კონტაქტების მოძიების საშუალება იქნება, ხოლო თევზებისათვის დიდი ხნის ოცნებების ასრულება, რაშიც მეგობრები ან სპონსორები დაეხმარებიან.


    სიფრთხილის გამოჩენა მოუწევთ კირჩხიბებს, რომლებიც გარკვეული არჩევანის წინაშე დადგებიან, საკუთარ კაპრიზებს დაუთმონ მეტი ყურადღება, თუ პარტნიორის ინტერესები გაითვალისწინოს. ამ ნიშნის წარმომადგენლები მხოლოდ კომპრომისების გზით შეძლებენ 2020 წელში წარმატების მიღწევას.


    შესაძლოა გაუჭირდეთ ვერძებსაც და სასწორებსაც. ვერძებისათვის რეკომენდებული იქნება კანონების მაქსიმალური დაცვა და უფროსი ადამიანების მხარდაჭერის მოძიება. ხოლო სასწორებმა ოჯახური საკითხების მშვიდობიანად მოსაგვარებლად ნაცად ხერხებს უნდა მიმართონ.


    რაც შეეხებათ მერწყულებსა და მშვილდოსნებს, შესაძლოა მათ თავი დამკვირვებლის როლში აღმოაჩინონ. ისინი თითქოს ყველა გაუგებრობის ზემოთ მდგომნი აღმოჩნდებიან და იქიდან დააკვირდებიან მოვლენებს. მერწყულებს ფარული ამბების გახსნის საშუალებაც მიეცემათ, ხოლო მშვილდოსნებს, თუ გასული წლის მანძილზე ბევრი არ უცუღლუტნიათ და უზარმაცნიათ, ახლა იუპიტერი ფინანსური სტაბილურობის საშუალებას აჩუქებთ. მატერიალური ბონუსების მოლოდინი შესაძლოს ჰქონდეთ ტყუპებსაც. ასევე სტატუსის ამაღლების და კარიერული ზრდის შესაძლებლობა მიეცემათ ლომებსაც.


    მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ შრომისმოყვარეობა და თვითდისციპლინა, ასევე კანონების მაქსიმალური დაცვა იქნება ის აუცილებელი თვისებები, რომლებიც მომდევნო 12 თვის მანძილზე ყველას მოგვეთხოვება განურჩევლად ჩვენი ზოდიაქოს ნიშნისა. და თუ ამ თვისებებს გამოვიჩენთ, წარმატებაც არ დააყოვნებს. რასაც მთელი გულით გისურვებთ კიდეც!"
    49 ნახვა
    2-12-2019, 00:04