X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
reklama
Loading...
2020 წლის სიყვარულის ჰოროსკოპი – ვისთვის იქნება ყველაზე ბედნიერი ვირთხის წელი?
  • 2020 წლის სიყვარულის ჰოროსკოპი – ვისთვის იქნება ყველაზე ბედნიერი ვირთხის წელი?

    ვერძი

    2020 წელი, სასიყვარულო თვალსაზრისით, ბევრ ცვლილებას არ გპირდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სანამ ახალ სასიყვარულო ურთიერთობას დაიწყებთ ან უკვე არსებულ ურთიერთობაში ცვლილების შეტანას გადაწყვეტთ, ჯერ კარგად დაფიქრდით და გადაწყვიტეთ, რა გსურთ ცხოვრებისგან. მაისში თქვენს ცხოვრებაში ისეთი რამ მოხდება, რომ ყველა კითხვაზე მიიღებთ პასუხს. გირჩევთ, არ იყოთ რადიკალურები გადაწყვეტილებების მისაღებად და არ იმოქმედოთ იმპულსურად.

    კურო

    მთელი წლის განმავლობაში იქნებით უჩვეულოდ ემოციურები საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას. თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი. მაგალითად, შესაძლოა, საყვარელ ადამიანთან გადახვიდეთ საცხოვრებლად ან
    პირიქით, დაშორდეთ მას. ასტროლოგები ურთიერთობებში რადიკალურ ცვლილებებს გიწინასწარმეტყველებენ. თუ საყვარელი ადამიანი არ გყავთ, დიდი ალბათობით, სწორედ 2020 წელს იპოვით.

    ტყუპები

    სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით, შესაძლოა, 2020 წელი საუკეთესო არ აღმოჩნდეს. იგრძნობთ, რომ თითქოს რომანტიკა აღარ გჭირდებათ და საკუთარ თავთან მარტო ყოფნა ყველაზე მეტად გაბედნიერებთ. შესაძლოა, უიმედობამ შეგიპყროთ, იფიქროთ, რომ სიყვარულს ვერასდროს იპოვით ან სასიყვარულო ურთიერთობებში არსებულ პრობლემებს ვერასოდეს მოაგვარებთ, მაგრამ გირჩევთ, დამშვიდდეთ, აგვისტოში სასიყვარულო ცხოვრება შედარებით დასტაბილურდება.

    კირჩხიბი

    თუ ჯერ დაქორწინებული არ ხართ, ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს ნაბიჯი 2020 წელს გადადგათ, რადგანაც ქორწინება აუცილებლად წარმატებული იქნება. მიხვდებით, რომ მარტო ცხოვრება, მარტო ყოფნა მოგბეზრდათ. მოისურვებთ, რომ გვერდით გყავდეთ ადამიანი, რომელსაც დარდს, სიხარულს გაუზიარებთ, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში კომპანიონობას გაგიწევთ. შესაძლოა, წლის მეორე ნახევარში ვარსკვლავებმა რომანტიკულ ურთიერთობაში გამოცდა მოგიწყონ, თუმცა გამოწვევას მარტივად დაძლევთ.

    ლომი

    ემოციებს უფლება არ მისცეთ, რომ გმართონ. ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს ემოციურ ფონზე, იყავით რაციონალურები. ამ შემთხვევაში თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა წარმატებული იქნება. აგვისტო განსაკუთრებით კარგი იქნება სასიყვარულო ურთიერთობისთვის. შეძლებთ სასიყვარულო კავშირი ურყევი და მყარი გახადოთ. დადებითი ემოციებით დაიმუხტებით.

    ქალწული

    თქვენ უამრავი კითხვა გაწუხებთ სასიყვარულო ურთიერთობებთან დაკავშირებით. 2020 წელს ამ კითხვებზე პასუხებს იპოვით. გაარკვევთ, კონკრეტულ ადამიანთან ყოფნა გსურთ თუ არა. თუ ვინმე მოგწონთ, გადადგით პირველი ნაბიჯი, იყავით უფრო მეტად გამბედავები. ამ შემთხვევაში ვარსკვლავები სიყვარულით სავსე წელიწადს გპირდებიან. სიყვარულში იმოქმედეთ სპონტანურად, დაივიწყეთ პერფექციონიზმი და თავადვე ნახავთ, როგორ გაგიმართლებთ.

