X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
რა ელით სხვადასხვა წელში დაბადებულ მორიელებს -  2020 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპი
  • რა ელით სხვადასხვა წელში დაბადებულ მორიელებს - 2020 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპი

    მო­რი­ე­ლი-ხარი

    ვირ­თხვის წე­ლი­წად­ში უნდა და­ზო­გოთ ძა­ლე­ბი, ფული და ენა­ერ­გია. არ ღირს ყვე­ლას მა­გივ­რად მუ­შა­ო­ბა, არც სხვებ­ზე გა­და­მე­ტე­ბუ­ლი ზრუნ­ვა მო­გი­ტანთ სი­კე­თეს. გარ­შე­მო უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნია და მათი შემ­ხედ­ვა­რე თქვენც მო­გინ­დე­ბათ სა­კუ­თა­რი ნი­ჭის გა­მოვ­ლე­ნა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პე­რი­ო­დი ელის მას, ვინც ადრე თა­ვი­სი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბით არც კი ინ­ტე­რეს­დე­ბო­და. ეცა­დეთ, არ და­კარ­გოთ იმ ადა­მი­ა­ნის კე­თილ­გან­წყო­ბა, ვი­საც ნამ­დვი­ლად უყ­ვარ­ხართ. ჯან­მრთე­ლო­ბის მხრივ გა­უფრ­თხილ­დით სახ­სრებ­სა და ნაწ­ლა­ვებს.

    მო­რი­ე­ლი-ვირ­თხა

    უნდა და­ემ­შვი­დო­ბოთ ყვე­ლა­ფერ ძველ­სა და არაფ­რის­მომ­ტანს. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს საქ­მეც, ურ­თი­ერ­თო­ბაც... ნუ ჩა­ე­ჭი­დე­ბით იმას, რაც აღარ გა­ხა­რებთ, აღარ მო­აქვს შე­მო­სა­ვა­ლი. კარ­დი­ნა­ლუ­რად უნდა შე­იც­ვა­ლოთ. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან და ზო­გი­ერ­თი და­ქორ­წი­ნე­ბა­საც გა­და­წყვეტს. ნუ ეხუმ­რე­ბით ჯან­მრთე­ლო­ბას, ჩა­ი­ტა­რეთ სრუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვა.

    მო­რი­ე­ლი-ვე­ფხვი

    იყა­ვით მიზ­ნა­მი­მარ­თუ­ლი და ჯი­უ­ტად მო­ი­თხო­ვეთ თქვე­ნი კუთ­ვნი­ლი. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­გიძ­ლი­ათ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის­თვი­საც გა­მო­ი­ყე­ნოთ. ზო­გი­ერ­თი დარ­წმუნ­დე­ბა, რომ ოჯა­ხის შექ­მნის, სა­კუ­თა­რი ჭე­რის ქო­ნის დროა. ფული საკ­მა­რი­სად გექ­ნე­ბათ სურ­ვი­ლე­ბის ასას­რუ­ლებ­ლად, პი­რა­დი კომ­ფორ­ტის შე­საქ­მნე­ლად. ზო­გი­ერ­თი პი­რად ბიზ­ნესს და­ი­წყებს, ზო­გიც სა­ზღვარ­გა­რეთ რე­ა­ლიზ­დე­ბა. ფი­ზი­კურ და ნერ­ვულ დატ­ვირ­თვას­თან მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ.

    მო­რი­ე­ლი-დრა­კო­ნი

    2020 წელს ვე­რაფ­რით ვერ იქ­ნე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო. საქ­მე­ე­ბიც კარ­გად მიგ­დით, ფუ­ლიც საკ­მა­რი­სი გაქვთ და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნიც გა­ნე­ბივ­რებთ. ეცა­დეთ, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მო­აგ­ვა­როთ პრობ­ლე­მე­ბი, ნუ გა­და­დებთ მათ მო­მავ­ლის­თვის. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ კო­ლექ­ტი­უ­რი, ოჯა­ხუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა. ზა­ფხულ­ში თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი თავ­გა­და­სა­ვა­ლი და და­უ­ვი­წყა­რი რო­მან­ტი­კუ­ლი პა­ე­მა­ნი გე­ლით. სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ სა­ჭეს­თან. გან­სა­კუთ­რე­ბით, შორ მან­ძი­ლებ­ზე.

    მო­რი­ე­ლი-კატა/კურ­დღე­ლი

    მარ­ტი­ვად და ზედ­მე­ტი პრობ­ლე­მე­ბის გა­რე­შე და­ას­რუ­ლებთ ადრე და­წყე­ბულ პრო­ექ­ტებს. ყვე­ლა­ფერს და­მო­უ­კი­დებ­ლად, სხვე­ბის დახ­მა­რე­ბი­სა და ჩა­რე­ვის გა­რე­შე გა­არ­თმევთ თავს. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­სად­მი. ფი­ზი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბა კარ­გად გავ­ქთ, მაგ­რამ აი, ნერ­ვუ­ლი მოფრ­თხი­ლე­ბას სა­ჭი­რო­ებს. გა­მო­ნა­ხეთ დრო იო­გი­სა და სუ­ლი­ე­რი პრა­ტ­ქი­კე­ბის­თვის.

