X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
რა ელით სხვადასხვა წელში დაბადებულ კუროებს - 2020 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპი
  • რა ელით სხვადასხვა წელში დაბადებულ კუროებს - 2020 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპი

    კურო - ხარი

    ნუ გან­მარ­ტოვ­დე­ბით. ეცა­დეთ, ყო­ველ­თვის საქ­მის კურ­სში და მოვ­ლე­ნე­ბის ცენ­ტრში იყოთ. მო­ი­წეს­რი­გეთ სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბი, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა, ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. წვრილ­მა­ნე­ბის გამო არ ღირს ახ­ლობ­ლებ­თან კა­მა­თი და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­ფუ­ჭე­ბა. აგ­რეთ­ვე, იმ ადა­მი­ან­თან, ვინც გიყ­ვართ. ეცა­დეთ, ჰარ­მო­ნი­უ­ლი გრძნო­ბე­ბი შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ. შვე­ბუ­ლე­ბის დროს სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა მო­გი­წევთ. მო­ე­რი­დეთ შორ მან­ძილ­ზე მოგ­ზა­უ­რო­ბას. ყვე­ლა სა­კი­თხი კი დრო­უ­ლად მო­ა­წეს­რი­გეთ.

    კურო - ვირ­თხა

    სიმ­შვი­დი­თა და მოთ­მი­ნე­ბით აღი­ჭურ­ვეთ. სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბის წელი და­გიდ­გათ. მაგ­რამ ნუ და­დარ­დი­ან­დე­ბით, წლის ბო­ლოს მიხ­ვდე­ბით, რომ ყვე­ლა სა­კი­თხი იდე­ა­ლუ­რად გაქვთ მოგ­ვა­რე­ბუ­ლი. იყა­ვით მე­ტად თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი. ეს ეხე­ბა საქ­მი­ან კურო-ვირ­თხებ­საც და მე­ო­ჯა­ხე­ებ­საც. ფორ­ტუ­ნა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნე­ბის მხა­რე­საა. ფული ზო­მი­ე­რად უნდა ხარ­ჯოთ.

    კურო - ვე­ფხვი

    ნუ გექ­ნე­ბათ დიდი მო­ლო­დი­ნი. აგ­რეთ­ვე, ნუ ელო­დე­ბით, რომ ვი­ღაც ბრო­ლის კოშკს აგი­გებთ. შე­იძ­ლე­ბა ტყუ­ი­ლე­ბი­სა და ილუ­ზი­ე­ბის ლა­ბი­რინთში და­ი­კარ­გოთ. იყა­ვით მე­ტად სტა­ბი­ლუ­რი. არა­ვის მის­ცეთ უფ­ლე­ბა, რომ დაგ­ცი­ნონ, მეტი დრო და­უთ­მეთ ჯან­მრთე­ლო­ბას, პი­რად ბედ­ნი­ე­რე­ბას. გა­მო­ნა­ხეთ დრო ჰო­ბის­თვის. ხში­რად ისე­ირ­ნეთ ქა­ლაქ­გა­რეთ. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი სა­ზღვარ­გა­რეთ გა­და­წყვე­ტენ სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლას.

    კურო - დრა­კო­ნი

    კარ­გი წე­ლია სწავ­ლის­თვის, თქვენს პრო­ფე­სი­ა­ში და­სა­ოს­ტა­ტებ­ლად. თუ კონ­კრე­ტუ­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვა გსურთ, ნუ იყუ­რე­ბით წარ­სულ­ში. ის­წავ­ლეთ და გან­ვი­თარ­დით. კარ­გი წე­ლია ბიზ­ნე­სის და­სა­წყე­ბად ან გა­სა­ვი­თა­რე­ბად. პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მო­ე­რი­დეთ ინ­ტრი­გებს. მე­ტად დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი უნდა იყოთ უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბის მოგ­ვა­რე­ბი­სას. მივ­ლი­ნე­ბა ბევრ დრო­სა და ენერ­გი­ას წა­გარ­თმევთ, მაგ­რამ შე­დეგ­საც მო­გი­ტანთ.

