X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
რა არის თქვენი მისია ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და რა თვისებები უნდა განავითაროთ საკუთარ თავში?
  • რა არის თქვენი მისია ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და რა თვისებები უნდა განავითაროთ საკუთარ თავში?

    ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პრინ­ცი­პე­ბის მი­ხედ­ვით, ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის ამ­ქვეყ­ნად და­ბა­დე­ბა, კონ­კრე­ტუ­ლი მი­სი­ით ხდე­ბა. თუმ­ცა, ჩვენ, გარ­და ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი მი­სი­ი­სა, წინა ინ­კარ­ნა­ცი­ა­ში დაგ­რო­ვი­ლი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბაც მოგ­ვყვე­ბა თან, ყო­ველ ახალ ინ­კარ­ნა­ცი­ა­ში მოვ­ლი­ნე­ბი­სას.

    ხში­რად ეს გა­მოც­დი­ლე­ბა, იმ შეც­დო­მე­ბის შე­სა­ხე­ბაც მო­ი­ცავს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლე­ბიც წინა ინ­კარ­ნა­ცი­ი­სას და­ვუშ­ვით და მათი მეშ­ვე­ო­ბით თავი და­ვი­ზა­რა­ლეთ ან სუ­ლაც სხვას და­ვუ­შა­ვეთ რამე. ადა­მი­ა­ნის მიერ წი­ნა­მორ­ბედ ინ­კარ­ნა­ცი­ა­ში დაგ­რო­ვილ გა­მოც­დი­ლე­ბას და იმას, თუ ახ­ლან­დე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე, კონ­კრე­ტუ­ლად რა თვი­სე­ბე­ბი უნდა გა­ნა­ვი­თა­როს მან სა­კუ­თარ თავ­ში, მთვა­რის კვან­ძე­ბის ე.წ. რა­ხუს და კე­ტუს მდე­ბა­რე­ო­ბა მი­უ­თი­თებს. იმის მი­ხედ­ვით, თუ რო­მელ ნი­შან­ში, ზო­დი­ა­ქოს მე­რამ­დე­ნე სახ­ლში და რა სა­ხის ას­პექ­ტა­ცი­ით ხა­სი­ათ­დე­ბა ჩვენს პი­რად რუ­კა­ში კე­ტუს - ანუ დაღ­მა­ვა­ლი კვან­ძის მდე­ბა­რე­ო­ბა, ას­ტრო­ლოგს შე­უძ­ლია ივა­რა­უ­დოს, თუ რა სა­ხის ნე­გა­ტი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა დაგ­ვიგ­როვ­და ჩვენ წინა ინ­კარ­ნა­ცი­ის მან­ძილ­ზე, ხოლო რა­ხუს მდე­ბა­რე­ო­ბა პი­რი­ქით, მიგ­ვა­ნიშ­ნებს იმა­ზე, თუ კონ­კრე­ტუ­ლად რო­გო­რი უნდა იყოს ჩვე­ნი ამ­ჟა­მინ­დე­ლი ცხოვ­რე­ბა, სა­ი­მი­სოდ, რომ აღ­მა­ვა­ლი კვან­ძის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა პირ­ნათ­ლად შე­ვას­რუ­ლოთ და წარ­სუ­ლის შეც­დო­მე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ვა­ნე­იტ­რა­ლოთ.

    არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა ისე, რომ სწო­რედ რა­ხუს მდე­ბა­რე­ო­ბის მი­ხედ­ვით სა­ზღვრა­ვენ ას­ტრო­ლო­გე­ბი ასე­ვე იმას, თუ რა პრო­ფე­სი­აა პი­როვ­ნე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე მე­ტად მი­სა­ღე­ბი და გა­მო­სა­დე­გი. ეს იმი­ტომ რომ, სწო­რედ აღ­მა­ვა­ლი კვან­ძის სფე­რობ­ში მოღ­ვა­წე­ო­ბა იძ­ლე­ვა შანსს სა­ი­მი­სოდ, რომ ჩვენ­ში რა­ხუს პო­ტენ­ცი­ა­ლი გან­ვა­ვი­თა­როთ და აღ­მა­ვა­ლი მი­სია პირ­ნათ­ლად შე­ვას­რუ­ლოთ. ასე მა­გა­ლი­თად, ბევ­რი მსა­ხი­ო­ბი იბა­დე­ბა აღ­მა­ვა­ლი კვან­ძით ლო­მის ზო­დი­ა­ქო­ში. ეს იმი­ტომ, რომ ლომი თე­ატ­რა­ლურ ხე­ლოვ­ნე­ბას "კუ­რი­რებს", თუკი ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ ქმულ­თან ერ­თად, თქვე­ნი რახუ ლო­მის ზო­დი­ა­ქოს გარ­და, მე­ხუ­თე ანუ ლო­მის­ვე სახ­ლშია გან­თავ­სე­ბუ­ლი, ეს ერ­თი­ო­რად ამ­ტკი­ცებს იმის ალ­ბა­თო­ბას, რომ თქვენ­ში სამ­სა­ხი­ო­ბო ტა­ლან­ტი, სა­შუ­ა­ლო­ზე ბევ­რად მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა. თუმ­ცა, რა­ხუს ამ­გვა­რი კომ­ბი­ნა­ცია მარ­ტო­ო­დენ სამ­სა­ხი­ო­ბო ნი­ჭით როდი ხა­სი­ათ­დე­ბა, აღ­მა­ვა­ლი კვან­ძი ლომ­ში ზო­გა­დად ლი­დე­რის თვი­სე­ბებ­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის პერ­სპექ­ტი­ვებ­ზეც მი­უ­თი­თებს ამა თუ იმ ადა­მი­ა­ნის რუ­კა­ში. ზუს­ტად იმა­ვე პრინ­ცი­პით ხდე­ბა იმ პრო­ფე­სი­ის გან­სა­ზღვრა, რო­მელ­საც სა­სურ­ვე­ლია არა­სო­დეს მოვ­კი­დოთ ხელი თუკი ჩვე­ნი დაღ­მა­ვა­ლი კვან­ძი ანუ კეტუ ამ პრო­ფე­სი­ის აღმნიშ­ვნელ ნი­შან­ში იმ­ყო­ფე­ბა. ასე მა­გა­ლი­თად, ადა­მი­ა­ნის­თვის, რო­მე­ლიც დაღ­მა­ვალ კვანძს ქალ­წუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში ფლობს, უკუჩ­ვე­ნე­ბა აქვს სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ფი­ლის მქო­ნე ნე­ბის­მი­ერ საქ­მი­ა­ნო­ბას. ყვე­ლა­ფერ ამას­თან ერ­თად, თუ მის პი­რად კო­მსოგ­რა­მა­ში, შავი მთვა­რის ანუ ლი­ლი­ტის იგი­ვე ქალ­წუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში მდე­ბა­რე­ო­ბაც ამ­ძი­მებს სუ­რათს, ას­ტრო­ლო­გი­უ­რად ამ­გვა­რი ადა­მი­ა­ნის­თვის ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად აკ­რძა­ლუ­ლია სა­მე­დი­ცი­ნო პრაქ­ტი­კა. რად­გან შან­სი იმი­სა, რომ მისი დაღ­მა­ვა­ლი კვან­ძის გან­ვი­თა­რე­ბა, პლუს ლი­ლი­ტის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, მას რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნალს, დიდ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა­სა და ხში­რად ტრა­გი­კულ შემ­თხვე­ვებ­საც უქა­დის პრო­ფე­სი­ულ სარ­ბი­ელ­ზე.

    რა­ხუს (აღ­მა­ვა­ლი კვან­ძი) და კე­ტუს (დაღ­მა­ვა­ლი კვან­ძი) გრა­ფი­კუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი


    პრო­ფე­სი­ე­ბი რა­ხუს და კე­ტუს სხვა­დას­ხვა ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­ში გან­ლა­გე­ბის მი­ხედ­ვით

    ვერ­ძში - სამ­ხედ­რო სფე­რო, სპორ­ტუ­ლი სარ­ბი­ე­ლი, იუ­რის­პუ­დენ­ცია.

    კუ­რო­ში - ფი­ნან­სე­ბი, მე­ნე­ჯმენ­ტი, კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი, კოს­მე­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბის წარ­მო­ე­ბა.

    ტყუპ­ში - სა­გა­მომ­ცემ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა, ჟურ­ნა­ლის­ტი­კა, რეკ­ლა­მა, კრე­ა­ტი­ვი.

    კირჩხიბ­ში - სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნე­სი, ბიზ­ნე­სი სახ­ლი­დან, ან­ტიკ­ვა­რი­ა­ტით ვაჭ­რო­ბა.

    ლომ­ში - თე­ატ­რა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბა, სა­რეკ­ლა­მო ან პი­ა­რის სფე­რო.

    ქალ­წულ­ში - სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო, ფარ­მა­ცია, სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი, მე­ნე­ჯმენ­ტი.

    სას­წორ­ში - სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სფე­რო­ე­ბი, მო­დის ინ­დუსტრია, სა­კონ­სულ­ტა­ციო საქ­მი­ა­ნო­ბა.

    მო­რი­ელ­ში - კვლე­ვი­თი სფე­რო, ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რა, სა­გა­მო­ძი­ე­ბო საქ­მი­ა­ნო­ბა, კრი­მი­ნა­ლის­ტი­კა.

    მშვილ­დო­სან­ში - პე­და­გო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, სპორ­ტუ­ლი სარ­ბი­ე­ლი.

    თხის რქა­ში - პო­ლი­ტი­კა, მარ­თვა და მე­ნე­ჯმენ­ტი, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სფე­რო.

    მერ­წყუ­ლი - ინ­ტერ­ნეტ-კო­მერ­ცია, მარ­კე­ტინ­გი, ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა.

    თევ­ზებ­ში - სა­რე­ჟი­სო­რო საქ­მი­ა­ნო­ბა, ფსი­ქო­ლო­გია, სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი.
    წყარო: ambebi.ge/astrology
    43 ნახვა
    27-11-2019, 02:03