X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის -  გაგიუმჯობესდებათ სასიყვარულო ურთიერთობა და მატერიალური მდგომარეობა
  • დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის - გაგიუმჯობესდებათ სასიყვარულო ურთიერთობა და მატერიალური მდგომარეობა

    მხო­ლოდ ის საქ­მე­ე­ბი შე­ას­რუ­ლეთ, რაც სი­ა­მოვ­ნე­ბას გა­ნი­ჭებთ. ეცა­დეთ, მერ­კან­ტი­ლუ­რო­ბის გამო, უხერ­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არ აღ­მოჩ­ნდეთ ახ­ლობ­ლე­ბის წი­ნა­შე. საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ხელ­ჩა­ჭი­დე­ბუ­ლი და გუ­ლან­თე­ბუ­ლი უნდა იყოთ. ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად და­ი­ცა­ვით კვე­ბის რე­ჟი­მი.

    პროგ­ნო­ზი დე­კემ­ბრის დე­კა­დე­ბის მი­ხედ­ვით

    დე­კემ­ბრის და­სა­წყის­ში - გარ­შე­მო მყო­ფებს იმ­პულ­სუ­რი და ცხვი­რა­წე­უ­ლი რომ არ მო­ეჩ­ვე­ნოთ, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეთ გან­წყო­ბა და ხა­სი­ა­თი. სა­მუ­შაო გრა­ფი­კი ისე­თი­ვე გაქვთ, ამი­ტომ გან­სა­კუთ­რე­ბულს ნუ­რა­ფერს ელით. და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­ში კო­ლე­გა და­გეხ­მა­რე­ბათ, რო­მელ­საც 100% ენ­დო­ბით. ფი­ნან­სურ გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან ისი­ნი, ვინც არა­სა­მარ­თლი­ა­ნად თა­მა­შობს. არა­ვინ მო­ა­ტყუ­ოთ, შე­იყ­ვა­ნოთ შეც­დო­მა­ში. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ მივ­ლი­ნე­ბა. მო­უ­ლოდ­ნე­ლად სა­სარ­გებ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ი­ღებთ, რაც სუ­ლი­ერ სიმ­შვი­დეს მო­გა­ნი­ჭებთ.

    დე­კემ­ბრის შუ­ა­ში - და­ნიშ­ნეთ საქ­მი­ა­ნი და სა­სიყ­ვა­რუ­ლო შეხ­ვედ­რე­ბი. მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ინ­დო­მეთ, რომ სამ­სა­ხურ­ში მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე იყოთ. მხო­ლოდ სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რებ­თან იკონ­ტაქ­ტეთ. გა­და­მე­ტე­ბულ­მა პრე­ტენ­ზი­ებ­მა კო­ლე­გე­ბის მი­მართ შე­იძ­ლე­ბა კონ­ფლიქ­ტი წარ­მოშ­ვას. დრო მხო­ლოდ გა­და­უ­დე­ბე­ლი საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბას და­უთ­მეთ. ოფის­შიც და სახ­ლშიც ხში­რად გა­ა­ნი­ა­ვეთ ოთა­ხი. დი­ლა­ო­ბით ივარ­ჯი­შეთ და ნურც კონ­ტრას­ტულ შხაპს და­ი­ვი­წყებთ.

    დე­კემ­ბრის ბო­ლოს - სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდე­ბათ ახ­ლობ­ლებს საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში და­ეხ­მა­როთ. თქვე­ნი ამ­ბი­ცი­ე­ბი რე­ა­ლუ­რი უნდა იყოს, გათ­ვა­ლეთ ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯი, გან­სა­კუთ­რე­ბით, როცა საქ­მე ფი­ნან­სებს ეხე­ბა. ამ­გვა­რად ახა­ლი წლის­თვის გარ­კვე­უ­ლი თან­ხა გექ­ნე­ბათ გა­და­დე­ბუ­ლი და მას თქვე­ნი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის ან საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სა­ჩუქ­რე­ბის შე­სა­ძე­ნად გა­მო­ი­ყე­ნებთ. მოთ­მი­ნე­ბი­თა და მი­ზან­სწრა­ფუ­ლო­ბით შეძ­ლებთ კონ­კუ­რენ­ტე­ბის და­მარ­ცხე­ბას. სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში ნა­თე­სა­ვე­ბი და­იხ­მა­რეთ.

    კა­რი­ე­რა, სამ­სა­ხუ­რი

    აქ­ტი­უ­რი თვე გე­ლით. ახა­ლი და მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მო­გი­წევთ. შეხ­ვდე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებს და და­ეს­წრე­ბით თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან სე­მი­ნა­რებს. მთა­ვა­რია, ვი­თა­რე­ბის ეპი­ცენ­ტრში იყოთ. მით უმე­ტეს, რომ გაქვთ შან­სი, გა­მო­ავ­ლი­ნოთ თქვე­ნი ნიჭი და ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რაც მო­ი­პო­ვოთ.

