X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
მთვარის ფაზები და სილამაზე
  • მთვარის ფაზები და სილამაზე

    სამყაროში ყველა ორგანიზმი ურთიერთქმედების დიდ ჯაჭვშია ჩაბმული. აქედან გამომდინარე, ჩვენ და შორეულ ციურ სხეულებსაც კი მჭიდრო ურთიერთკავშირი გვაქვს.იდუმალ მთვარეს, უნარი აქვს ზემოქმედება მოახდინოს დედამიწაზე არსებულ წყალზე,გამოიწვიოს ვეებერთელა ოკეანეების მიქცევა-მოქცევაც კი, და რადგან ადამიანის სხეულის 70 % ს წყალი შეადგენს, მისთვის ჩვენი ემოციებისა და ჯანმრთელობის მართვაც არაფერია.

    თუ დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ ახალმთვარეობაზე ენერგიის დანაკლისს განიცდით სავსე მთვარე კი ენერგიულობის გარდა, ემოციურობასაც გმატებთ.
    საუკუნეების განმავლობაში, მთვარე ქალებისა და დედების მფარველად ითვლებოდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საქართველოში, ეს ციური სხეული, ოდითგანვე, მამრობით სქესად აღიქმება: “მზე დედაა ჩემი, მთვარე მამაჩემი”…

    ჩვენ გაგაცნობთ რომელი დღეებია ხელსაყრელი თავის მოსავლელად და როდის უნდა აარიდოთ თავი გამაჯანსაღებელ და გასალამაზებელ პროცედურებს.

    ნათია ჩანგელიას კოსმეტოლოგიურ კაბინეტში მთვარის ფაზების გათვალისწინებით მოგემსახურებიან

    სავსე მთვარის დროს, კარგია თმის მოცილება და გახდომა. ამ პერიოდში, ჩვენი კანი ნაკლებად მგრძნობიარეა და წარბის კორექცია თუ ეპილაცია ნაკლებ ტკივილს მოგაყენებთ.

    სავსე მთვარეობა საუკეთესო დროა ე. წ. მარილის პროცედურებისთვისაც:
    ერთ ლიტრ წყალში გახსენით ოთხი კოვზი ზღვის მარილი. ხსნარში ბუნებრივი ქსოვილის გრძელმკალვიანი მაისური დაასველეთ, კარგად გაწურეთ და ჩაიცვით. გარედან, მჭიდროდ შემოიხვიეთ სქელი პირსახოცი და დაწექით. ერთი საათის განმავლობაში, თქვენი კანი გლუვი და მკვრივი გახდება, ფორები გაიხსნება, გაიწმინდება ფერიჭამიებისგან, გამონაყრისგან და გამოყოფს ოფლს, რომელიც გახდომაშიც კი შეგიწყობთ ხელს.
    ამ კომპრესის გაკეთება არ შეიძლება თუ კანზე რაიმე ჭრილობა ან გაღიზიანებული მიდამო გაქვთ.

    იმ შემთხვევაში კი, თუ ნიღაბმა დაუზიანებელი კანი გაგიღიზიანათ და უსიამოვნო შეგრძნება გაგიჩინათ, ნუ დაელოდებით ერთი საათის გასვლას და დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სხეულიდან.
    250-300 გრამი ზღვის მარილის ხსნარიანი აბაზანაც დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. სტიმულირებას გაუკეთებს სისხლის მიმოქცევას, გააუმჯობესებს კანის ტონუსს და დაგეხმარებათ ზედმეტი წონის დაძლევაში. ბოლოს, ნუ დაგავიწყდებათ მარილის სუფთა წყლით ჩამობანა.

    მზარდი მთვარის დროს, კარგია მასაჟი.

    მზარდი მთვარის დროს, ჩვენი ორგანიზმი და კანი მაქსიმალურად კარგად შთანთქავს და ითვისებს ამა თუ იმ ნივთიერებას. მკვებავი ნიღბებისა და კრემების მოქმედება სწორედ ამ პერიოდშია ყველაზე ეფექტური. ასევე კარგია სხვადასხვა არარაფინირებული ზეთით, მასაჟის გაკეთება.

    აღმავალი მთვარის დროს, ზეითუნის ზეთით სახის მასაჟი მოგიშუშებთ გამონაყარს, გაგიუმჯობესებთ კანის სტრუქტურას და ხელს შეგიწყობთ ნაოჭების მოშორებაში.

    სავსე მთვარეობისას შეღებილი თმა ყველაზე დიდხანს ინარჩუნებს ფერს და ბზინვარებას. ამ დღეებში გაკეთებული ე.წ. “ტონიკით” შეფერილი თმაც კი უფრო დიდხანს შეინარჩუნებს ფერს.

