X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
reklama
Loading...
1 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
  • 1 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    დღეს მოთმინება გმართებთ, რადგან თქვენი სურვილი ძნელად შეგისრულდებათ. იმუშავეთ საკუთარ თავზე. საყვარელ ადამიანთან პრობლემებს ადვილად მოაგვარებთ



    კურო
    დღევანდელი დღე წარმატებული არ არის ძველ ნაცნობებთან ურთიერთობისათვის, მშობლებთან დაძაბული ურთიერთობა გექნებათ. მეგობრებმა შეიძლება თეატრში ან კინოში დაგპატიჟონ.დიდი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანს.



    ტყუპები
    დღეს გარეგნობასთან დაკავშირებული პრობლემები შეგაწუხებთ. თუ დიეტის დაცვა გჭირდებათ ნუ გადადებთ. შეიძინეთ ახალი ტანსაცმელი, შეიარეთ სილამაზის სალონში და შეიცვალეთ ვარცხნილობა.



    კირჩხიბი
    დღეს მოსალოდნელია ცვლილებები განხორციელდეს საქმეში. ყურადღებით იყავით პარტნიორის არჩევისას, ასეთი სიტუაცია დიდი ხანი არ გაგრძელდება. საღამო გაატარეთ ტრენაჟორების დარბაზში



    ლომი
    დღე კარგია საკუთარ თავზე მუშაობისთვის. იყავით თავშეკავებულნი, ნუ იჩქარებთ და თქვენ მოგეცემათ ჩანაფიქრის მიღწევის შესაძლებლობა. მოსალოდნელია ახალი რომანტიული კავშირი.



    ქალწული
    ჰარმონიული დღეა. თქვენ პატივმოყვარე ხართ და ამიტომ სიფრთხილე გმართებთ, პარტნიორებთან ურთიერთობაში საქმეები არ გაგირთულდეთ, ზოგჯერ ისინი თქვენს თანადგომასა და მხარდაჭერას საჭიროებენ.



    სასწორი
    დღეს მოერიდეთ სერიოზული გადაწყვეტილების მიღებას. არ არის გამორიცხული, პრობლემები ოჯახშიც შეგექმნათ. თუმცა, პირად ცხოვრებას გაცილებით ადვილად დაალაგებთ. თუ ვინმე თქვენს დადანაშაულებას დააპირებს, კონტრარგუმენტებით დაუმტკიცეთ, რომ მართალი ხართ.



    მორიელი
    კარგი დღეა ახალი საქმის დაწყებისათვის. სამსახურეობრივი რომანი,შესაძლებელია აშკარა გახდეს ხელმძღვანელობისათვის. ფრთხილად იყავით საჭესთან.



    მშვილდოსანი
    დღეს იქნება აქტიური შემოქმედებითი დღე. დღევანდელი დღე მიუძღვენით არა თქვენ თავს, არამედ საყვარელ ადამიანს.



    თხის რქა
    სიყვარული დღევანდელი დღის დევიზია. თუ სიყვარული ჯერ არ გწვევიათ ეს პერიოდი ამისათვის იდეალურია, ხოლო, თუ საყვარელი ადამიანი უკვე გყავთ, მისგან უამრავი სიურპრიზი გელით.



    მერწყული
    დღეს, იყავით ზედმეტად ყურადღებიანი საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. სწორედ დღეს შეიძლება გადაწყვიტოთ ის პრობლემა, რომელიც დიდი ხანია არსებობს თქვენს პირად ცხოვრებაში.



    თევზები
    დღეს გმართებთ მოთმინება, რათა თავიდან აიცილოთ კონფლიქტი ახლობლებთან. მოიკრიბეთ ფანტაზია და არ ინანებთ. არის ალბათობა იმისა, რომ მიიღოთ პრემია.

    67 ნახვა
    30-11-2019, 15:26