X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
reklama
Loading...
დეკემბრის სასიყვარულო ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
  • დეკემბრის სასიყვარულო ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    2019 წლის ბოლო თვის სასიყვარულო პროგნოზი რომანტიკასა და სიურპრიზებს გვპირდება. ნახეთ, რას გიმზადებენ ვარსკვლავები კონკრეტულად თქვენ.

    ვერძი

    დეკემბერი რომანტიკით იწყება, ამისთვის კი არ უნდა დაგეზაროთ რომანტიკული ვახშმის მომზადება. საყვარელ ადამიანთან ერთად ხშირად გაიხსენეთ სასიხარულო მომენტები. მოერიდეთ ტოქსიკურ და მანიპულატორ ადამიანებს. 6-7 დეკემბერს მზად იყავით, რომ ვიღაც ლამაზ თაიგულს გაჩუქებთ. 18-19 დეკემბერი აუცილებლად საყვარელ ადამიანთან ერთად უნდა გაატაროთ.

    კურო
    დეკემბერში ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი საყვარელი ადამიანის მიმართ. განსაკუთრებით რომანტიკული 3-4 დეკემბერს იქნებით. აჩუქეთ მას სიყვარული, რომანტიკა,
    მაგრამ სამაგიეროდ ნურაფერს მოითხოვთ. 10-12-ში მოსიყვარულე და მზრუნველი უნდა იყოთ. მარტოხელებს ახალი წლისთვის ახალი რომანის დაწყება ელით. ახალი საბედო შეიძლება სპორტდარბაზში გაიცნოთ.

    ტყუპი
    მაქსიმალურად მოერიდეთ კამათს ნათესავებთან, მეგობრებთან და საყვარელ ადამიანთან. უსიამოვნებების მიუხედავად, ახალ წელს პოზიტიურ, რომანტიკულ განწყობაზე შეხვდებით. 13-14 დეკემბერს მიხვდებით, რომ დუმილი ოქროა. ახალი წლის ღამე მეგობრებთან ერთად მხიარულად გაატარეთ და საყვარელი ადამიანიც წაიყვანეთ, თუ მანამდე არ მოგბეზრდებათ ერთად ყოფნა...

    კირჩხიბი
    თავადაც გათავისუფლდით უსაფუძვლო შიშებისგან და საყვარელი ადამიანიც არ დაძაბოთ. იყავით მეტად გულუხვი მის მიმართ. არც ნათესავები დაივიწყოთ. 8-9 დეკემბერს სასიამოვნო ემოციებით დაიმუხტებით. შუა თვეში მიხვდებით, რომ სამსახურის საქმეებისგან გადაიღალეთ და უახლოესი უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად ქალაქგარეთ გაატარეთ. დილაობით ვარჯიში არ გააცდინოთ.

    ლომი
    სიყვარულის ძიების, რომანტიკული პაემნების თვეა. ადამიანის არჩევაში არ აჩქარდეთ. მთავარია, კარგად გაიცნოთ და არ შეცდეთ. დაქორწინებულებმა ერთად შეარჩიეთ საახალწლო საჩუქრები. ახალ შეყვარებულს გრძნობებში 17 დეკემბერს გამოუტყდით. ჯანმრთელობის მდგომარეობა 22-23 დეკემბერს გადაამოწმეთ.

    ქალწული
    28 დეკემბრამდე საქმეების მოგვარებით იქნებით დაკავებული და მხოლოდ ამ რიცხვიდან შეძლებთ ოჯახისა და საყვარელი ადამიანისთვის სათანადო ყურადღების დათმობას. მარტოხელები მამაკაცების ყურადღებას მიიქცევთ. იყავით მეტად ოპტიმისტური და ღიმილიანი. ხანდახან ის უნდა გააკეთოთ, რაც თქვენ გინდათ და არა სხვებს.

