X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
reklama
Loading...
2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი მშვილდოსნებისთვის - "ფინანსური საკითხების მოგვარების წელია"
  • 2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი მშვილდოსნებისთვის - "ფინანსური საკითხების მოგვარების წელია"

    ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბის წე­ლია. შე­იძ­ლე­ბა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნის­გა­ნაც კი მი­ი­ღოთ. შე­იძ­ლე­ბა დრო­ე­ბით უა­რის თქმამ მო­გი­წი­ოთ გარ­თო­ბა­სა და ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნა­ზე. სა­ინ­ტე­რე­სო შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს მი­ი­ღებთ. მცი­რე და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზეც კი არ თქვათ უარი. ისი­ნი პერ­სპექ­ტი­უ­ლი იქ­ნე­ბა.

    2020 წელს ხში­რი მივ­ლი­ნე­ბა გე­ლით, რაც ძვე­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ. შე­არ­ბი­ლეთ ტონი ახ­ლობ­ლებ­თან სა­უბ­რი­სას. მხო­ლოდ მე­გობ­რუ­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე სა­უბ­რით შეძ­ლებთ სირ­თუ­ლე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბას. წლის და­სა­წყის­ში სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სა­კი­თხე­ბი გექ­ნე­ბათ მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში რო­მან­ტი­კუ­ლი გან­წყო­ბას ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა ჩა­ა­ნაც­ვლებს.

    ზა­ფხულ­ში გა­უფრ­თხილ­დით სა­ფუ­ლეს, აგ­რეთ­ვე, გაფრ­თხილ­დით, აფე­რის­ტე­ბის მსხვერ­პლი არ გახ­დეთ. გარ­შე­მო მყო­ფებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას მე­ტად კო­რექ­ტუ­ლი უნდა იყოთ. შე­იძ­ლე­ბა ფსი­ქო­ლო­გის კონ­სულ­ტა­ცია დაგ­ჭირ­დეთ. გა­ზა­ფხულ­ზე და­წყე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი შე­იძ­ლე­ბა და­უს­რუ­ლე­ბელ უსი­ა­მოვ­ნე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­დოს. მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­თო­კეთ ემო­ცი­ე­ბი.

    თქვენ უკვე დიდი ხა­ნია გსურთ კომ­ფორ­ტუ­ლი და მშვი­დი ცხოვ­რე­ბა. ვირ­თხის წელ­ში მიხ­ვდე­ბით, რომ ხელს არა­ფე­რი გიშ­ლით. მთა­ვა­რია, ჰარ­მო­ნი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და­ამ­ყა­როთ ოჯა­ხის წევ­რებ­თან. ეცა­დეთ, ხში­რად შე­ხე­დოთ ხოლ­მე სა­კუ­თარ თავს გვერ­დი­დან. ასე უფრო კარ­გად გა­ერ­კვე­ვით უსი­ა­მოვ­ნე­ბებ­ში.

    წლის ბო­ლოს უამ­რა­ვი გეგ­მა და­გიგ­როვ­დე­ბათ, მათ გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად კი სულ უფრო ცოტა დრო დაგ­რჩე­ბათ. ეცა­დეთ მშვი­დად შეხ­ვდეთ იმ ფაქ­ტებს, რომ ზოგ­ჯერ ტექ­ნი­კა ფუჭ­დე­ბა ან მან­ქა­ნას სჭირ­დე­ბა რე­მონ­ტი ან ბინა უნდა და­ცა­ლოთ.

    სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის პროგ­ნო­ზი 2020 წლის­თვის

    თქვე­ნი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ბრა­ზი­ლი­ურ სე­რი­ალს და­ემ­სგავ­სე­ბა, სა­დაც ვნე­ბა და ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­კვე­ვა ერ­თმა­ნეთს შეც­ვლის. ზო­გი­ერ­თი ურ­თი­ერ­თო­ბა დას­რულ­დე­ბა. ზო­გი­ერთს კი ზედ­მე­ტი ძა­ლის­ხმე­ვა მარ­თებს, რომ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს და გა­და­არ­ჩი­ნოს კავ­ში­რი. მარ­ტო­ხე­ლა მშვილ­დოს­ნებს ელით შეხ­ვედ­რა ისეთ ადა­მი­ან­თან, რო­მელ­ზეც ოც­ნე­ბობ­დნენ.