    სასწორი

    2020 წელი თქვენთვის არც ისე კარგია. ემოციურად არამდგრადები იქნებით, საკუთარ თავთან გექნებათ კრიზისი, რაც გავლენას მოახდენს სასიყვარულო ურთიერთობაზეც. ასტროლოგები გირჩევენ, რომ უფრო მეტი დრო დაუთმოთ განტვირთვას, დაკავდეთ მედიტაციით. მხოლოდ ასე შეძლებთ მიხვდეთ, თუ რა გინდათ სინამდვილეში. ეცადეთ, რომანტიკულ ურთიერთობაში არ იყოთ რადიკალურები.

    მორიელი

    სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით, 2020 კარგი წელია, განსაკუთრებულ წარმატებას კი წლის დასაწყისი გპირდებათ. თუ უკვე ურთიერთობაში ხართ, თქვენი სიყვარული ახალ საფეხურზე გადავა, უფრო გაღრმავდება და საყვარელი ადამიანის მიმართ უფრო მეტი ნდობა გაგიჩნდებათ. თუ მარტოხელა ხართ, მოემზადეთ დაუვიწყარი სასიყვარულო თავგადასავლისთვის. შესაძლოა, „მას“ ახალი წლის ღამეს შეხვდეთ.

    მშვილდოსანი

    რომანტიკული ურთიერთობისთვის ახლა მზად იქნებით ისე, როგორც არასდროს. თქვენ გინდათ ბედნიერება, გინდათ, რომ იპოვოთ ადამიანი, ვის გვერდითაც თავს ჰარმონიულად იგრძნობთ. სამყარო პოზიტიური ვიბრაციებისთვის დაგაჯილდოებთ და სიყვარულს გაპოვნინებთ. ეს წელი კარგი იქნება ურთიერთობის ფორმალიზებისთვისაც. გირჩევთ, დაქორწინების გადაწყვეტილება მიიღოთ. 2020 წლის ნოემბრამდე ისეთი თავბრუდამხვევი სასიყვარულო თავგადასავალი გელოდებათ, რომ ამ პერიოდს ვერასოდეს დაივიწყებთ.

    თხის რქა

    თქვენ არ გიყვართ მოულოდნელობები, მაგრამ 2020 წელი სწორედ რომ ბევრ მოულოდნელობას გპირდებათ. განსაკუთრებით კი, სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით. შესაძლოა, შეგიყვარდეთ ის ადამიანი, ვინც აქამდე მხოლოდ მეგობრად მიგაჩნდათ, ან წარსულიდან გამოჩნდეს ყოფილი თაყვანისმცემელი და მასთან დაიწყოთ სასიყვარულო ურთიერთობა. თუ უკვე ურთიერთობაში ხართ, თქვენი ცხოვრება სტაბილური იქნება და დიდი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

    მერწყული

    სასიყვარულო ურთიერთობებში არასტაბილურობაა მოსალოდნელი, თუმცა მსგავსი რაღაცები თქვენ არ გაკვირვებთ. უფრო მეტად მნიშვნელოვანი პროფესიული კუთხით განვითარება იქნება და იმდენად იქნებით დაკავებულები, რომ სიყვარულისთვის დროს ვერ გამონახავთ. გირჩევთ, ხანდახან მაინც განიტვირთოთ და ბალანსი არ დაკარგოთ.

    თევზები
    იღბალი თქვენ მხარესაა. თუ ჯერ საყვარელი ადამიანი არ გყავთ, 2020 წელი მას გაპოვნინებთ. ახალი წელი თითქოს მდორედ დაიწყება, მაგრამ გაზაფხულიდან ყველაფერი შეიცვლება. შესაძლოა, დაქორწინების გადაწყვეტილებაც მიიღოთ. ამ პერიოდში დაწყებული ურთიერთობა აუცილებლად იქნება წარმატებული. თუ უკვე საყვარელი ადამიანი გყავთ, ურთიერთობა უფრო მყარი გახდება.

    ნია ფალავანდიშვილი
    170 ნახვა
    28-11-2019, 00:05