    სასწორი
    მოიცილეთ ყველა ნეგატიური ფიქრი, რათა ახალ წელს მხიარული და პოზიტიური შეხვდეთ. მაქსიმალურად მოერიდეთ თვითკრიტიკასა და ეჭვებს საკუთარ შესაძლებლობებთან დაკავშირებით. ყველაზე მეტად საყვარელ ადამიანთან განმარტოება გაგანებივრებთ. არ დაარღვიოთ დღის განრიგი, ვარჯიშისაც 22-23 დეკემბერს. ამ თვეში რამდენიმე დღესასწაული (ნიკოლოზობა, ბარბარობა) გველის და ეცადეთ, ისინი შვილებთან და საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ.

    მორიელი
    არაკეთილისმსურველები თქვენს პროვოცირებას შეეცდებიან. ეცადეთ, ღირსეულად და მშვიდად შეხვდეთ ყველაფერს. მთავარია, საკუთარი თავი გიყვარდეთ. ყოფილებთან ურთიერთობის გარკვევა 6-7 დეკემბერს მოგინდებათ. მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით. 24-25 დეკემბერს კი სამომავლო გეგმები გაუმხილეთ. შეხვდით ახალ წელს საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, შეიქმენით რომანტიკული განწყობა და იმხიარულეთ.

    მშვილდოსანი
    ავეჯის გადაადგილების, ბინის შეცვლის, სხვა ქვეყანაში გამგზავრების სურვილი გაგიჩნდებათ. მეტი დრო უნდა დაუთმოთ საყვარელ ადამიანთან და ნათესავებთან დროის გატარებას. 24-25 დეკემბერს შემოქმედებითი იდეები ბავშვებთან ერთად განახორციელეთ და იმხიარულეთ. მეუღლესთან ერთად უქმეები, სადღესასწაულო დღეები განმარტოებით (თუნდაც, საზღვარგარეთ) გაატარეთ.

    თხის რქა
    თუ მოისურვებთ, აუცილებლად მოძებნით ისეთ ადამიანს, რომელიც შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს და რომელთან ერთადაც გაატარებთ სადღესასწაულო დღეებს. 13-14 და 19 დეკემბერს სასიამოვნო სიურპრიზები გელით. მიუხედავად დაძაბული სამუშაო გრაფიკისა და საოჯახო ვალდებულებებისა, ვარჯიშსა და ცურვას ნუ დაივიწყებთ. სადღესასწაულოდ ბინა და სუფრა მეუღლესთან და შვილებთან ერთად მორთეთ.

    მერწყული
    მაქსიმალურად მოერიდეთ უსიამოვნებას გარშემო მყოფებთან და განსაკუთრებით, საყვარელ ადამიანთან. რომანტიკული ელფერის შესაქმნელად შეიძლება ერთად ჩაწეროთ ახალი სიმღერა, შეადგინოთ წლის ალბომი, რომელშიც ყველაზე დასამახსოვრებელ ფოტოებს მოათავსებთ. 18-19 დეკემბერს დახმარებაზე არავის უთხრათ უარი. ახალ წელს კი მეგობრებთან ერთად მხიარულად შეხვდით.

    თევზები
    მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით, თუ, რა თქმა უნდა, გააქტიურდებით და შინ არ ჩაიკეტებით. მეუღლეს ტყუილად ნურაფერს დაჰპირდებით. შეყვარებულებმა ერთად ივარჯიშეთ, ერთად ჩამოწერეთ სადღესასწაულო დღეების განრიგი. საღამოობით ცხელი შოკოლადი და სასიამოვნო მუსიკა რომანტიკულ განწყობას შეგიქმნით. თვის ბოლოს გადაღლილობას იგრძნობთ. მარტოხელებს 31 დეკემბერს წლის ყველაზე დასამახსოვრებელი პაემანი გელით, მაგრამ მოერიდეთ ავანტიურას.
    67 ნახვა
    30-11-2019, 23:52