X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
როგორ ავირიდოთ თავიდან ცალმხრივი სიყვარული ან როგორ განვიკურნოთ, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
  • როგორ ავირიდოთ თავიდან ცალმხრივი სიყვარული ან როგორ განვიკურნოთ, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

    როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ცალმხრივი სიყვარული არ არსებობს. ეს მარტოოდენ არასრულფასოვანი ემოციაა , ნერვების, დროისა და რესურსების ფუჭად ხარჯვაა. ასტროლოგიურად რომ ვიმსჯელოთ, დაახლოებით იგივე ვერდიქტის გამოტანა შეგვიძლია, იმ მცირე განსხვავებით, რომ შესაძლებელია ზოგჯერ, ცხოვრებაში კარმული ვალის გადასახდელად გვეძლეოდეს ზემოხსენებული "მტანჯველი ურთიერთობა". თუმცა, ამჯერად კარმულ ასტროლოგიაზე არ გვექნება საუბარი. დღეს ვისაუბრებთ მიზეზებზე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით იმისა, თუ რატომ არ უჩნდება მამაკაცს ქალის მიმართ სიმპათია ან მიზიდულობა.



    ვერძი არასოდეს დაინტერესდება თქვენით თუკი თქვენ აქტიური ქალი ხართ. იქით იჩენთ ინიციატივას, ურეკავთ, უყენებთ ულტიმატუმს, აიძულებთ სიტუაცია მართოთ.


    კუროს სიცივის მიზეზი თქვენს არასტაბილურ ხასიათში უნდა ეძებოთ. როგორც ჩანს, მის თვალში ემოციურად არამდგრადი, ჭირვეული ქალის იმიჯი ჩამოგიყალიბდათ ამიტომაც არ გენდობათ იგი.



    თუკი ტყუპის ყურადღების მიქცევას ვერ ახერხებთ ეს იმას ნიშნავს, რომ ინტელექტუალურად "ღარიბი" ან მენტალურად მოსაწყენი ადამიანი ხართ მის თვალში.



    კირჩხიბი თუ არ გიკარებთ სათოფეზე ე.ი. უხეში, ნაკლებად ტაქტიანი, პირდაპირი და ხმაურიანი ქალი ხართ. ასეთი ქალი კი ნებისმიერ კირჩხიბს აფრთხობს.

    ლომს თუ არ მოუხევდით თვალში, როგორც ჩანს თქვენში მეწვრილმანე, ძუნწი და ზედმეტად ეშმაკი ქალი ამოიცნო, რომელიც ურთიერთობაში მეშჩანურ ელემენტებს აყენებს წინა პლანზე.

    ქალწულის სიმპათიას ვერ იმსახურებთ? ე.ი. მიზეზი თქვენი იმიჯი და ჰიგიენისადმი დამოკიდებულებაა. იქნებ სხვები ვერც კი ამჩნევენ, მაგრამ ქალწულის შემთხვევაში დაუვარცხნელი თმა, მოუწესრიგებელი სახის კანი ან ფრჩხილებზე გადაცილებული ლაქი უდიდესი ბარიერია მისთვის თქვენთან ურთიერთობის დასაწყებად.
    სასწორის მოხიბვლა გაგიჭირდათ? როგორც ჩანს ზედმეტად ხისტი, პირდაპირი და აქტიური ქალი ხართ. კარგად დააკვირდით როგორ მიმართავთ ხოლმე გარშემო მყოფებს. უწმაწური სიტყვებით საუბარსაც თავი დაანებეთ თუნდაც საჭესთან ჯდომისას თავხედი მძღოლის მიმართ.

    მორიელის მიმართ გრძნობები თუ გაგიჩნდათ, თანაც ცალმხრივი ეს საერთოდ არ არის გასაკვირი ფაქტი. თუმცა იმაზე ფიქრს ნუ
    იჩქარებთ, რომ იგი თქვენით საერთოდ არ ინტერესდება. გაითვალისწინეთ, გულგრილობა მორიელის საყვარელი მანევრია. თუკი სუფთა სულის და გულწრფელი ადამიანი ხართ, ადრე თუ გვიან კარტებს იგი აუცილებლად გაგიხსნით.
    მშვილდოსანი მამაკაცის მიმართ სიმპათია ყველა ქალს მარტივად უჩნდება. მაგრამ თუკი იგი არაფრად გაგდებთ ეს იმას ნიშნავს, რომ ზედმეტად შეაშინეთ საყვედურებითა და შენიშვნებით. ქალი, რომელიც ე.წ. "ტვინის ბურღვის" ჩვეულებით გამოირჩევა, მშვილდოსანს ცეცხლივით აშინებს.

    თხის რქას დაადგით თვალი და იგი აისბერგული სიცივით გპასუხობთ? არც არის ამაში გასაკვირი არაფერი. თხის რქა ემოციურად ძალიან ძნელად და გვიან იხსნება. თუმცა თუკი თქვენ ზედმეტად გამომწვევად იცვამთ, ღამის ცხოვრებას აღმერთებთ და ნაკლებად სცემთ პატივს ოჯახურ ტრადიციებს შესაძლოა მისი ინტერესი ვერც ვერასოდეს გამოიწვიოთ.


    მერწყულის სიმპათიას ვერასოდეს დაიმსახურებთ თუკი თქვენ ზედმეტად წესიერი, ზედმეტად სტანდარტული და მოსაწყენი – "ჩვეულებრივი" გოგონა ხართ. სასურველია, თავს მაქსიმალურად მისცეთ უფლება სხვადასხვა სახის "სიგიჟეების" გამოსავლენად, ასე მის სიმპათიას უთუოდ დაიმსახურებთ.

    თევზებისგან ვერა და ვერ ეღირსეთ ემოციის ნატამალს? როგორც ჩანს, ხშირად ესმის თქვენგან მწარე შენიშვნები და რეპლიკები, რომელთაც გარშემო მყოფთა მიმართ იყენებთ. ამიტომაც გადაწყვიტა ალბათ "პირში წყალის ჩაგუბება", თავადაც რომ არ მოხვდეს "შავ სიაში". ცოტა მეტი სითბო და ტაქტი გამოიჩინეთ მის მიმართ.
    წყარო: astrologi.ambebi.ge
    34 ნახვა
    5-11-2019, 00:18