    კურო - კატა/კურ­დღე­ლი

    გეგ­მა­ზო­მი­ე­რად უნდა იმოქ­მე­დოთ. რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჯერ ის საქ­მე­ე­ბი გა­ა­კე­თეთ. ეს სა­ო­ჯა­ხო სფე­რო­საც ეხე­ბა, სამ­სა­ხურ­საც და პი­რად ცხოვ­რე­ბა­საც. გაფრ­თხილ­დით, შე­იძ­ლე­ბა ახ­ლო­ბელ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა ან იმ სფე­რო­ში მო­გა­ყე­ნონ დარ­ტყმა, რო­მელ­შიც ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად ელით. ყუ­რა­დღე­ბა და­უთ­მეთ ჯან­მრთე­ლო­ბას. იო­გის, ცურ­ვი­სა და სპორ­ტის გა­რე­შე ენერ­გი­უ­ლი და მხნე ვერ იქ­ნე­ბით. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ნა­თე­სა­ვებ­თან.

    კურო - გვე­ლი

    ცხოვ­რე­ბას გა­გი­უმ­ჯო­ბე­სებთ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც გა­ზა­ფხულ­ზე გა­იც­ნობთ. რო­მან­ტი­კულ გან­წყო­ბას დე­კემ­ბრამ­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნებთ, მაგ­რამ სამ­სა­ხუ­რებ­რივ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას მა­ინც ნუ და­ი­ვი­წყებთ. უამ­რა­ვი საქ­მის შეს­რუ­ლე­ბა მო­გი­წევთ, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა რომ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ. მო­ე­რი­დეთ სა­რის­კო და ავან­ტი­უ­რულ საქ­მი­ა­ნო­ბას. სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ გზავ­რო­ბი­სას და აქ­ტი­უ­რი სპორ­ტი­სას. მო­ი­მა­ტებს ტრავ­მუ­ლო­ბა და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვედ­რის რის­კი.

    კურო - თხა/ცხვა­რი

    სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბი დიდ ყუ­რა­დღე­ბას ითხოვს და შე­იძ­ლე­ბა უქ­მე­ე­ბის დრო­საც კი მო­გი­წი­ოთ მუ­შა­ო­ბამ. ეცა­დეთ, არ გა­გექ­ცეთ თვალ­თხედ­ვი­დან სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მან­ტი­კა. სა­მუ­შაო გრა­ფი­კი ისე შე­ად­გი­ნეთ, რომ მარ­ტო­ო­ბა აი­რი­დოთ. ფული საკ­მა­რი­სად გექ­ნე­ბათ. თავს უფ­ლე­ბას მის­ცემთ, შე­ი­ძი­ნოთ ყვე­ლა­ფე­რი, ბი­ნაც კი, თუ მო­გე­სურ­ვე­ბათ და იმოგ­ზა­უ­როთ.

    კურო - ცხე­ნი

    ემო­ცი­უ­რი წელი და­გიდ­გათ და ეცა­დეთ, ისე იმოქ­მე­დოთ, რომ უნა­გი­რი­დან არ ჩა­მო­ვარ­დეთ. ეს ეხე­ბა ნა­თე­სა­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­საც, არ უნდა გა­ი­ფუ­ჭოთ მათ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და პი­რად კავ­შირ­საც. ისე იმოქ­მე­დეთ, რომ წარ­სულ­მა უსი­ა­მოვ­ნე­ბებ­მა ცხოვ­რე­ბა არ გა­გიმ­წა­როთ. იმი­სათ­ვის, რომ მი­ი­ღოთ ის, რა­ზეც ოც­ნე­ბობთ, უარი არ უნდა თქვათ იმა­ზე, რაც უკვე გაქვთ. ეს ცხოვ­რე­ბის კა­ნო­ნია და წლის მბრძა­ნე­ბე­ლი, ვირ­თხა მას ხში­რად შე­გახ­სე­ნებთ. და, რაც მთა­ვა­რია, ჯან­მრთე­ლო­ბა­საც ნუ და­ი­ვი­წყებთ.