    სანამ თმის ახალ ფერს შეარჩევდეთ, ყურადღება მიაქციეთ თქვენი კანის ფერს. თუ მოყვითალოა, მაშინ ქერა არ მოგიხდებათ. ფერმკრთალ სახეს კი არც ისე ხშირად ეხამება მუქი თმა. იმ შემთხვევაში, თუ მოვარდისფრო შეფერილობის კანი გაქვთ ნუ აირჩევთ წითურ ფერს.

    ნათია ჩანგელიას კოსმეტოლოგიურ კაბინეტში მთვარის ფაზების გათვალისწინებით მოგემსახურებიან

    თმის ფერზე შეგიძლიათ ნატურალური საშუალებებითაც იზრუნოთ:

    მაგალითად: გვირილის ნაყენის გადავლებით, მიიღებთ მოოქროსფრო შეფერილობას. ჩაის ნაყენი კი საინტერესო სიმუქეს შეგძენთ.
    დაიმახსოვრეთ, ციკლის დროს, თმის შეღებვა საერთოდ არ არის რეკომენდირებული.

    სავსემთვარეობისას, სისხლის მოწოლის გამო, ჩვენი კანი ხშირად წითლდება. ამ დროს, უმჯობესია, არ მიმართოთ ორთქლის აბაზანებს და არც სახისა და ყელის მიდამოები გაიწმინდოთ ყინულით.

    სჯობს, დაიბანოთ თბილი, რბილი წყლით ან გვირილის და პიტნის ნაყენით.

    აი, კოსმეტიკური რძის რეცეპტი მშრალი კანისთვის, რომელიც სავსე მთვარისას განსაკუთრებულ ეფექტს მოგცემთ:

    ორ სუფრის კოვზ ჭვავს დაასხით ერთი ჭიქა თეთრი ღვინო. გააჩერეთ სამი დღე და დაამატეთ კვერცხის გული. სასურველია, ამ ნიღბით სახე ძილის წინ გაიწმინდოთ.

    ცხიმიანი კანისთვის: 100 გრამი არაყი აურიეთ ლიმონის წვენში. დაუმატეთ ერთი კვერცხის ათქვეფილი ცილა და ერთი ჩაის კოვზი გლიცერინი.

    ყელისთვის: ერთი კვერცხის გული აურიეთ 100 გრამ არაჟანში, დაამატეთ რამდენიმე წვეთი არაყი და ნახევარი ფორთოხლის წვენი. პატარა პირსახიოცით გაიწმინდეთ ყელი ამ მასით. შემდეგ, შეიზილეთ მკვებავი კრემი ან გამთბარი მცენარეული ზეთი.

    ამ ნიღბით სარგებლობა შეგიძლიათ ყოველდღიურად, მისი შენახვა კი აუცილებელია მაცივარში.

    სავსემთვარეობისას, ემოციური ფონი გაზრდილია და გაურკვეველი აფორიაქებულობა გვაწუხებს ხოლმე, ამიტომ, კარგი იქნება, თუ ამ დღეებში თბილ აბაზანას 1/2 წილი გვირილის ნაყენით და 1/2 წილი რძით შეაზავებთ.

    თბილი წყალი დაგეხმარებათ მოდუნებაში, გვირილა და რძე კი თქვენი კანის სინაზესა და ჯანსაღ ფერს უზრუნველყოფს.

    ნათია ჩანგელიას კოსმეტოლოგიურ კაბინეტში მთვარის ფაზების გათვალისწინებით მოგემსახურებიან

    დაღმავალი მთვარის ფაზა საუკეთესოა კანის რქოვანი ფენის მოსაშორებლად – პილინგის პროცედურებისთვის.
    სახის გაწმენდამდე, აუცილებლად გახსენით ფორები კომპრესის მეშვეობით:

    ერთ კონა ოხრახუშს დაასხით 250 გრამი ცხელი წყალი და გააჩერეთ ნახევარი სათის განმავლობაში. შემდეგ დაასველეთ მასში პირსახოცი და 20 წუთით დაიდეთ კანზე.
    გაუხეშებული ფენის ასაქერცლად გამოგადგებათ წვრილი ზღვის მარილიც. თუმცა, მარილით მკერდისა და ყელის მიდამოების აქერცვლა არ ღირს. უმჯობესია გამოიყენოთ ჭადის ფქვილი ან ყავის ნალექი.
    დაღმავალი მთვარის დროს, ასევე კარგია ცელულიტთან ბრძოლა, ვარცხნილობის შეცვლა (შეჭრა) და ფრჩხილების დაჭრა.
    27 ნახვა
    9-11-2019, 00:05