    მო­რი­ე­ლი-გვე­ლი

    ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად უნდა და­გეგ­მოთ, რათა შეც­დო­მე­ბის­გან და­ი­ზღვი­ოთ თავი. მუ­დამ თან იქო­ნი­ეთ ბლოკ­ნო­ტი, რათა ჩა­ი­წე­როთ ყვე­ლა ნი­უ­ან­სი, იდეა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, კარ­გი წე­ლია კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის­თვის. პო­ზი­ცი­ებს გა­იმ­ყა­რებთ სა­ზღვარ­გა­რე­თაც. მე­ტად რბი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე უნდა იყოთ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ.

    მო­რი­ე­ლი-თხა/ცხვა­რი

    წარ­მა­ტე­ბის წელი და­გიდ­გათ. საქ­მე­ებ­საც მო­აგ­ვა­რებთ, პრე­მი­ა­საც მი­ი­ღებთ და ოკე­ა­ნის სა­ნა­პი­რო­ზეც და­ის­ვე­ნე­ებთ. ზო­გი­ერთს შე­მოს­ვა­ლის და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო გა­მო­უჩ­ნდე­ბათ. მეტი მზრუნ­ვე­ლო­ბა გმარ­თებთ ჯან­მრთე­ლო­ბი­სად­მი. მაგ­რამ ეს მხო­ლოდ ვი­ტა­მი­ნე­ბით კი არა, და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბით უნდა სცა­დოთ. სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებს გა­იც­ნობთ. იყა­ვით სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის ბა­ტონ-პატ­რო­ნი.

    მო­რი­ე­ლი-ცხე­ნი

    ნე­ბის­მი­ე­რი საქ­მე სი­ა­მოვ­ნე­ბას მო­გა­ნი­ჭებთ. შე­მოდ­გო­მა­ზე რთველ­შიც რომ და­გი­ძა­ხონ სა­მუ­შა­ოდ, მა­ინც ღი­მი­ლით გა­ე­მარ­თე­ბით. თქვე­ნი კარ­გი გან­წყო­ბი­სა და შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის მი­ზე­ზი კარ­გი ფი­ზი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბა და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბია. იყა­ვით მე­ტად მო­სიყ­ვა­რუ­ლე საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ. გა­ი­კა­ჟეთ სხე­უ­ლი ზა­ფხულ­ში ცურ­ვით და ზამ­თარ­ში - თხი­ლა­მუ­რე­ბით.

    მო­რი­ე­ლი-მა­ი­მუ­ნი

    მა­ტე­რი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე ზრუნ­ვა კარ­გია, მაგ­რამ სუ­ლი­ერ კომ­ფორტზეც უნდა იზ­რუ­ნოთ. დაგ­რო­ვილ საქ­მე­ებ­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად, თქვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბაც დაგ­ჭირ­დე­ბათ და ძვე­ლი მე­გობ­რე­ბის მხარ­ში დგო­მაც. ზო­გი­ერ­თი პი­რა­დი ბიზ­ნე­სის და­წყე­ბას გა­და­წყვეტს. ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა უამ­რა­ვი სა­სი­ა­მოვ­ნო მო­მენ­ტით იქი­ნე­ბა აღ­სავ­სე. მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ ნა­თე­სა­ვე­ბის გვერ­დით.

    მო­რი­ე­ლი-ძაღ­ლი

    ხში­რი მივ­ლი­ნე­ბა (შე­იძ­ლე­ბა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მი­სა­მარ­თის შეც­ვლა­მაც მო­გი­წი­ოთ) გე­ლით. კარ­გი წე­ლია აქ­ტი­უ­რი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ოს­თვის. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, აჩ­ქა­რე­ბა და და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნა სი­კე­თეს არ მო­გი­ტანთ. თუ კრე­დი­ტის აღე­ბას აპი­რებთ, გა­ზა­ფხულ­ზე გირ­ჩევთ.

    მო­რი­ე­ლი-ღორი

    თა­მამდ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ შე­მოქ­მე­დე­ბით იდე­ებს. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ სა­ზღვარ­გა­რეთ გამ­გზავ­რე­ბა. გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლი და მის დაგ­რო­ვე­ბას ბან­კში შეძ­ლებთ. მე­ტად თა­მა­მი უნდა იყოთ და საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს ერ­თად ცხოვ­რე­ბა უნდა შეს­თა­ვა­ზოთ. ვე­რა­ვინ და­გა­ჯე­რებთ, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა მარ­ტო­ო­ბის სა­უ­კე­თე­სო წა­მა­ლია.

    მო­რი­ე­ლი-მა­მა­ლი

    წლის ბო­ლოს ყვე­ლას გა­ა­გე­ბი­ნებთ რამ­დე­ნად ნი­ჭი­ე­რი და პრო­დუქ­ტი­უ­ლი წელი გქონ­დათ, რო­გორ მი­აღ­წი­ეთ სა­სურ­ველს. მა­ნამ­დე კი შრო­მა მო­გი­წევთ. ეცა­დეთ, ენას კბი­ლი და­ა­ჭი­როთ და სა­კუ­თა­რი გეგ­მის შე­სა­ხებ კონ­კუ­რენ­ტებს კი არა, მე­გობ­რებ­საც არა­ფე­რი უთხრათ. რო­დემ­დე უნდა მა­ლოთ გრძნო­ბა. გა­მო­უ­ტყდით ადა­მი­ანს, რომ გიყ­ვართ. თქვენ­თვის კარ­გია ზა­ფხულ­ში ცურ­ვა და ზამ­თრში სხე­უ­ლის გა­კა­ჟე­ბა.
    60 ნახვა
    8-11-2019, 00:03