    და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებს უსი­ა­მოვ­ნე­ბა ელით ოჯა­ხის წევ­რებ­თან და ნა­თე­სა­ვებ­თან სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სა­კი­თხე­ბი­სა და ფი­ნან­სე­ბის გამო. ფუტ­კა­რი­ვით უნდა იშ­რო­მოთ, რომ მათი მო­თხოვ­ნე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლოთ. ახ­ლობ­ლებ­თან უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი მშვი­დად მო­აგ­ვა­რეთ. ნუ მი­ი­ღეთ ისეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, რომ მათ გული ეტ­კი­ნოთ.

    მარ­ტო­ხე­ლე­ბი ხში­რად და­ეს­წა­რით წვე­უ­ლე­ბებს, შეხ­ვდით მე­გობ­რებს გა­სარ­თობ ცენ­ტრებ­ში. მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­იძ­ლე­ბა ყო­ფილ შეყ­ვა­რე­ბულ­საც კი შეხ­ვდეთ. მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა მხო­ლოდ თქვენს სურ­ვილ­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. წლის ბო­ლოს მშვილ­დოს­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა და­ქორ­წი­ნე­ბას გა­და­წყვეტს. ზოგი კი სხვა ქა­ლაქ­ში გა­და­წყვეტს სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლას. ზო­გი­ერ­თი მშვილ­დო­სა­ნი მშო­ბე­ლი გახ­დე­ბა.

    რაც უნდა ხდე­ბო­დეს თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში ეცა­დეთ, არ მი­ი­ღოთ და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. იყა­ვით ოპ­ტი­მის­ტურ გან­წყო­ბა­ზე. თუ თა­ვად გი­ჭირთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, დახ­მა­რე­ბა მხო­ლოდ უერ­თგუ­ლეს ადა­მი­ა­ნებს სთხო­ვეთ. ზა­ფხულ­ში აუ­ცი­ლებ­ლად და­ის­ვე­ნეთ, ჩა­ი­ტა­რეთ გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი.

    2020 წლის ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი მა­მა­კა­ცი მშვილ­დოს­ნე­ბის­თვის

    და­იდ­გი­ნეთ დღის გან­რი­გი, იმოქ­მე­დეთ დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლად და აუჩ­ქა­რებ­ლად. თუ საფრ­თხი­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა გაქვთ, და­ი­ცა­ვით უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი. დაკ­ვირ­ვე­ბა გმარ­თებთ ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბი­სას. ვირ­თხვის წე­ლი­წად­ში უნდა გა­მო­ნა­ხოთ დრო სწავ­ლის­თვის, თუნ­დაც ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვა­ში და­ხე­ლოვ­ნდით. ახალ­გაც­ნო­ბი­ლებ­თან სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ, უმ­ჯო­ბე­სია დრო­ში გა­მოც­დილ ახ­ლობ­ლებ­თან იკონ­ტა­ტ­ქოთ.

    მოგ­ზა­უ­რო­ბა და­გეგ­მეთ აგ­ვის­ტოს ბო­ლოს და დე­კემ­ბერ­ში. ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­შის დროს უნდა გა­უფრ­თხილ­დეთ მუხ­ლებს. მო­ე­რი­დეთ სი­ტუ­ა­ცი­ის დრა­მა­ტი­ზე­ბას ოჯახ­ში. პი­რა­დი სა­კი­თხე­ბი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მო­აგ­ვა­რეთ.

    2020 წლის ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი ქალ­ბა­ტო­ნი მშვილ­დოს­ნე­ბის­თვის

    სა­სი­ა­მოვ­ნო მო­მენ­ტე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი წელი გე­ლით. ყო­ველ სე­ზონ­ზე იპო­ვით რა­ი­მე არა­ორ­დი­ნა­რულ­სა და აღ­საფრ­თო­ვა­ნე­ბელს. კარ­გი წელი ელით მათ, ვინც პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბა-მოგ­ვა­რე­ბას ცდი­ლობს. იყა­ვით მე­ტად ინი­ცი­ა­ტი­ვი­ა­ნი, რათა მო­ი­გოთ სა­სურ­ვე­ლი მა­მა­კა­ცის გული.

