X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
10 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
  • 10 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი


    ვერძი
    შესაფერისი დროა დაგროვილი საქმეებისა და ძველი პრობლემების მოსაგვარებლად. გამორიცხული არაა, რომ სწრაფად მოსაგვარებელი პრობლემების გადაჭრისთვის მეგობრების ან ნათესავების დახმარება დაგჭირდეთ. სარისკო კომერციული ოპერაციები დაგაზარალებთ.

    კურო
    მოსალოდნელია ნათესავებთან ან მეგობრებთან შეხვედრა. შესაძლოა, რჩევის ან დახმარებისთვის მოგმართონ და უარს ნუ ეტყვით. თუ ამ დღეს მგზავრობას აპირებთ, ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ. დიდია ტრავმის რისკი.

    ტყუპები
    ხელსაყრელი დღეა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან წარმატებული პარტნიორული ურთიერთობა გელით, თუმცა საბოლოო შედეგი მხოლოდ თქვენს განწყობასა და საქმის მოცულობაზეა დამოკიდებული. ბედის უეცარი ცვლილება გელით და ამისთვის მზად უნდა იყოთ.

    კირჩხიბი
    ახალი საქმის დაწყებისთვის არახელსაყრელი დღეა, რადგან შედეგები თქვენთვის უსიამოვნო იქნება. ეცადეთ, საეჭვო საქმეში არ გაერიოთ. საქმეები და პრობლემები, რომლებსაც ახლა ვერ უმკლავდებით, მომავლისთვის უნდა გადადოთ. ეცადეთ, საკუთარი პრობლემებიდან ყურადღება მეგობრების, ახლობლებისა და შვილების პრობლემებზე გადაიტანოთ.

    ლომი
    ამპარტავნება ზოგიერთი პრობლემის მოგვარებაში ხელს შეგიშლით. კომერციულ ოპერაციებში რისკი ფინანსურად დაგაზარალებთ. დაგროვილი საქმეები და წინა წლის შეუსრულებელი მოვალეობები სასწრაფოდ უნდა მოაგვაროთ. გირჩევთ, პარტნიორებთან ურთიერთობაში მეტი პრინციპულობა გამოიჩინოთ.

    ქალწული

    გამორიცხული არაა, რომ ამ დღეს დაგროვილი საქმეების სასწრაფოდ დასრულებისთვის მუშაობაში თავით გადაეშვათ. მხოლოდ ცივი გათვლებითა და ფხიზელი გონებით შეძლებთ, წარმატებას მიაღწიოთ. ფრთხილად იყავით და ავანტიურას არ წამოეგოთ. კომერციული და ფინანსური ოპერაციების დროს სარისკო ქმედებებისგან თავი შეიკავეთ, რადგან შეიძლება ძალიან დაზარალდეთ.

    სასწორი
    წარმატებული დღე გელით. თქვენი მომხიბვლელობა და შრომისუნარიანობა იმატებს, რაც დასახულ მიზნამდე გზას ამოკლებს. ხელოვანი ადამიანები გეგმების შესრულებას შეძლებენ. სასიყვარულო ურთიერთობა შთაგონებითა და სასიცოცხლო ძალებით აგავსებთ.

    მორიელი

    ამ დღეს ნებისმიერი ჩანაფიქრის შესრულება გიჭირთ. ერიდეთ სარისკო ქმედებებს. უმჯობესია, თუ რამდენიმე დღე დაიცდით და ორშაბათიდან გააქტიურებით. თქვენი გულგრილობა და მიუწვდომლობა ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაში სერიოზულ პრობლემად იქცევა.

    მშვილდოსანი
    რთული და დაძაბული დღეა. მოსალოდნელია ნერვიულობა, ჯანმრთელობის პრობლემები და ნერვიული სტრესი. ეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენმა სამართლიანობამ და იარლიყების მიწებების სურვილმა შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ. ფრთხილად იყავით მგზავრობისა და მოგზაურობის დროს. არსებობს ტრავმის რისკი.

    თხის რქა
    შინაგანი ენერგიის სიმცირემ შესაძლოა, კოლეგასთან ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვიოს. სავარაუდოდ, თქვენი მელანქოლიურობა, რბილი და დამთმობი ხასიათი რომელიღაც კოლეგას ან ზემდგომს გაუჩენს სურვილი, რომ დამატებითი მოვალეობები „აგკიდოთ“. გამორიცხული არაა, რომ საქმეში „თავით გადაშვება“ მოგიწიოთ. ეცადეთ, საღამო პირადი ცხოვრების მოგვარებას და სულიერ განვითარებას დაუთმოთ.

    მერწყული
    შესაძლოა, ამ დღეს ვიღაცას თქვენი დახმარება და თანაგრძნობა დასჭირდეს. ხელსაყრელი დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის. ერიდეთ ხმაურიან წვეულებებს. აქტიური დასვენება და ბავშვებთან ურთიერთობა სულიერ სიმშვიდეს მოგგვრით.

    თევზები
    ამ დღეს თავს დაღლილად და გამოფიტულად იგრძნობთ. ეცადეთ, ემოციებისა და დაუფიქრებელი მოქმედებისგან თავი შეიკავოთ. განმარტოებისთვის საუკეთესო ადგილი სახლია. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას.
    75 ნახვა
    9-11-2019, 12:42