X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
reklama
Loading...
ზოდიაქოს ნიშნის დედამთილები
  • ზოდიაქოს ნიშნის დედამთილები

    ვერძი

    მას ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე მეტად უხარია შვილის ,,გაბედნიერება”. მართალია, ძალიან უყვარს, ძალიან ზრუნავს მათზე, მაგრამ ვერძი, მთლად დიასახლისობისთვის რომ მიეძღვნა თავი, მოწოდებით დედა ნამდვილად არ არის. მას თავისი ცხოვრებაც აქვს და როცა თავის საზრუნავს ,,პატრონს ჩააბარებს” სიამოვნებით მოძებნის რამე სხვა საქმეს. იგი პატივს სცემს თავისი შვილის არჩევანს და თუ თქვენ თვითონ არ მოახვიეთ თქვენი პრობლემები თავს, თქვენს ურთიერთობაში არასოდეს ჩაერევა. ვერძს მიაჩნია, რომ მისი გაკეთებული ყველაფერი ძალიან მაგარია და მისი გაკეთებულია თქვენი საყვარელი მეუღლეც. ასე რომ, გულის მოსაოხებლად ვინმე სხვა მოძებნეთ.

    ვერძთან ურთიერთობა არც ისე რთულია, თუკი მის პირდაპირობას და საუბრის ცოტა აგრესიულ ტონს ყურადღებას არ მიაქცევთ და როცა თავის აზრს გამოთქვამს პირში არ მიახტებით და არ შეეწინააღმდეგებით, შესანიშნავი დედამთილი გეყოლებათ, რომელიც არც დედის დაძახებას მოგთხოვთ და არც მასთან ცხოვრებას. ერთი რამ კარგად დაიმახსოვრეთ, მან თქვენზე უკეთ იცის ყველაფერი და საწინააღმდეგოს მტკიცებას ნუ ეცდებით. მოკლედ, რაღაც რაღაცეები უნდა გაატაროთ, არ გაატარებთ და გულში ნამდვილად არ ჩაიდებს წყენას, დიდი დიდი მფრინავი თეფშების ნამსხვრევების აკრეფა მოგიწიოთ.



    კურო



    თქვენი ოჯახური რეცეპტები თქვენთვის შეინახეთ, მას საკუთარი ტრადიციები აქვს და ისედაც დიდი სიახლე ხართ მის ოჯახში, რომელთან შეგუებისთვისაც დრო სჭირდება, ამიტომ პირველივე დღეს, როგორც საკუთარ სახლში, ისე ნუ იგრძნობთ მასთან თავს. აკონტროლეთ თქვენი მანერები, ქცევები, ზე-ინტელექტუალურ საკითხებზე საუბარსაც არ გირჩევთ, უმჯობესია თუ რამე პრაგმატულ, მიწიერ საკითხებზე გაესაუბრებით, ან უკიდურეს შემთხვევაში ხელოვნებაზე, შეგიძლიათ საჩუქრადაც რომელიმე მხატვრის ტილო წაუღოთ (გიჟდებიან ასეთ რამეებზე), თორემ იფიქრებს რომ თავი ღრუბლები გაქვთ, მას კი პრაქტიკული ქალი სურდა თავისი შვილისთვის.

    იგი საშინლად მესაკუთრეა, თუმცა კარგი ის არის, რომ თუკი თქვენც თავისად ჩაგთვალათ (ცოტა დრო დასჭირდება ამისთვის), ყველანაირად შეეცდება გვერდში დაგიდგეთ და ცხოვრება გაგიმარტივოთ. ოჯახში ყოველთვის გექნებათ ყველაფერი, რაც გჭირდებათ და ანგარიშზე თანხაც შეგევსებათ ფინანსური კრიზისის დროს, გეგონებათ გრძნობსო.

    თუკი ერთად ცხოვრება მოგიწიათ, სახლის გადაგეგმარებას არ გირჩევთ, თორემ ამას არ გაპატიებთ. არ გაპატიებთ არც თავქარიანობას და იმას, რომ სახლის გაყიდვა და ცალ-ცალკე გადასვლა თუ ურჩიეთ (არც ისე ბუნჩულაა, როგორც ერთი შეხედვით სჩანს). ნურც იმის ილუზია გექნებათ, რომ თქვენი და თქვენი მეუღლის ურთიერთობაში არ ჩაერევა, ჩაერევა კი არა, სახლიდან თუ წახვედით და თუ შეატყო ამის გამო მისი შვილი დარდობს, მიწიდან ამოგთხრით, გიპოვით და დაგპირდებათ ოღონდ შენ სახლში დაბრუნდი და თუ რამეს ჩემი შვილი მოგაკლებს, მე გავაკეთებ მის ნაცვლადო. მოკლედ, იგი თქვენი მეუღლის სრულფასოვან ნაწილად უნდა მიიღოთ, სხვა გზა არ გაქვთ და არც დიდი ტრაგედია არ არის ეს. თუკი კურო ზრუნავს თქვენზე, უზრუნველი ცხოვრება გარანტირებული გაქვთ.



    ტყუპები



    მასთან პირველივე შეხვედრის შემდეგ გექნებათ შეგძრნება, რომ დოკუმენტური ფილმი ნახეთ თქვენი მეორე ნახევრის შესახებ. თუკი კომუნიკაბელური ადამიანი ხართ და ჭორაობაც გიყვართ, გილოცავთ, ძალიან გაგიმართლათ, სერიოზული ინფორმატორი შეიძინეთ. მასთან ნებისმიერ თემაზე შეგიძლიათ ისაუბროთ, შეგიძლიათ გულიც გადაუხსნათ, რაც უფრო საინტერესო ამბებს მოუყვებით მით უკეთესი თქვენთვის… ყბის ჩამოვარდნას კი ნუ დაელოდებით, მას ისეთი ისტორიები ექნება, აუცილებლად გადაგიჯოკრავთ, თუ არ ექნება და … მოიგონებს. თქვენ წარმოიდგინეთ ყოფილ შეყვარებულებზეც შეგიძლიათ ელაპარაკოთ და დარწმუნებული იყოთ, რომ რაც არ უნდა მოაღოს პირი, მის შვილთან ამის შესახებ არაფერი დასცდება, ძალიანაც რომ გააბრაზოთ… ნუ, თუ შემთხვევით არ წამოსცდა
    33 ნახვა
    24-11-2019, 00:24