X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
ზოგჯერ ისინი ბრუნდებიან: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყოფილებს მოსვენებას უკარგავენ
  • ზოგჯერ ისინი ბრუნდებიან: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყოფილებს მოსვენებას უკარგავენ

    ალბათ, გსმენიათ გამონათქვამი: "ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ". და, ალბათ, ისიც გაგიგიათ, დაშორების შემდეგ რომ უთქვამს მამაკაცს, უკანმოუხედავად გაგშორდებიო... მაგრამ ძლიერ მამაკაცსაც კი არ შეუძლია ყოფილის გარეშე გაძლება და ისინი ბრუნდებიან. საინტერესოა, ყველაზე ხშირად რომელი ზოდიაქოს მამაკაცს ახასიათებს ყოფილთან (ცოლთან, შეყვარებულთან) დაბრუნება.

    ვერძებზე ამბობენ, რომ როგორც კი ქალს მოინადირებენ, მათ მიმართ ინტერესი ეკარგებათ. დაშორების შემდეგ ინტერესი კი შეიძლება კვლავ გაუჩნდეთ - თუ ქალი შეიცვლება. დახმარებისთვის მას ნუ მიმართავთ, უმჯობესია, დუელში გამოიწვიოთ.

    კურო ყოფილებს მხოლოდ ერთი
    მიზნით იხსენებს, რათა დარწმუნდეს, რომ სწორი არჩევანი გააკეთა, როცა დაშორდა. შეიძლება მეგობრობა შემოგთავაზოთ. უნდა დარწმუნდეს, რომ კარგი ადამიანი ხართ, უბრალოდ, ხასიათებით ვერ ეწყობით.

    ტყუპს ყველაფერი აინტერესებს და ყოფილიც, მათ შორის. მას სიახლეები უყვარს და შეიძლება ყოფილი ერთ დღესაც სიახლედ მოეჩვენოს.

    კირჩხიბი მილიონჯერ იფიქრებს, რატომ მოხდა ასე. მუდამ ექნება სურვილი, გაერკვეს სიტუაციაში. ვინ იყო დამნაშავე? ასე რატომ მოხდა? იქნებ რამის გამოსწორება შეიძლებოდა?

    ლომი აუცილებლად გამოიყენებს შანსს, ყოფილს რომ წაკბინოს. აჩვენებს თავის ახალ მანქანას ან ჟურნალის ყდაზე დაბეჭდილ თავის ფოტოს. ან დიდსულოვნად დაეხმარება.

    ქალწული შეიძლება შორიდან დააკვირდეს ყოფილს. მას საინტერესო, ჭკვიან ქალთან მოსწონს ურთიერთობა და საქმის კურსში უნდა იყოს, რა ხდება მის ცხოვრებაში.

    სასწორი, თუ მის ცხოვრებაში ახლანდელ პარტნიორთან საინტერესო ამბები ხდება, ყოფილი არც დააინტერესებს.

    ვინ თქვა, რომ მორიელს ყოფილი არ აინტერესებს? მას თავისგან შორს არც გაუშვებს. როგორც კატა ეთმაშება წრუწუნას: გაუშვებს-მოქაჩავს, ასეა მორიელი მამაკაციც. ვერ წარმოუდგენია, მისი როგორ შეიძლება გახდეს სხვისი და ამიტომ არც გაუშვებს ქალს თავისგან შორს, სხვა მამაკაცი რომ არ გაიჩინოს.

    მშვილდოსანი გულწრფელად იმეგობრებს ყოფილთან. შეხვედრისას ჩაეხუტება, მოიკითხავს, ამბებს გამოჰკითხავს. შეიძლება მის ახლანდელ მეგობარ მამაკაცთანაც კი იმეგობროს.

    თხის რქას არ დაავიწყდება ქალი, ვინც თეთრეული არ გამოხარშა, სამსახურიდან შინ მოსვლა დააგვიანა და ვინც ზედმეტი კაბა იყიდა. ვის გაუგონია ამგვარი მფლანგველობა?!. ამის დავიწყება შეუძლებელია.

    მერწყული ის ადამიანია, ვისაც სხვისი არაფერი უნდა, მაგრამ მოითხოვს, რომ ყოფილმა დაუბრუნოს ყველა ნაჩუქარი ნივთი. ამის შემდეგ კი აღარ გაიხსენებს.

    თევზები ძნელად ეგუებიან განშორებას. მუდამ იხსენებენ ძველ ჭრილობებს. ზოგჯერ სურთ, ერთი თვალით მაინც დაინახონ თავიანთი ყოფილი. აინტერესებთ, როგორია ახლა ის, უფრო ლამაზი მათი მოგონებაა თუ რეალობა.
    40 ნახვა
    30-11-2019, 23:55