    სამ­სა­ხუ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად ნუ და­ი­ვი­წყებთ ნი­ჭ­სა და უნა­რებს. კო­ლე­გე­ბის დახ­მა­რე­ბით ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას შეძ­ლებთ. გაფრ­თხილ­დით, არ შე­ის­ვათ ზურ­გზე ადა­მი­ა­ნი, ვი­საც შრო­მა ეზა­რე­ბა და თქვენს ხარ­ჯზე ცდი­ლობს რე­ა­ლი­ზე­ბას. იზ­რუ­ნეთ სხე­უ­ლი­სა და კა­ნის სი­ჯან­სა­ღე­ზე. ნე­ბის­მი­ერ კამ­პა­ნი­ა­ში გა­მო­ავ­ლი­ნეთ თქვე­ნი ინ­ტე­ლექ­ტი, იუ­მო­რის გრძნო­ბა.

    2020 წლის ფი­ნან­სუ­რი პროგ­ნო­ზი

    მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მფლან­გვე­ლი ხართ და არც ხურ­დის დათ­ვლა გა­ხა­სი­ა­თებთ, 2020 წელს ყო­ვე­ლი "თეთ­რის" გა­კონ­ტრო­ლე­ბა მო­გი­წევთ. გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი და დაგ­რო­ვი­ლი ფუ­ლით შე­გიძ­ლი­ათ იმოგ­ზა­უ­როთ, გა­ერ­თოთ, საყ­ვა­რე­ლი ჰო­ბით და­კავ­დეთ. გან­სა­კუთ­რე­ბულ შე­მო­სა­ვალს ნუ ელით, მხო­ლოდ შრო­მით მო­ი­პო­ვებთ "პუ­რის ფულს".

    ეცა­დეთ შე­ად­გი­ნოთ სა­ო­ჯა­ხო ბი­უ­ჯე­ტი. გან­სა­კუთ­რე­ბით და­ინ­გა­რი­შეთ მე­გობ­რე­ბის და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბი. იყა­ვით მე­ტად პრაქ­ტი­კუ­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით ნო­ემ­ბერ­ში გმარ­თებთ ფუ­ლის მომ­ჭირ­ნედ ხარ­ჯვა. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ ადრე და­წყე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სი, მაგ­რამ აქაც შე­მო­სა­ვა­ლი მხო­ლოდ აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში უნდა და­ხარ­ჯოთ. ან გლო­ბა­ლურ სა­კი­თხებ­ზე - ბიზ­ნე­სის გა­ფარ­თო­ე­ბა, სახ­ლის რე­მონ­ტი ან უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შეს­ყიდ­ვა.

    ზა­ფხუ­ლი სარ­ფი­ა­ნი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სე­ზო­ნია. აკუ­რა­ტუ­ლო­ბა გმარ­თებთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სას. და­აკ­ვირ­დით თი­თო­ე­ულ დე­ტალს.

    2020 წლის კა­რი­ე­რის პროგ­ნო­ზი

    კა­რი­ე­რისტ და ავან­ტი­უ­რისტ მშვილ­დოს­ნებს საგ­რძნობ­ლად გა­გი­მარ­თლებთ. ეცა­დეთ, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ ურ­თი­ერ­თო­ბა ზემ­დგო­მებ­თან, ადა­მი­ა­ნებ­თან, ვის­ზეც თქვე­ნი წინსვლაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. გა­ზა­ფხულ­ზე ახა­ლის შეს­წავ­ლის, თვალ­სა­წი­ე­რის გა­ფარ­თო­ე­ბის სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდე­ბათ. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს და­ხე­ლოვ­ნე­ბის კურ­სე­ბიც. პარტნი­ო­რებ­თან და კონ­კუ­რენ­ტებ­თა­ნაც კი უნდა იყოთ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი. იყა­ვით მე­ტად გა­ბე­დუ­ლი. თუ კუ­თხე­ში იჯ­დე­ბით, ვერც ვე­რა­ვინ შე­გამ­ჩნევთ. კარ­გი წე­ლია მივ­ლი­ნე­ბი­სა და კონ­ტრაქ­ტე­ბის გა­სა­ფორ­მებ­ლად. ზო­გი­ერ­თი გარ­კვე­უ­ლი თან­ხის დაგ­რო­ვე­ბას პენ­სი­ის­თვის და­ი­წყებს, რომ იმ პე­რი­ოდ­შიც ჰქონ­დეს გარ­თო­ბის ფული.