    კურო - მა­ი­მუ­ნი

    წარ­მა­ტე­ბუ­ლი წელი გე­ლით კა­რი­ე­რის თვალ­საზ­რი­სით. მაგ­რამ ვერ გე­ტყვით, რომ ყვე­ლა­ფერს უშ­რომ­ვე­ლად ან მარ­ტი­ვად მი­ი­ღებთ. სიყ­ვა­რუ­ლი უამ­რა­ვი სა­სი­ა­მოვ­ნო მო­მენ­ტით იქ­ნე­ბა აღ­სავ­სე. ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა მშობ­ლე­ბი გახ­დნენ ან გა­ი­გონ, რომ მალე გახ­დე­ბი­ან. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად გავ­ლე­ნი­ა­ნი მე­გობ­რის მხარ­და­ჭე­რა დაგ­ჭირ­დე­ბათ. ეცა­დეთ, დახ­მა­რე­ბა იმათ სთხო­ვოთ, ვინც კად­ნი­ე­რე­ბა­ში არ ჩა­გით­ვლით. მოგ­ზა­უ­რო­ბა შე­მოდ­გო­მა­ზე და­გეგ­მეთ.

    კურო - ღორი

    ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი და სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბი მთელ დრო­სა და ენერ­გი­ას წა­გარ­თმე­ვენ. უამ­რავ პრობ­ლე­მას­თან და­მო­უ­კი­დებ­ლად მო­გი­წევთ გამ­კლა­ვე­ბა. თუმ­ცა, არ გირ­ჩევთ პი­რა­დი გრძნო­ბე­ბი­სა და სა­კუ­თა­რი თა­ვის და­ვი­წყე­ბას. ხში­რად ეს­ტუმ­რეთ სპა-სა­ლო­ნებს, და­კავ­დი სპორ­ტით. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის გუ­ლის და­პყრო­ბა გაქვთ გა­და­წყვე­ტი­ლი. თუ ფულს არ გაფ­ლან­გავთ, ვა­ლე­ბის აღე­ბა არ მო­გი­წევთ.

    კურო - ძაღ­ლი

    თუ გსურთ, წლის ბო­ლოს მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე იყოთ - და­წი­ნა­ურ­დეთ ან ბო­ნუ­სე­ბი მი­ი­ღოთ, წლის და­სა­წყის­ში მე­ტად უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეთ, მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ თქვე­ნი ნიჭი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ფული გე­ყო­ფათ გარ­დე­რო­ბის გა­ნახ­ლე­ბა­ზეც, ბი­ნის კა­პი­ტა­ლურ რე­მონტზეც და ზღვის­პი­რას დას­ვე­ნე­ბა­ზეც. მარ­ტო­ხე­ლებს რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა ელით და უკვე შე­მოდ­გო­მა­ზე და­ქორ­წი­ნე­ბას გა­და­წყვე­ტენ. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებს კი ვა­ლე­ბის გას­ტუმ­რე­ბა და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა ელით.

    კურო - მა­მა­ლი

    წლის მმარ­თვე­ლი და­გეხ­მა­რე­ბათ, გა­და­ლა­ხოთ ყვე­ლა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა და სურ­ვი­ლე­ბი აის­რუ­ლოთ. იყა­ვით კე­თილ­გო­ნი­ე­რი. ნუ მოც­დე­ბით ისეთ საქ­მე­ებ­ზე, რაც გა­მარ­ჯვე­ბას ან ფულს არ მო­გი­ტანთ. რაც უფრო მიზ­ნა­მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბით პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, მით უკე­თე­სია, უფრო მყარ კავ­შირს შექ­მნით. გა­უფრ­თხილ­დით ჯან­მრთე­ლო­ბას. გა­ზა­ფხუ­ლი გა­ცი­ვე­ბი­სა და ვირუ­სე­ბის შე­მო­ტე­ვის სე­ზო­ნია. გარ­თუ­ლე­ბე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად მი­მარ­თეთ სპე­ცი­ა­ლიტს.
    67 ნახვა
    29-11-2019, 00:18