    შეხ­ვედ­რე­ბი და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ელით დამ­წყებ მე­წარ­მე­ებს. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ ტკეპ­ნოთ ერთი ად­გი­ლი. იყა­ვით მზად სი­ახ­ლე­ე­ბის­თვის. შე­იძ­ლე­ბა და­უბ­რუნ­დეთ ძვე­ლად ნას­წავლს. მო­გი­წი­ოთ რთუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბა ან - იმ საქ­მის შეს­რუ­ლე­ბა, რა­ზეც კო­ლე­გამ უარი გა­ნა­ცხა­და.

    ფი­ნან­სე­ბი

    კარგ პრო­ცენტს მი­ი­ღებთ გა­რი­გე­ბი­დან. გა­გი­ფარ­თოვ­დე­ბათ ინ­ტე­რე­სის სფე­რო. რა­მაც შეძ­ლე­ბა ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაც გა­გი­უმ­ჯო­ბე­სოთ. შუა თვე­ში მო­უ­ლოდ­ნელ თან­ხას მი­ი­ღებთ. მარ­თა­ლია, დიდ ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა დიდი საც­დუ­რია, მაგ­რამ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ი­კა­ვეთ თავი ავან­ტი­უ­რი­სა და მა­ქი­ნა­ცი­ე­ბის­გან. გაფრ­თხილ­დით, როცა სხვის ფულ­თან გაქვთ შე­ხე­ბა, არ გახ­დეთ აფე­რის­ტე­ბის მსხვერ­პლი.

    ჯან­მრთე­ლო­ბა

    გაფრ­თხილ­დით სე­ზო­ნუ­რი ვირუ­სე­ბის, ინ­ფექ­ცი­ე­ბის, ალერ­გი­ე­ბის მო­მა­ტე­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა. აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­ბა­ნეთ ხე­ლე­ბი ჭა­მის წინ - ეს წესი ბავ­შვე­ბაც კი იცი­ან. მო­ე­რი­დეთ სა­ეჭ­ვო ად­გი­ლებ­ში საკ­ვე­ბის შე­ძე­ნა­სა და ჭა­მას. თუ თავს უგუ­ნე­ბოდ იგ­რძნობთ, აუ­ცი­ლებ­ლად მი­ა­კი­თხეთ ექიმს და გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ მისი მი­თი­თე­ბე­ბი. გა­უფრ­თხილ­დით ხერ­ხე­მალს. ხში­რად ისე­ირ­ნეთ სუფ­თა ჰა­ერ­ზე.

    სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი

    სიყ­ვა­რუ­ლის გა­რე­შე ისე­ვე ვერ ძლებთ, რო­გორც თევ­ზი - წყლის გა­რე­შე. დე­კემ­ბერ­ში მეტი ინი­ცი­ა­ტი­ვა უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ, რომ ახალ წელს მარ­ტო არ შეხ­ვდეთ. თუ და­გეგ­მი­ლი გაქვთ, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ემ­გზავ­რეთ სა­მოგ­ზა­უ­როდ. სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ, თუ მე­ტად და­უგ­დებთ ყურს ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბის რჩე­ვებს და შეყ­ვა­რე­ბუ­ლის მო­თხოვ­ნა­საც გა­ით­ვა­ლის­წი­ნებთ.

    და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა გრძნო­ბე­ბის გა­ნახ­ლე­ბის­თვის უნდა მო­ი­ცა­ლოთ. შე­იძ­ლე­ბა ზო­გი­ერთ წყვილს ფსი­ქო­ლოგ­თან ვი­ზი­ტი დაგ­ჭირ­დეთ.

    მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად. შე­თან­ხმე­ბუ­ლად გა­და­წყვი­ტეთ ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი. წვრილ­მა­ნე­ბი და­გეხ­მა­რე­ბათ, რომ ქორ­წი­ნე­ბა­ში ჰარ­მო­ნი­ამ და­ი­სად­გუ­როს. მე­გობ­რე­ბის მი­პა­ტი­ჟე­ბა­ზე უარი არ თქვათ. უქ­მე­ე­ბი ეცა­დეთ მხი­ა­რუ­ლად გა­ა­ტა­როთ.

    და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა ეცა­დეთ კონ­ფლიქ­ტი გან­მუხ­ტოთ იუ­მო­რით. თუ სა­შუ­ა­ლე­ბა და პო­ტენ­ცი­ა­ლი გაქვთ, შე­გიძ­ლი­ათ ერ­თად შე­ას­რუ­ლოთ საქ­მე­ე­ბი. ერ­თად მუ­შა­ო­ბა უფე­რუ­ლი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის­გან გიხ­სნით და მე­ტად გა­გა­ხა­ლი­სებთ. აგ­რეთ­ვე გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა.

    შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი და­ქორ­წი­ნე­ბას გა­და­წყვი­ტა­ვენ. სა­დღე­სას­წა­უ­ლო გან­წყო­ბა კი კი­დევ უფრო ჯა­დოს­ნურ ელ­ფერს მი­ა­ნი­ჭებს ახა­ლი ოჯა­ხის შექ­მნას.

    დე­კემ­ბრის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 2, 3, 12, 26, 29.

    წყარო: ambebi.ge/astrology
    47 ნახვა
    15-11-2019, 23:45