    2020 წლის ჯან­მრთე­ლო­ბის პროგ­ნო­ზი

    ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვა მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გმარ­თებთ. გა­ი­კა­ჟეთ სხე­უ­ლი. თქვენს მონ­დო­მა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი თქვე­ნი შეგ­რძნე­ბა. ეცა­დეთ, ნაკ­ლე­ბი დრო გა­ა­ტა­როთ კომ­პი­უ­ტერ­თან. ხში­რად ისე­ირ­ნეთ. გა­იძ­ლი­ე­რეთ ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა. გა­მო­ნა­ხეთ დრო ცურ­ვის­თვის. ისე­ირ­ნეთ სუფ­თა ჰა­ერ­ზე. ხში­რად მო­ა­წყვეთ პიკ­ნი­კე­ბი, თევ­ზა­ო­ბა. ისე­ირ­ნეთ ტყე­სა და ნაკ­რძალ­ში. მკურ­ნა­ლო­ბის­თვის მხო­ლოდ სპე­ცი­ა­ლის­ტებს მი­მარ­თეთ.

    ზა­ფხულ­ში ცურ­ვა და მზის აბა­ზა­ნე­ბის მი­ღე­ბა გმარ­თებთ. აუ­ცი­ლებ­ლად გა­ემ­გზავ­რეთ ზღვა­ზე. წლის გრილ სე­ზონ­ზე კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ სა­უ­ნა, აბა­ნო. კვე­ბი­სას არ გა­დატ­ვირ­თოთ კუჭი.

    რა გე­ლით მშვილ­დოს­ნებს თვე­ე­ბის მი­ხედ­ვით

    იან­ვა­რი - ყვე­ლა­ფე­რი ახა­ლი და და პერ­სპექ­ტი­უ­ლი თა­ვად ჩა­გი­ვარ­დე­ბათ ხელ­ში.

    თე­ბერ­ვა­ლი - სწავ­ლის, თვალ­სა­წი­ე­რის გა­ფარ­თო­ე­ბის თვეა.

    მარ­ტი - გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ნა­თე­სა­ვებ­თან.

    აპ­რი­ლი - და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მო­აგ­ვა­რეთ ყვე­ლა პრობ­ლე­მა.

    მა­ი­სი - პრო­დუქ­ტი­უ­ლი თვე გე­ლით. ყუ­რა­დღე­ბით იყა­ვით დე­ტა­ლე­ბი­სად­მი.

    ივ­ნი­სი - ნაკ­ლე­ბი იკა­მა­თეთ და ნუ ეც­დე­ბით თქვე­ნი სი­მარ­თლის დამ­ტკი­ცე­ბას.

    ივ­ლი­სი - რთუ­ლი თვეა, რად­გან სწო­რი გათ­ვლე­ბი გმარ­თებთ.

    აგ­ვის­ტო - სი­ტუ­ა­ცი­ას და­ა­რე­გუ­ლი­რებთ და ამო­სუნ­თქვას შეძ­ლებთ.

    სექ­ტემ­ბე­რი - გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა.

    ოქ­ტომ­ბე­რი - მო­ე­რი­დეთ უსი­ა­მოვ­ნო სი­ტუ­ა­ცი­ებს გარ­შე­მო მყო­ფებ­თან.

    ნო­ემ­ბე­რი - უმ­ჯო­ბე­სია ერ­თგულ თა­ნა­მო­ა­აზ­რებ­თან ერ­თად იმუ­შა­ოთ, ვიდ­რე მარ­ტომ.

    დე­კემ­ბე­რი - კონ­კრე­ტი­კა და მკაც­რი დის­ციპ­ლი­ნა გმარ­თებთ.
    წყარო: ambebi.ge/astrology
    75 ნახვა
    25-11-2019, 00:21