X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
რა ასაკში მოგაკითხავთ წარმატება და იღბალი, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
  • რა ასაკში მოგაკითხავთ წარმატება და იღბალი, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

    ალბათ იცით, ცხოვრება კიბეა. ხან აღმა მივყავართ საფეხურებს, ხანაც დაღმა. თუმცა, ბედისწერის ამგვარ მონაცვლეობას ზოგი ტრაგედიად აღიქვამს, ზოგსაც კი ერთობ კანონზომიერი და საინტერესო ეჩვენება. ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით არსებობს ცხოვრების გარკვეული ეტაპები, როცა კონკრეტული ნიშანი ყველაზე პროდუქტიული, წარმატებული და მომხიბვლელია... მოკლედ, "ბოლომდე ანათებს" და იხარჯება.

    ვერძი - ახალგაზრდობაში გამოირჩევა თანატოლებისგან. აქტიურად ცდილობს მიიპყროს საპირისპირო სქესის ყურადღება.

    კურო - დაახლოებით 34-37 წლის ასაკიდან აღწევს სრულყოფილებას. თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად, ხშირად იმატებს წონაში და ზარმაცდება.

    ტყუპი - ყოველთვის ფორმაშია, თუმცა სიყმაწვილის წლებში მეტად ახერხებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას.

    კირჩხიბი - მას შემდეგ იძენს მისი ცხოვრება სრულფასოვან აზრს, როცა ოჯახს ქმნის და ხდება დედა (მამა).

    ლომი - ასაკის მატებასთან ერთად ემატება სიბრძნე, ძალაუფლება და გამოცდილება. როგორც წესი, ხანდაზმულ ასაკში ბრწყინავს.

    ქალწული -
    ბავშვობაში სუსტი ჯანმრთელობა აქვს, დიდ ასაკში მაშინ, როცა სხვები ცხოვრებისგან იღლებიან და ბერდებიან, თინეიჯერულად გამოიყურება.

    სასწორი - ყოველთვის მომხიბვლელია, მაგრამ არასოდეს გამაღიზიანებელი. შესაძლებლობების მაქსიმუმს პარტნიორის ყოლის შემთხვევაში ავლენს ან როცა შეყვარებულია.

    მორიელი - თუკი ექსტრიმის სიყვარულით სასიცოცხლო წლები თავად არ შეიმოკლა, ხანდაზმულ ასაკში აღწევს დიდ ცოდნას და ძალაუფლებას.

    მშვილდოსანი - არასოდეს იზრდება. სულით ბავშვურია და ეს არის მისი მუდმივი ახალგაზრდობის საიდუმლო.

    თხის რქა - წლებთან ერთად ახალგაზრდავდება. ხშირად უღიმღამო და უფერული მოზარდია. დიდ ასაკში კი გასაოცარი შარმის მატარებელი ხდება.

    მერწყული - აბსოლუტურად გულგრილია იმიჯისა და სტატუსების მიმართ. თუ ისე მოხდა, რომ ასაკში წარმატება ეწვია, სხვებთან დამოკიდებულებას არ იცვლის.

    თევზები - თავიდანვე ირჩევს დინებას გაჰყვეს თუ მის საწინააღმდეგოდ ცურვა შეძლოს. თუკი ნებისყოფას დაძაბავს, წარმატების მიღწევაც შეუძლია ხანდაზმულ ასაკში.
    წყარო: astrologi.ambebi.ge
    53 ნახვა
    5-11-2019, 23:52